"ამ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული იყო ივანე მერაბიშვილი და ალექსანდრე ხეთაგური"

პოლიტიკა

"ამ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული იყო ივანე მერაბიშვილი და ალექსანდრე ხეთაგური"

2013 იან 17 20:48:21

მისი განცხადებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობის სფეროში რიცხული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის საკუთრებიდან უკანონოდ ამორიცხული იყო 88 ათასი კვადრატული მიწის ფართობი.

_ ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, რომელიც 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული მიმართა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რათა საგარეჯოს რაიონის სოფელ სართიჭალის სანერგე მეურნეობიდან ამოერიცხა მიწის ფართობი და ის კომპანიის მიერ დაფუძნებულ შპს ,,ქართული კურდღელისთვის“ გადაეცა, რაც 2012 წლის 23 იანვარს განხორციელდა კიდეც. ჩვენი ინფორმაციით, ამ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული იყო ,,ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი და იმჟამინდელი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედების მიზანი იყო ერთი მხრივ სანერგე მეურნეობის განადგურება და მოსპობა, ხოლო მეორე მხრივ მატერიალური სარგებლის მიღება. დეპუტატის თქმით, ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად ყოველ კვირას სტუმრობდა შპს ,,ქართულ კურდღელს“ და თვალყურს ადევნებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მეკურდღლეობა-მებოცვრეობის განვითარებას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მეურნეობა, რომლის დანიშნულებაა ნერგების მოყვანა, გავრცელება და ტყეების განვითარება, ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო და ის თავის პირველად ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ,,ამ სანერგეს განვითარების გარეშე ჩვენს ტყეებს მომავალი არ აქვს. საქართველოში სხვა სანერგე არ არსებობს. ის უნიკალურია, რომლის განვითარებაშიც მსოფლიო ბანკს და ძალიან ბევრ სამთავრობო და არასამთავრობო უცხოურ ორგანიზაციას აქვს წვლილი შეტანილი. სანერგეში მილიონობით დოლარია ჩადებული და მისი მსგავსი ამიერკავკასიის რეგიონში არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ იგი აპირებს სასწრაფოდ მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს, რათა სანერგე მეურნეობას დაუბრუნდეს კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

_ ,,თუ აქ უნდა იყოს შპს ,,ქართული კურდღელი“, მაშინ მან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს სანერგე მეურნეობასთან და გადაუხადოს იჯარის ფული. სანერგე მეურნეობა საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მას შეუძლია ჰქონდეს ავტონომიური შემოსავლის წყარო. აღნიშნული შემთხვევა ხილული მაგალითია იმისა, როგორ ზრუნავდა საქართველოს მთავრობა, ყოფილი გარემოს დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ბუნების განვითარებაზე, როგორ ზრუნავდნენ ჩვენი ტყეების მოვლა-პატრონობაზე“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.




 ახალი ამბები
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • "გამოვექეცი და მაინც დამიჭირა" _ 12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გოგონა ახლა 16 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა. როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "დეა" ... ...
  • ზურაბ ნასარაია, საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო (R)სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?