ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექსკლუზივი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

პოლიტიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექსკლუზივი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

2013 იან 18 11:57:55

მინისტრმა 2013 წლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა რეგიონების მიხედვით. ჟურნალისტებს დაურიგდათ მასალა როგორც საქართველოში, ისე რეგიონების მიხედვით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. შეხვედრა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ყველა იმ კითხვას უპასუხეს, რაც რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა დაუსვეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თავად გააცნო ჟურნალისტებს 2013 წლის სამოქმედო გეგმა და განაცხადა, რომ ამ წელს სამინისტროს საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებით გახორციელდება.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა: "რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გახორციელებას და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც მოიცავს: მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ოპტიმიზაციისა და გაძლიერების, ხელისუფლების რეგიონული დონის მოდიფიცირებისა და სრულყოფის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას. ასევე, რეფორმების გახორციელების სამართლებრივ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და კოორდინაციას; რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავებისა და გახორციელების სისტემის სრულყოფას."

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეხვედრაზე ინფორმაციის გამჭვირვალობის საკითხს, როგორც მედიასთან და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე მოქალაქეებთან მიმართებაში.

ამ მიზნით, მოხდება სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების ვებ-გვერდების მოდერნიზება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო ყველა საჯარო ინფორმაცია მოიძიონ აღნიშნულ ვებ-გვერდებზე. ასევე: დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის პროცესში აქტიურად ჩერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები; პერიოდულად ჩატარდება დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო და საინფორმაციო შეხვედრები და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მეშვეობით მოხდება საჯარო ინფორმაციის გაცემა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ კი გატარდება მონიტორინგი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

თვითმმართველობის საყოველთაო რეფორმასთან დაკავშირებით ითქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ეხება თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მრავალფეროვანი და ქმედითი მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციას.

როგორც მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით, ყველა დასახლებულ პუნქტში აირჩევა მამასახლისი და საზოგადოებრივი საბჭო, რაც ხელს შეუწყობს მმართველობით პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს საკითხი, როგორც სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველად სწორედ რეგიონულ მედიასთან გაჟღერდა და ექსკლუზივია რეგიონული მედიისთვის.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...