"არა მგონია, "ქართული ოცნებისთვის" უგულავას დაპატიმრება პოლიტიკურად მომგებიანი იყოს"

პოლიტიკა

"არა მგონია, "ქართული ოცნებისთვის" უგულავას დაპატიმრება პოლიტიკურად მომგებიანი იყოს"

24 თებ. 2013, 13:13:33

_ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ ჩანს პარტია "მომავალი საქართველო," ტაიმ-აუტი აიღეთ?

_  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოგეხსენებათ გაიმარჯვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ," რის შედეგადაც პრაქტიკულად მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ვინაიდან ახალი ხელისუფლება მოვიდა, მათთვის გარკვეული დრო უნდა მიგვეცა, რათა დაგვენახა, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ ისინი, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევწყვიტეთ დროებით ახალი ხელისუფლების ოპონირება.

_ როგორც არასაპარლამენტო ოპოზიცია, როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს?

_ სამწუხაროდ არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, პირიქით ბევრი თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა, ხელისუფლება ძირითადად დაკავებულია ეგრეთწოდებული სამართლიანობის აღდგენით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამასაც ვერ ახერხებენ ეფექტურად.  მე ასევე შეშფოთებული ვარ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რის საფუძველზეც ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს. თავის დროზე,  როდესაც სააკაშვილმა ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ამას მოჰყვა ქართული საზოგადოების და მათ შორის ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ამ ადამიანების სამართლიანი გულისწყრომა, რამაც სააკაშვილის ხელისუფლება იძულებული გახადა შეეწყვიტა თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები, თუმცა მეჩეთის აშენების საკითხი წარმატებით დააგვირგვინა ბიძინა ივანიშვილმა ისე, რომ  ეს არ შეუთანხმებიათ საპატრიარქოსთვის.

მე ვსვამ კითხვას, _ სად არიან ახლა ის ადამიანები, ვინც გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა მეჩეთის აშენებას, რატომ არ იღებენ ხმას?  აბსოლუტურად არაფერი არ კეთდება მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის  გაუმჯობესების კუთხით, მაშინ როდესაც ჩვენი საზოგადოება უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. ხალხის მთავარი დაკვეთა იყო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც  სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.  ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, "ქართულ ოცნებასა"  და "ნაციონალურ მოძრაობას"  შორის კოჰაბიტაცია ვერ შედგა.  ფაქტი სახეზეა, რომ დღეს ბრძოლა მიდის  ორ ძალას შორის, თუ რომელი ძალა განახორციელებს თბილისზე პოლიტიკურ კონტროლს, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები საეჭვო ვითარებაში ტოვებენ "ნაციონალურ მოძრაობას."  ხელისუფლება ცდილობს, პარლამენტში მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო დედაქალაქის საკრებულოში _ უბრალოდ უმრავლესობა.  ამ ფონზე, გიგი უგულავას უყენებენ ბრალს, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში"  არიან წმინდანები, მაგრამ ვფიქრობ სამართალდამცავების მხრიდან მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რომ საზოგადოებამ ნათლად გაარჩიოს პოლიტიკურ ზეწოლასთან გვაქვს საქმე თუ სამართლიანობის აღდგენასთან.

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ დღეს ფრონტის ხაზი მერიაზე გადის და ამის გამო დანიშნეს ვანო მერაბიშვილი მერის მოადგილედ. მათ მიაჩნიათ, რომ მერაბიშვილი ძლიერი ფიგურაა და შეძლებს  მერიაში პროცესების სწორად წარმართვას. მეორე საკითხია  საზოგადოება მიიღებს თუ არა მერაბიშვილს მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული და სწორად მერაბიშვილი იყო მაშინ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.  რაც შეეხება უგულავას, მე ვფიქრობ "ქართულმა ოცნებამ" თავისი საქმე გააკეთა და მერს ბრალი წაუყენა, არ მგონია პოლიტიკურად მათთვის მომგებიანი აღმოჩნდეს უგულავას დაპატიმრება.  აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლას არ წყვეტს  და ისინი სერიოზულად ემზადებიან.  ყველაზე რთული პერიოდი,  ჩემი აზრით, იქნება 19 აპრილამდე დარჩენილი დრო.  ორივე პოლიტიკურმა ძალამ კარგად იცის,  რომ მათი ასე თანაცხოვრება ვერ  გაგრძელდება, მე ვფიქრობ უახლოეს ხანში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა გველის.  ვნახოთ, ალბათ ნაციონალები ელოდებიან 19 აპრილს გამოვა თუ არა ხალხი მათ მიტინგზე,  რის შემდგომ, თუ მათ დაინახეს,  რომ ხალხი მათ ისევ უსმენს, უკვე არ არის გამორიცხული, მთავრობის და პარლამენტის დათხოვნა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

–შუალედურ არჩევნებში ხომ არ გეგმავთ მონაწილეობას?

–შექმნილი ქვეყანაში პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, შუალედურ არჩევნებში  მონაწილეობას არ მივიღებთ, სახვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები რათა ჯანსაღი ოპონირება გაუწიოთ ხელისუფლებას.

ეხლა გვაქვს შიდა პარტიული სამუშაოები, ვაძლიერებთ სტრუქტურულ ერთეულებს, მათ შორის ვქმნით რეგიონალურ ორგანიზაციებს, რის შემდგომ პარტია მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ჩასატარებელ ყველა დონის არჩევნებში.




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...