ვის თავში მოხდა "ტრანსფორმაცია" ბათუმის საკრებულოში?

პოლიტიკა

ვის თავში მოხდა "ტრანსფორმაცია" ბათუმის საკრებულოში?

2013 იან 24 18:41:57

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მას ნდობა უკვე გამოუცხადეს და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ ის იქნება. მას საკრებულოს სხვა წევრები იმედი აქვს, რომ კირთაძის გადარჩევას მხარს დაუჭერენ. შესაძლოა თუ არა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ ვერ შეძლოს გიორგი კირთაძის გადაყენება და თანამდებობა კიდევ 3 თვით შეუნარჩუნდეს, ამაზე ჩავლეიშვილი გვპასუხობს:

"მართალი გითხრა, მაგის გარანტია არავის აქვს, მაგრამ ეს 12 კაცი, რომელიც აწერს ხელს, პასუხისმგებლობით სავსე ხალხია და იციან რაზეც აწერდნენ ხელს და ამას რა პროცედურებიც მოყვება. ხელისმოწერა ნიშნავს იმის დასტურს, რომ ესენი ითხოვენ რიგგარეშე სხდომის მოწვევას საკრებულოს თავმჯდომარის გადარჩევის მოთხოვნით. ვნახოთ, ერთი კვირის თავზე ვინ როგორ მოიქცევა" - აცხადებს ჩავლეიშვილი.

საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კი ამბობს, რომ კოლეგები კანონს არღვევენ, რადგან საკრებულომ ერთხელ უკვე იმსჯელა თავმჯდომარის გადაყენების შესახებ და 3 თვის განმავლობაში მისი გადაყენება არ შეუძლიათ. 3 თვიანი ვადა 19 თებერვალს გადის, დეპუტატები კი ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ითხოვენ კირთაძის გადაყენებას.

"როგორც "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ გადამაყენოს, მეც ვეცდები რომ შევინარჩუნო. პოლიტიკური პროცესია და სწორადაც ცდილობენ, მაგრამ კანონს რატომ არღვევენ ვერ ვხვდები. ორი კვირის მერე რომ გადამაყენონ, პრობლემა არ არის, ხელს ჩამოვართმევ, უკან გადავჯდები და მე გავხდები ოპონენეტი ახალი საკრებულოს თავმჯდომარის. მინდა გითხრათ, რომ მაინცა და მაინც კომფორტულ გარემოში არ დავტოვებ ახალ თავმჯდმარეს" - ამბობს კირთაძე.

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ის დეპუტატები, რომლებიც დღეს კირთაძის გადაყენებაში საკრებულოს ოპოზიციას უჭერენ მხარს, თავის დროზე დაშინების გზით გახდნენ საკრებულოს წევრები და მათში "ტრანსფორმაცია" მოხდა.

"ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე და ამითია საინტერესო. თავის დროზე გახსოვთ რა დაპირებებით მოვიდა "ნაციონალური მოძრაობა" და რომ არ შეასრულა ეს დაპირებები. ადამიანის თავში ხდება ტრანსფორმაცია და ახლებურად ფიქრი. ის ადამიანები ვინც მოიყვანა საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი კირთაძე, იმათ რა გაუკეთეს იცით? არც ერთს არ დაკლებია უშიშროება, სოდი, კუდი... ზეწოლა. დიდი ნაწილი აქედან, თავის დროზე,  ბიზნესმენებიიყვნენ, დააძალეს დეპუტატობა, ფული გადაახდევინეს და ეს ხალხი ჰყავდათ გაწამებულები. როდესაც ადამიანები იცვლიან პოზიციას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ვერ ვხედავ ამასი ვერაფერ განსაკუთრებულს" - თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში ირაკლი ჩავლეიშვილმა.

გიორგი კირთაძე კი ამბობს, რომ ვერ ხედავს მიზეზს რატომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

"თუ 19 თებერვლის  შემდეგ მოხდება, არ არის პრობლემა. პოლიტიკური პროცესია და არაფერი არანორმალური არ არის. ჩემი აზრით, არანორმალური არის ის, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები საქართველოში, სამწუხაროდ, ტოვებენ ფრაქციებს, პარტიებს და გადადიან "ქართულ ოცნებაში". სირცხვილი, ჩემი აზრით, არის ეს. ჩემი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგომა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ რაღაც შემეშინდა, რაღაც ცუდი საქმე მაქვს გაკეთებული ან რაღაცა. ამიტომ მე არ გადავდგები. ის რომ სხვა პარტიაში არ გადავალ, ამის თეორიული შანსიც არ არის. გული მწყდება უბრალოდ. ყველა გადაწყვეტილება რაც მიგვიღია, ერთად მიგვიღია. ძველი თემების გამო ჩემმა თანაგუნდელმა ვერ უნდა მომხსნას, რადგან გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. 2013 წლის ბიუჯეტი ყველამ მივიღეთ ერთად და ერთხმად. ერთად  გავავწყვიტეთ, როგორ უნდა გვეცხოვრა 2013 წელს. ლოგიკა მითხარით, რატომ უნდა გადავდგე? თუ ბიუჯეტზე ხმას აძლევს ყველა და მეუბნება, რომ სწორად წარმოადგინე ყველაფერი, სწორი ხედვები გაქვს ქალაქში რაც უნდა გაკეთდესო, აქედან 20 დღის მერე მეუბნება, გადადექიო? ამიხსნას ვინმემ, რატომ უნდა გადავდგე?" - ამბობს კირთაძე.

ბათუმის საკრებულოში 21 დეპუტატია. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის გადაყენების განცხადებას (რიგგარეშე სხდომის მოწვევას, სადაც ეს უნდა გადაწყდეს) მხარს 12 დეპუტატი უჭერს. მათ შორის 7 ყოფილი ნაციონალია. თუმცა შესაძლოა, რომ ყოფილმა ნაციონალებმა გიორგი კირთაძის გადადგომას მხარი არ დაუჭირონ, ან უბრალოდ სხდომას არ დაესწრონ და დამსწრეთა უმრავლესობამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა ვერ შეძლოს. ამ შემთხვევაში, მოქმედ თავმჯდომარეს უფლებასმოსილება კიდევ 3 თვით გაუგრძელდება.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...