ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის კრებების მოულოდნელ მონიტორინგს ჩაატარებს

პოლიტიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის კრებების მოულოდნელ მონიტორინგს ჩაატარებს

2013 მარ 22 16:26:48

_ უშუალო წარმომადგენლები ჩავლენ კონკრეტულ სოფლებში და განახორციელებენ უშუალო დაკვირვებას, - განაცხადა ჩვენთან  სატელეფონო საუბარში  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ოთარ კონჯარიამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ "სოფლის მხარდამჭერი" პროგრამის არაეფექტურად გახორციელების მიზეზი   ის იყო, რომ არ ტარდებოდა შესაბამისი სოფლის კრებები, სადაც მოსახლეობა თავის მიერ წამოყენებულ  იმ პროგრამებს დააყენებდა პრიორიტეტულ საკითხებად, რაც სოფლისთვის იყო საჭირო.

ოთარ კონჯარია: _  სოფელში ხდებოდა  ის, რომ ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანის ან გარკვეული ჯგუფების მიერ ხდებოდა პრიორიტეტების დასახვა და მათი განხორციელება. ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი მიზანი არის, პრიორიტეტები წამოსული იყოს სოფლის მოსახლეობის მხრიდან და ამ შემთხვევაში მთავარი როლი ენიჭება სოფლის კრებებს. სოფლის კრებები რამდენად რეალურად ჩატარდება, ამის ზედამხედველობას და კონტროლს განახორციელებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. როდის, რომელ სოფელში, რომელ საათზე ჩატარდება კრება, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. მოულოდნელად, შერჩევითი წესით ძალიან ბევრგან ვაპირებთ, ჩავიდეთ და ვნახოთ, რამდენად დაესწრო ამ კრებებს მოსახლეობა და ინფორმირებული თუ იყო კრების თაობაზე, რამდენად იყო მათი საჭიროებები და მათი დაყენებული პრიორიტეტები გათვალისწინებული.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურში 633 600 ლარი, ლანჩხუთში 838 400 ლარი და ოზურგეთში კი 1 384 000 ლარი არის გამოყოფილი. ოთარ კონჯარიას თქმით, პროექტის გახორციელება, სავარაუდოდ, ივნისის თვეში დაიწყება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ამბობს, რომ ხალხი რასაც აირჩევს, ის გაკეთდება: - ჩვენ ხალხს ვაძლევთ იმის უფლებას, რომ გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს ამ პროგრამით და ჩვენ შემსრულებელი ვართ. ადამიანების ჯგუფები როდესაც ჩამოყალიბდებიან და იტყვიან, რომ ეს უნდა გაკეთდეს სოფელში და ამას დაერტყმება ბეჭედი, აუცილებლად გაკეთდება არჩეული პროექტი და საქმე მივა ბოლომდე, - განაცხადა კოტე შარაშენიძემ.

2013 წელს პირველი სოფლის კრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში ჩატარდა.  აქ ორ უბანში ძირითადი პრიორიტეტები გამოიკვეთა. რაც შეეხება მესამე უბანს (ვაკეს),  ხალხის სიმცირის გამო, კრება აპრილის დასაწყისში გადაიდო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის ინფორმაციით, სოფლის კრებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 აპრილამდე გაგრძელდება.

_ სოფელ შრომის და სოფელ მთისპირის ორ უბანში, ხალხის სიმცირის გამო, არ შედგა კრება. მე პირადად სოფელ შრომაში დავესწარი კრებას და მოსახლეობამ რამდენიმე პრიორიტეტი წამოსწია წინ: შიდა გზების მოწესრიგება, საყანე ფართობამდე მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოები და სასაფლაოს შემოღობვა, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.




 ახალი ამბები
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...
  • ძლიერი ქარი და ყინვა_უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,24 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 25-27 იანავარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 24 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 ... ...
  • თოვს იმერეთშიც:პატარა დემეს იმერული სტუმარმასპინძლობა თოვლი მოვიდა იმერეთში -  ხონის რაიონის მთიან სოფლებს ნანატრი სტუმარი გუშინ  ეწვია. -წუხელაც   თოვდა.  ამ დილით გადაიღო,  მე და ჩემმა ცოცხალმა ბაბუამ   ეზოში  თოვლის ბაბუა დავდგით.  ყოჩივარდაც ვიპოვე,  თოვლის ბაბუასთვის მიმქონდა, მაგრამ ჩემმა ბაბუმ, ყვავილი  ბებოს წაუღეო, მითხრა _  ასე გვეხმიანება  6  წლის  დემე ჩაგუნავა იმერეთიდან. ... ...
  • ცოტა, მაგრამ პირველი თოვლი - თეთრი ოზურგეთი და მისი შემოგარენიდღეს, არც ისე ბევრი, მაგრამ პირველი თოვლი მოვიდა ოზურგეთში. მის შემოგარენსა და სოფლებში თოვლის საფარი უფრო დიდია. ამ წუთებში წვიმასა და ხოშკაკალს  ერთმანეთში ურევს დედაბუნება. როგორც იტყვიან, თოვლჭყაპია! ეს ერთი და კიდევ მრავალი _ თოვლი გვენატრება ... ...
  • უწყება ბავშვთა ნახატების კონკურსს აცხადებსვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს ბავშვთა ნახატების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 5-დან 16 წლამდე ასაკის შვილები და შვილიშვილები.   კონკურსი 1 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესო ნახატებს (როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარეც, ომის ვეტერანი, მხატვარი, გიგა არველაძეა. გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბრენდირებულ სასაჩუქრე კატალოგში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  info@veterans.gov.ge, ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks კონკურსში მონაწილეობის მიღება ავტომატურად გულისხმობს ავტორთა თანხმობას, მათი ნამუშევრების კატალოგში განთავსების თაობაზე, ნახატის ავტორის სახელის, გვარისა და ასაკის მითითებით. კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა შემდგომში ნახატების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მისამართზე: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა. საკონკურსო ნაშრომს თან დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის დაბადების მოწმობა, ვეტერანი ოჯახის წევრის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები (მობილური და სახლის). ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...