კოტე შარაშენიძე: "მე ვინც წინ გადამიდგება, მერე მის თავს დააბრალოს!"

პოლიტიკა

კოტე შარაშენიძე: "მე ვინც წინ გადამიდგება, მერე მის თავს დააბრალოს!"

2013 თებ 3 11:13:59
ივანიშვილის მიერ ერთი კვირით ადრე დაანონსებული სტატუსი დავით დარჩიას 1 თებერვალს, ოფიციალურად მიანიჭეს.

მისი წინამორბედის, კოტე შარაშენიძის მთავარ ლობისტად და მისთვის გზის "გამკვლევად" "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი სახელდება. ის დღესაც არ უარყოფს ჩვენთან, რომ შარაშენიძის კანდიდატურა "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის უფროსად სწორედ მან წაახალისა.

ახლა, შარაშენიძე ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია. როგორც ჩანს, ივანიშვილებმა ოზურგეთი მათთვის სანდო ადამიანებს ჩააბარეს.

ახალი გამგებელი, დანიშვნიდან ძალიან მალევე, თავის გატეხვის სავარაუდო ფაქტზე პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ბარიკადების მეორე მხარეს შარაშენიძის თანაგუნდელი და თანამებრძოლი ნესტორ რამიშვილი გახლდათ, რომელიც დღემდე არ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომელიც "გურია ნიუსს" წყარომ მიაწოდა. რა თქმა უნდა, უარყოფს თავად გამგებელიც და ამ თემაზე საუბრის ნაცვლად, სხვა საკითხებით დაინტერესებას გვირჩევს.

_ მკითხეთ სხვა რამე, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ... რაში იხარჯებოდა ფული არ გაინტერესებთ? მკითხეთ აიპი-ებზე, უაზროდ შექმნილ და გაბერილ შტატებზე, რომელსაც ჭირდება ოპტიმიზაცია და თანხების ეკონომია. ეს საქველმოქმედო ფონდი არაა, ეს არის ბიუჯეტის ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს საქმეს.

_ კარგით, მაშინ საქმეზე გკითხავთ. გაზეთში გამოქვეყნებულ ძველ მასალებს ვათვალიერებდი და თქვენი პოლიტიკური თანამებრძოლების კომენტარები ვნახე იმ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ახლა თქვენ ცალკე თათბირებს ატარებთ ხოლმე. მაგალითად, ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე, ვალია გირკელიძე, რომელსაც არჩევნების დროს ძალიან ერჩოდით, "ნაცმოძრაობის" კოორდინატორად მოიხსენიებდით და რომელთანაც ბევრი პრეტენზია ჰქონდა მოსახლეობასაც. ამ კომისიის მუშაობა თუ შეისწავლეთ?

_ კი, ბატონო, ბევრი კითხვის ნიშანია მაგ პიროვნებაზე და ლეგალიზაციის კომისიაზე.

_ აიპი-ების მსგავსად, აპირებთ თუ არა ამ კომისიის საქმიანობის შესწავლას?

_ იმიტომ არსებობს სამართალდამცველები, იმიტომ არსებობს პროკურატურა, რომ მაგათ შეისწავლონ, თუ რამეა. რა ვიცი ახლა, მე ვარ მენეჯერი. მაგალითად, მივადექით ერთ საკითხს ექადიის მიწებთან დაკავშირებით და ჩვეულებრივად, არც აუქციონზე გავიდა, არც არაფერი, დაბრუნდა ისევ უკან, როგორც იყო...

მე დავინიშნე 10 დეკემბერს და იცით, რომ რაიონს უამრავი პრობლემა ჰქონდა. მე იმაზეც შემიძლია გიპასუხოთ, რა დამხვდა ნაციონალური მოძრაობის ნაბურჯგნი ბიუჯეტიდან და ერთი თეთრი თუ იყო საერთოდ. ერთი ხელის მოსმით, ვერც ვერავის დავშლით და ვერც ვერაფერს ავაწყობთ, ხო? ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, საქმე, შედეგები... საქმემან შენმამ გამოგაჩინოსო, ხომ გაგიგიათ თქვენ?

_ კი გამიგია, ბატონო კოტე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი და საზოგადოებითვის საინტერესო საქმე, რაც თქვენ გიკავშირდებათ ამ ბოლო დროს, ის ინციდენტია, რომელზეც პოლიციაშია საქმე აღძრული.

_ კარგით რა, ვიღაცამ ორ კაცთან რაღაცა თქვა, გავარდა ხმა, გამოვარდა... ვიღაცამ ხმალი იშიშვლა, აქეთ ბესო მელუა... საქმე, საქმე, სოფლის მეურნეობა, წყალი კანალიზაცია, მილები, არხები, გაჭირვებული ხალხის გვერდით დგომა, ამაზე დამელაპარეკეთ და ნებისმიერ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ეგ ისეთი ამბავია, "ტაშტი გატყდა, ხმა გავარდაო"... ხომ გაგიგონიათ?

_ მაშინ, მაინც იმ კითხვას დაგისვამთ, რაც მე მაინტერესებს. ბესო მელუა ახსენეთ, კი მაგრამ არჩევნების დროს, თქვენ ბესო მელუა, ნესტორ რამიშვილი, ერთად არ იყავით? ერთ საქმეს არ ემსახურებოდით?

_ ვინ გითხრათ, რაის ნესტორი, რაის მელუა, მაი ხალხი თავიდანვე ჩემგან შორს! მასე ყველას შეუძლია, ვიღაცამ რაღაცა თქვას. მასე, ჯონდი ბაღათურიამ წლის შემაჯამებელ სხდომაზე სააკაშვილი გააქცია პარლამენტიდან, ხომ გახსოვთ? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბატონ ბიძინას ჯონდი მიეღო თავის პარტიაში. არ მიუღია, ამ კაცს აქვს თავისი ხედვა. მასე ყველა ხმალაობს, იგივე კახა კუკავა, ყველას რაღაც ამბიცია აქვს, მაგრამ კოალიციას ჰყავს მისი ხალხი...

მაგეებისთვის არ მცალია, ათასი საქმე მაქვს საკეთებელი, მაგენს საქმეზე რომ დაელაპარაკო, "პრაფანები" არიან, არაფერი არ იციან. მაგენმა უნდა იყვირონ და გამოჩნდნენ ტელევიზორში...

უამრავი საქმეა, აგერ მილიონიანი ფონდი, რომლის გაწერები დაიწყება, ეს ხალხი დასასაქმებელია და თუ არ გაკეთდა, საქმე წინ ვერ წავა. რა თქმა უნდა, მე კი მივიყვან ამ საქმეს ოზურგეთში წინ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ავყვები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას ფერხულში, მაგრამ მე ვინც წინ გადამიდგება ამ საკითხების მოგვარებაში და ხელს შემიშლის, ვინც არ უნდა იყოს, მის თავს დააბრალოს! მომეხმაროს ყველა, ხომ გაგიგონიათ, "დავაიწე რებიატა, ჟიც დრუჟნო!" მოდით ერთად, საქმე გავაკეთოთ და ჩასაფრებული პოზიცია ვისაც უნდა, იმას ჰქონდეს. მოხმარება მჭირდება, მართლა გეუბნებით, მოხმარება მჭირდება!

_ ვისი მოხმარება გჭირდებათ?

_ აგერ ტიფო მიქატაძეს (ასევე თანამებრძოლი არჩევნების დროს. ავტ.) შევთავაზე, მოდი აგერ მოადგილედ სოფლის მეურნეობის დარგში-თქო და უარი მითხრა, შოთა გოგიბერიძეს ვუთხარი _ უარი მითხრა და ასე არაა რა! ეს სკამი ერთია და ქი დავჯექი ამ სკამზე ჩემი შრომით და ჩემი ხედვით...

_ ბატონო კოტე, თქვენი საუბრიდან რა გამოდის, რომ ყველა ამ სკამისთვის იბრძოდით? აბა, იდეებიო?

_ მე სკამი მჭირდება საქმის გასაკეთებლად, თორემ კაბინეტი 15 წლის წინ მქონდა მე, გამგებელი ვიყავი ახალგაზრდა ბიჭი და გუბერნატორის მოადგილე. სამი მანქანა "გარაჟში" მიყენია, ერთი "დაჩა" მაქვს ბახმაროში მამაპაპური და მე არაფერი არ მჭირდება. მე მინდა საქმე, საქმე მჭირდება! თავს არ ვიქებ, მაგრამ ეს საქმით ჩანს ასე. მინდა, სწორად იყოს ყველაფერი დანახული. 32 კაციდან 30-მა დამიჭირა მხარი და მეტი რა ვქნა ახლა?! ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, არავის არ ებრძვის, მინდა საქმე, საქმე ლაპარაკის ნაცვლად!

_ ეგ ხომ "ნაციონალური მოძრაობის" სლოგანია?! მოგწონთ ეტყობა, ისე ხშირად იმეორებთ.

_ მომწონს, რა თქმა უნდა, კარგია! შეიძლება ჩემს თანაგუნდელებს არ მოსწონდეს, მაგრამ მე პირდაპირ გეუბნებით, ძალიან მაგარი რაღაცაა _ "საქმე ლაპარაკის ნაცვლად!" პირველ რიგში საქმე, პატარა ლაპარაკი, ბევრი საქმე!




 ახალი ამბები
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...