"ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ!"

პოლიტიკა

"ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ!"

31 მარ. 2011, 19:14:26

2 მაისს, "სახალხო კრება" გამოაცხადებს სამოქმედო გეგმას. როგორ შევა მათი ხმა საქართველოს ყველა ოჯახში?! ამ ამოცანის შესასრულებლად სათავო ოფისში რეგიონული მედიის ჟურნალისტებს უმასპინძლეს. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ რეგიონული მედია ბევრად ობიექტურია, ვიდრე ცენტრალური არხები.

 

_ ჩვენი მიზანია "სახალხო კრების" ხმა მიაწვდინოთ საზოგადოებას. ცენტრალური არხები ან სრულ ბლოკადას გვიცხადებენ, ან ისე აშუქებენ მოვლენებს, არა თუ საზოგადოება, ჩვენ თვითონ ვერ ვიგებთ ვერაფერს. დღეს გეტყვით, თუ როგორ ვაფასებთ მოვლენებს. ჩვენ მზად ვართ უწყვეტ რეჟიმში ვითანამშრომლოთ თქვენთან.

ხელისუფლება ცდილობს, ხალხს ჩაუნერგოს, რომ "სახალხო კრება" არის კიდევ ერთი ჩვეულებრივი რგოლი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. თუმცა, ეს არის უნიკალური შეკრება, რომლის სათავეშია მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, საზოგადო მოღვაწეები: ელიზბარ ჯაველიძე, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე, სპორტსმენი ლუკა კურტანიძე. თავიანთ პროფესიებში თუ რამის მიღწევა შეიძლებოდა, ამ ადამიანებს უკვე მიღწეული აქვთ. ამბობენ, რომ ჩვენ რევანშისტები ვართ, მივტირით წარსულს. თუ იმ წარსულზეა საუბარი, როცა ქალი ქალს ჰგავდა და კაცის სიტყვას ფასი ჰქონდა, ნამდვილად მივტირით. სირცხვილია, როცა გია ბურჯანაძეს დააკავებ მარტო იმიტომ, რომ ის მივიდა აქციაზე, სადაც სოლიდარობა გამოხატა პატიმრების ოჯახების მიმართ. სასამართლოზე ხელისუფლებამ დაინახა, თუ როგორი მობილიზებულები ვიყავით. ღამის სამ საათამდე არ ვიცოდით, სად ჰყავდათ დაკავებულები. ეძებდნენ ადვოკატებიც.

_ რატომ არის ადვოკატის ინსტიტუტი ნომინალური უფლებების მქონე?

_ ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა შემაშფოთებელი ციფრები გამაცნო _ ბოლო 7 წლის მანძილზე, დაპატიმრებულია 111 ადვოკატი. კომუნისტური მმართველობის დროს, 70 წლის განმავლობაში, დაკავებული იყო 80 ადვოკატი. მსოფლიო ადვოკატთა ასოციაციამ დაწერა დასკვნა, რომ საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტს დევნიან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი.

_ რატომ გადაწყვიტეთ ხელისუფლების მიმართ იყოთ ასეთი კატეგორიულები?

_ "სახალხო კრებაში" რომელს გვეტყობა, რომ რევოლუციის ჟინი გვქონდეს?! ამერიკის ელჩმა სომხეთში თქვა: "პატრიოტიზმი არ ნიშნავს შენი ხელისუფლების მორჩილებას. უნდა ემსახურო ხალხს." სამწუხაროდ, ხელისუფლება სხვა შანსს არ გვიტოვებს _ არ შეიძლება გყავდეს ამდენი უკანონო პატიმარი; ზარებით წყდებოდეს, თუ ვინ დაიჭირო; საზოგადოება აცხოვრო უკიდურეს სიღარიბეში. ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში შეძლოს თავისუფალი არჩევნის გაკეთება. დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ხომ ყველამ ვიცით, რა ციფრები დაჯდება?! ერთადერთი არ ვიცით ის, რომელი ოპოზიციური პარტია გამოიჩენს მეტ "მარიფათს" და უკეთესად რომელი გაურიგდება ხელისუფლებას. თუ მმართველი გუნდი დაგვანახებს, რომ ხსნის დემოკრატიულ გზას, არავინ რევოლუციაზე არ იფიქრებს, მაგრამ ამის ნაკლებად მჯერა.

2 მაისს, ჩვენ გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას, რომლის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, საზოგადოება როგორ დაიცავს საკუთარ ღირსებას. თუ ბევრნი ვიქნებით, ხელისუფლება ვერ გაბედავს ტყვიის გასროლას. ამის მაგალითია ლიბია _ მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, როცა უიარაღო ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა. აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ როცა ხალხი ღირსებას იცავს, მას პატივს სცემს ყველა, შინ და გარეთ. თუ ქართველები დაველოდებით, რომ სხვამ იზრუნოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე, გულხელდაკრეფილი უნდა ვიყოთ და მთელი მსოფლიო გვემსახურებოდეს, არაფერი არ გამოვა.

დღეს, ხელისუფლება არ არის იმ მდგომარეობაში, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის იგნორირება მოახდინოს. დასავლეთი ყველა მოვლენას ყურადღებით ადევნებს თვალყურს. შეგახსენებთ აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებს; "მე ვიქნები პრესის დამცველი!" ეს გზავნილი თქვენს მიმართ ძალიან დიდი სტიმულია. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ მთელი სიმძიმე გადაგვაქვს ხალხზე _ თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. უბრალოდ, მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე, პროცესებს არ ექნება ლეგიტიმაცია. თუ ვიტყვით, რომ ხომ ვიდექით სამი თვე და ახლა 30 წელი ხმა არ უნდა ამოვიღოთ, ალოგიკურია _ მანამდე უნდა ვიბრძოლოთ, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ.

_ ხალხი აღარ ენდობა ოპოზიციას.

_ რა თქმა უნდა, ამას აქვს ობიექტური მიზეზი. მათ დანერგეს ნიჰილიზმი _ სამებიდან და იპოდრომიდან ხან საით წაიყვანეს ხალხი და ხან _ საით. ჩვენი ორგანიზაცია არანაირ გარიგებაზე არ წავა ხელისუფლებასთან, არ მივატოვებთ ხალხს. თუ ქუდზე კაცი გამოვა, ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!




 ახალი ამბები
  • კონჭკათში მეწყერმა მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გადასაადგილებლად მთელი სოფლის მაცხოვრებლები იყენებენ, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში ... ...
  • ეპიდვითარება სვანეთში და გაფრთხილება ქობულეთში მყოფ ადამიანებსმესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს" სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში" დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს". გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • „ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით, სოფელი გააძლიერეთ“ - მანანა თოდაძემომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდებს სოფლებში დაბრუნდნენ.  „ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“,_ ამბობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...