"ერისიონი" _ ლეგენდა თუ ღალატი

პოლიტიკა

"ერისიონი" _ ლეგენდა თუ ღალატი

2013 მარ 10 17:13:18

10 მარტს, მოსკოვში, კრემლის საკონცერტო დარბაზში, "ერისიონი" დასკვნით კონცერტს ჩაატარებს.

ამ ტურნეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. საზოგადოების ერთმა ნაწილმა სასტიკად დაგმო "ერისიონის" გადაწყვეტილება რუსეთში გამგზავრების შესახებ, მეორე ნაწილი კი მოღალატეობრივს ვერ ხედავს იმაში, თუ ქართული კულტურა კიდევ ერთხელ იტყვის თავის სიტყვას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რას ფიქრობს საზოგადოება ამ კონცერტების შესახებ. ჩვენ სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანებს ერთი და იგივე კითხვა დავუსვით.

– რას ფიქრობთ "ერისიონის" საგასტროლე ტურნეს შესახებ _ უნდა წასულიყვნენ თუ არა? საზოგადოების ერთმა ნაწილმა ისინი ერის მოღალატეებად შერაცხა. როგორია თქვენი აზრი?

ნანა ხურითი, მსახიობი: "იმ კონცერტზე ქართველებიც იყვნენ, რუსებიც, ოსებიც და აფხაზებიც... დარბაზში "საქართველოს" ყვიროდნენ ქართველები და არაქართველები. მე პირადად ეს უფრო ქართულ საქციელად მიმაჩნია, ვიდრე ,,გაბუტვა,,." ერისიონმა" დაიპყრო რუსეთი. ეს არის ჩემი შეფასება."

ბენჯი ჩხაიძე, პოეტი: "მართლა არ მომეწონა. იმ ხალხს ვართობთ, რომელიც საჯიშე ქართველებს გვიხოცავდა და დღესაც გრძელდება ეს ომი. კრემლში ცეკვა, ვფიქრობ, ქვეყნის ღალატია და სამშობლოსთვის შეწირულთა სულის შეურაცხყოფა! ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც მათ მოღალატეები უწოდა. ეს არამარტო ღალატია, ეს არის იმ ვაჟკაცთა სულების შეურაცხყოფაც, რომელთა განადგურების გეგმა იქ იწერებოდა, სადაც "ერისიონმა" ტაშ-ფანდური გამართა!

დავით კიკვაძე, იურისტი: "ერთადერთი საკითხი, რაშიც არ შემიძლია დარწმუნებული ვიყო ჩემს სიმართლეში, არის რუსეთი! ეს ქვეყანა არაპროგნოზირებადია.დრო გვიჩვენებს.მოღალატეებად მოხსენიება ზედმეტია. ასე ნებისმიერ ქართველს შემიძლია დავწამო ცილი და მივაწებო მოღალატის იარლიყი. ჩემს უსაყვარლეს მეფე ერეკლე მეორესაც აბრალებენ მოღალატეობას. კიდევ ვიმეორებ _ ეს ძალიან რთული საკითხია. პოეტის პერიფრაზი რომ გავაკეთო ასე ვიტყოდი – ეს ის საკითხია, სადაც საქმისათვის "ზოგჯერ ცეკვა ჯობს არაცეკვას, ზოგჯერ ცეკვით დაშავდების". რაც შეეხება მოღალატეობას, ხელოვანი მაინც უნდა დაინდოს კაცმა .არის ამაში რაღაცა ცუდი, მაგრამ ცოდვა-მადლი ხომ იზომება? რომელი გადასწონის და რომელი იქნება სარგო ქვეყნისთვის, მომავალში გამოჩნდება."

ზაზა სვანიძე, რეჟისორი: "ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ბევრს ვფიქრობ იმაზე, უნდა იცეკვონ თუ არა ქართულმა ანსამბლებმა რუსეთში? ყოველთვის ამ ფიქრის დროს ვხედავ ანწუხელიძეს და მერე დოლის რითმზე მოცეკვავე გოგო-ბიჭებს. არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, გაორებული ვარ. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, მოღალატეები არიანო, მეორე კი – კულტურა უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკიდანო. გამოკვეთილი პასუხი არ მაქვს, მაგრამ რუსეთის ქალაქების სცენებზე მოცეკვავე "ერისიონის" კადრებს და ნაწამები ქართველი გმირის კადრებს ვერ ვამონტაჟებ ჩემს გონებაში."

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: "საზოგადოება ძალიან დაუნდობელია ხელოვანი ადამიანების მიმართ და ჩემს პროტესტს იწვევს, როდესაც მათ თვითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ. დიახ, აუცილებლად უნდა წასულიყვნენ. რომ მიმიწვიონ, მეც დიდი სიამოვნებით წავალ ჩემი პროექტებით."

გიორგი ედიშერაშვილი, ჟურნალისტი: "ჩემი აზრით, არ შეიძლება ნახევრად პრინციპულ მდგომარეობაში ყოფნა. ვგულისხმობ იმას, რომ თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, თუ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების გზას ვხედავთ არა რუსეთის მიმართ კონფრონტაციული მიდგომებით, არამედ კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების დათბობით, მაშინ ნება ვიბოძოთ და მსგავს შემთხვევებს ნუ მოვნათლავთ ქვეყნის ღალატად. აქ მთავარი სახელმწიფოს ინტერესებია, რომელიც ასევე შეიძლება გულისხმობდეს პრინციპულ მიდგომებს ჩრდილო მეზობლის მიმართ. ასეთ შემთხვევაში არც "ერისიონმა" უნდა იცეკვოს მოსკოვში და არც ქართული ღვინო უნდა გავიდეს რუსეთის ბაზარზე. როცა ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის არაკომფრონტაციული ფორმა აირჩია, რატომ ვავალდებულებთ აპოლიტიკურ, შემოქმედებით ჯგუფს, რომ პრინციპულობა შეინარჩუნოს? "ერისიონი" არის ანსამბლი, რომელმაც წლების წინ ევროპას ალპებში გადაღებული კლიპით _ ,,შატილის ასულო’’, აჩვენა, თუ რა შეუძლია ქართულ კულტურას. მაშინ ეს ხალხი ქართველებმა გმირებად შერაცხეს, დღე იგივე ადამიანები მათ მოღალატეებად მოიხსენიებენ."

თენგო ცაგურია, ინჟინერი: "უნდა წასულიყვნენ. "ერისიონის" ყველა წევრი გმირია. ვინც მათ მოღალატეებად იხსენიებენ, თვითონ არიან მოღალატეები და გამყიდველები."

გიორგი დევნოზაშვილი, სამოქალაქო სექტორი: "ერისიონი" არის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. მათი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია გასტროლებზე სიარული და კონცერტების ჩატარება. რა დაშავდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციაში ჩავიდნენ? არც არაფერი! "ერისიონის" წევრებმა კიდევ ერთხელ დაანახეს რუსეთს ქართული გენია, აიძულა ისინი ფეხზედამდგრებს ქართველებისთვის ტაში დაეკრათ და "საქართველო" ეძახათ.

მარიამ გოგატიშვილი, ჟურნალისტი: "კულტურული ღონისძიებების პოლიტიკასთან გაიგივება დიდი სისულელეა. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ პოლიტიკური უმცირესობის სალაპარაკო თემაა. ოდესღაც ხომ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა, ხომ არ შეიძლება მეზობელთან სულ დაძაბული ვითარებაში ცხოვრება?! ქართულ ცეკვაზე გიჟდება მთელი მსოფლიო. დიახ, უნდა წასულიყვნენ და კიდევ ერთხელ დაენახვებინათ რუსეთისთვის, რომ საქართველო მაინც ძლიერად დგას და შეუძლია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციაა, თორემ რა კონცერტი სად გაიმართება, რა მნიშვნელობა აქვს? ამის გამო მოღალატე უწოდო ადამიანს, ეს უკვე დანაშაულია. იმას რატომ არ ამბობენ, რუსები აღფრთოვანებულები რომ იძახდნენ, საქართველოს გაუმარჯოსო? და კიდევ ერთი _ მოსკოვში ხომ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები? რა, გამარჯობა აღარ ვუთხრათ და ქართული კულტურაც წავართვათ? იმ კონცერტებზე რამდენი მონატრების ცრემლი კიაფობდა იქაური ქართველების თვალებში!"

"გურია ნიუსი" აუცილებლად გაესაუბრება საქართველოში დაბრუნებული "ერისიონის" წევრებს და მათი განცდების და ემოციების შესახებ მოგიყვებათ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...