ლაშა ჟვანიას განცხადება "ღია ეთერში" ბენდუქიძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე

პოლიტიკა

ლაშა ჟვანიას განცხადება "ღია ეთერში" ბენდუქიძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე

2013 მარ 9 02:06:15

"გადაცემა "ღია ეთერი"-ში ბენდუქიძის მიერ ჩემზე მოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გადაცემიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, იმ ტელემაყურებლებისთვის, რომლებიც ბენდუქიძის შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ ჩემთვის გადაცემის წამყვანის მიერ კომენტარის საშუალების არ მოცემის გამო აღშფოთდნენ, ამეხსნა, რომ ასეთი საშუალება შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი ვთქვი, რასაც ჩემთვის ასეთ შემთხვევებში ბევრი ფაქტორი განაპირობებს:
_ მე ვარ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, მიწვეული ვიყავი ამ სტატუსით და ჩემი ქმედების მიღმა ჩემი სულიერი მამა, მისი უწმიდესობაა;
_ ბენდუქიძისთვის ამ ტელეეთერით პასუხი რომ გამეცა, ბენდუქიძე მიაღწევდა - მიზანს, უაზრო კამათში გადაეყვანა ტელე-დებატები;
_ ოპონენტს პასუხი რომ გასცე შეურაცხყოფაზე, მას შენი პასუხის, სულ ცოტა ღირსად უნდა თვლიდე;
_ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც მისმენდნენ და მიყურებდნენ და მათ არ ვაკადრებდი იმის მოსმენას, რასაც ბენდუქიძესა და მის და-ძმაზე ვფიქრობ;
_ჩემს მიმართ პირადმა შეურაცხოფამ ყველას დაანახა, რომ ბენდუქიძეს არგუმენტები არ ჰქონდა ჩემს ნათქვამზე და მისი გამოხტომა თავად კომენტარი იყო. მე ჩემი პასუხით მხოლოდ გავაუბრალოებდი;
და ბოლოს, ბენდუქიძეს ვერ მოუნელებია და კიდევ დიდხანს ვერ მოინელებს:

_ რომ ჩემი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნისთანავე მმართველი ელიტის ნების საწინააღმდეგოდ თანამდებობებიდან გავათავისუფლე ეკონომიკის სამინისტროში ჩანერგილი მის მიერ მართული (აქ ბენდუქიძის ლექსიკას, სურვილის მიუხედავად, ვერ ვიხმარ) კადრები;
_ ასევე, ის რომ დავბლოკე მის მიერ ლობირებული კომპანიებზე უზარმაზარი სატყეო მასივების მიყიდვის პროცესი;
_ ის, რომ ვეწინააღმდეგებოდი ლომოურის ინსტიტუტის კუთვნილი მიწების მის კომპანიაზე მიყიდვას და ეს მიწები თავად სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა თხოვნით გადავეცი საპატრიარქოს, მაგრამ მან მაინც მიაღწია ამ მიწების მითვისება; საეჭვოა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ამ მიწებთან დაკავშირებით
ბენდუქიძის კომპანიას ვალდებულებების შესრულება გაუხანგრძლივა და იმედი მაქვს ამ საკითხით სამართალდამცავები დაინტერესდებიან.

ასევე ის, რომ 2009 წლის მარტში სააკაშვილს დაბეჯითებით მოვთხოვე, მოქალაქე ბენდუქიძისთვის დაეტოვებინებინა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში უკანონოდ დაკავებული კაბინეტი, რომელსაც ის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც იკავებდა და ეს იყო იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კერძო პირებზე უკანონოდ მინიჭებული პრივილეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავდგებოდი. მაშინ სააკაშვილმა ჩემი თანდასწრებით გასცა ბრძანება, რომ ბენდუქიძისთვის სახელმწიფო კანცელარიაში ოთახით სარგებლობა შეეჩერებინათ!
PS. ისე, ფაკულტატურად, გადაცემის წამყვანის მხრიდან თუ ჩემთვის არა, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას ველოდი!" _ წერს ლაშა ჟვანია.

შეგახსენებთ, რომ დებატებში ბენდუქიძემ ლაშა ჟვანია უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...