"დემოკრატია ლიბერალიზმის გარეშე სიკეთე კი არა, შესაძლოა ბოროტებაც იყოს“

პოლიტიკა

"დემოკრატია ლიბერალიზმის გარეშე სიკეთე კი არა, შესაძლოა ბოროტებაც იყოს“

2013 მარ 22 17:34:46

მან "გურია ნიუსს" წერილი გამოუგზავნა, რომელშიც მოტანილი აქვს არგუმენტები, თუ რატომ მიიჩნევს ამ ცვლილებებს ნაადრევად. ავტორი მიუთითებს, რომ წერილი ეყრდნობა კანტის, მარქსის, ფუკუიამას და ფარიდ ზაქარიას შეხედულებებს:

_ გავეცანი საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს 2013-2014 წლებისთვის.

თავისთავად, ქვეყნის მოწყობის ეს პროექტი, შესაძლოა, მიუღებელი სულაც არ იყოს, თუმცა არსებულთან სერიოზული პრეტენზიები არ გამაჩნია. არ ვაპირებ პროექტის ავტორთან კამათს, მაგალითად, იმაზე, თუ რამდენად მართებულია დღეს არსებული ტერიტორიული ორგანოების გამსხვილება, რაიონის ადგილას რამდენიმე მუნიციპალიტეტის შექმნა; მუნიციპალური ერთეულების გაზრდის შემდეგ მოვიძიებთ თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებს; რა პრობლემები შეიქმნება, როდესაც სოფლის ადმინისტრაციული საზღვრები დაუდგენელია; ის, რომ ერთი სოფლის საძოვარი მეორე სოფლის ტერიტორიაზეა; რამდენად რეალურია პროექტში ჩადებული დაფინანსების წყაროები და ა.შ.

ამ ეტაპზე, თვითმმართველობაში ასეთი, ყოვლისმომცველი ცვლილებების შეტანა ნაადრევად მეჩვენება. ჩემი აზრით, ის იმ შედეგებს არ მოიტანს, რასაც მისგან ელიან. თუ რატომ, შევეცდები სათქმელი მოკლედ ჩამოვაყალიბო: ლიბერალური დემოკრატია და მისი შემადგენელი ნაწილი, ადგილობრივი თვითმმართველობები, არის კაპიტალისტური ( საბაზო ეკონომიკის) წარმოების პოლიტიკური ფორმა ანუ ლიბერალურ დემოკრატიას და იმას, რომ ადგილობრივი საკითხები ადგილობრივ დონეზე წყდებოდეს, ესაჭიროება ერთი მთავარი და შეუცვლელი პირობა ეკონომიკის განვითარების გარკვეული დონე. ამის გარეშე, ვერც ლიბერალური დემოკრატია ზოგადად და ვერც რეალური თვითმმართველობა ვერ იარსებებს, ვერ შეიძენენ თავის ნამდვილ შინაარსს. მათ ესაჭიროებათ ფესვი და საყრდენი ეკონომიკაში. დასავლეთში დემოკრატია ლიბერალური დემოკრატიის სინონიმი იყო. იგი არასოდეს დაიყვანებოდა მხოლოდ თავისუფალ არჩევნებზე. საზოგადოებაში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება ზევიდან, ხელოვნურად შეუძლებელია. ის ისტორიულად ამოიზრდება განვითარების ( როგორც ეკონომიკური ისე კულტურული და ეთნოფსიქოლოგიური) გარკვეულ ეტაპზე.

დემოკრატიული ლიბერალიზმის გარეშე სიკეთე კი არა, შესაძლოა, ბოროტებაც იყოს.

დემოკრატიულად არჩეული რეჟიმები ხშირად უგულებელყოფენ მათი ძალაუფლების კონსტიტუციურ საზღვრებს (მით უფრო, თუ მეორედაა არჩეული) და საკუთარ მოქალაქეებს ძირითად უფლებებსა თუ თავისუფლებას ართმევენ. არადა, თვითმმართველობის ახალ პროექტში აქცენტები და იმედები არჩევითობაზეა გადატანილი. მეოცე საუკუნემდე დასავლეთის სახელმწიფოთა უმრავლესობა ლიბერალური ავტოკრატი იყო. სრულფასოვან დემოკრატებად ისინი მხოლოდ 1940-იანი წლების მიწურულს ჩამოყალიბდნენ. ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ კონსტიტუციურ ლიბერალიზმს დემოკრატიასთან მივყავართ, მაგრამ დემოკრატის სახალხო პლებისციტს ანუ არჩევითობას კონსტიტუციურ ლიბერალიზმამდე არ მივყავართ.

დღეს საქართველოს პრობლემა თვითმმართველობაში (არჩეულში თუ დანიშნულში), მათი დამოუკიდებლობის და ქვეყნის დეცენტრალიზაციის დაბალ ხარისხში კი არ არის, არამედ გაჩანაგებულ ეკონომიკაში, ენერგიული, შრომისუნარიანი, ინიციატივიანი ადამიანების უცხოეთში გადინებაში და ა. შ.

დეცენტრალიზაცია კარგია, რეალური თვითმმართველობები კიდევ უკეთესი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმპორტირებული ფენომენი. ქვეყანა და საზოგადოება არ უნდა დავაწვინოთ "პროკრუსტეს სარეცელზე". თუნდაც ეს "სარეცელი" არჩევითი დემოკრატიის ზიზილ-პიპილოებით იყოს მორთული.

კარგა ხანია კამათია იმაზე, საპრეზიდენტო ქვეყანა იყოს საქართველო თუ საპარლამენტო. გავიხსენოთ ისიც, თუ რამდენი სხვადასხვა ფორმის თვითმმართველობა გვქონდა ამ ხნის მანძილზე. რეალობა კი ისაა, თუ ქვეყანაში არ არის კაპიტალიზმი, ბურჟუაზია და მთლიანი ეროვნული პროექტის მაღალი დონე, ანუ არ არის ლიბერალურ ეკონომიკაზე დაფუძნებული ლიბერალური პოლიტიკური მმართველობა, გინდა საპრეზიდენტო დაირქვი და გინდა საპარლამენტო, გინდა ქვეყნის დეცენტრალიზაცია განახორციელე და არჩეულ თვითმმართველობებს ჩააბარე ხელში, საბოლოოდ, უარეს შემთხვევაში, დაშლილი ქვეყანა, უკეთეს შემთხვევაში, კი აზიური დესპოტიის ნაირსახეობა შეგრჩება.

ავტორებმა წარმატებით დაამუშავეს რეფორმის იურდიულ-სამართლებრივი მხარე, მაგრამ ყურადღების მიღმა დატოვეს ეკონომიკური და სოციოლოგიური წინამძღვრები. რეფორმა ხომ სწორედ ეკონომიკური და სოციალური ვითარების იურიდიული ასახვაა?!

ზემო თქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, სანამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში არ მოხდება ძირეული გარდატეხა, გამომდინარე ყველა შედეგით, თვითმმართველობაში ასეთი ყოვლისმომცველი რეფორმის ჩატარება ზედმეტად, ხოლო მის გახორციელებაზე დახარჯული შრომა და სახსრები წყალში გადაყრილად მიმაჩნია.

პატივისცემით, ვახტანგ ზენაიშვილი




 ახალი ამბები
  • მასწავლებელთა გამოცდის შედეგების აპელაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები ცნობილია მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის შედეგების აპელაცისთვის განაცხადის შეტანის თარიღი ცნობილია. ამისთვის პედაგოგებს შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრი 3 დღეს აძლევს. საგამოცდო ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან 11 დეკემბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და naec.ge. საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ არჩევნის გაკეთების საშუალებას). საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.გაითვალისწინეთ: ორი (საგანი, პროფესიული უნარები) სააპელაციო განაცხადის  არსებობის შემთხვევაში, სისტემიდან გამოსვლის გარეშე უნდა შეავსოთ ორივე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ იგი.ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. წყარო: ... ...
  • მოუხადა თუ არა ბოდიში რუსეთს ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის გამო„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ღამის გამო,  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს. „არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. უკაცრავად,რომ საუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“_ განაცხადა ბურჯანაძემ. კოსაჩოვმა კი ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა. რუსული სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, ნინო ბურჯანაძის პრესსამსახური გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ბურჯანაძეს რუსეთში ბოდიში არავისთვის მოუხდია. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო, თუმცა, მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია,"_ნათქვამია განცხადებაში.  ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს, მართლმადიდებლური ასამბლეის გაძღოლა სცადა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ფაქტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა - აქცია ღამით სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა. აქციის დაშლისას არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ... ...
  • 9 კრიტერიუმი _ რა უნდა იცოდეს მასწავლებლებმა მაქსიმალური ქულის მისაღებადგარე დაკვირვების ჩატარების პროცესი უკვე დაწყებულია და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 4 166 პედაგოგი დარეგისტრირდა. მასწავლებლის შეფასება ხდება: გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას. რაც შეეხება სპორტის გაკვეთილის შეფასებას მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას. აღსანიშნავია ის, რომ გარე დაკვირვებისას ყურადღება მხოლოდ მოსწავლის მიერ საგნის კარგად ცოდნას ან კლასში დისციპლინას არ ექცევა, მასწავლებლის შეფასება ხდება კომპლექსურად, მათ შორის მოსწავლეებთან დამოკიდებულებისა თუ მიმართვის ფორმის, დროის სწორად გადანაწილების და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც. იმისთვის, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების პროცესი გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ, გარე დაკვირვების პროცესში გასათვალისწინებელ შეფასების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. დაკვირვების პროცესში ყურადღება ექცევა: კლასში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემოს არსებობას; კლასის მართვის პროცესს; სასწავლო რესურსის ეფექტიანი (მიზნობრივი) გამოყენება; მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობას; მოსწავლეებთან კომუნიკაციასა და ინსტრუქციები აქტივობებისთვის; სწავლების სტრატეგიებს; მოტივაციასა და ჩართულობას; სწავლების დროს შეფასების გამოყენებას; რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. გარე საგაკვეთილო შეფასების რუბრიკის დეტალური ინსტრუქცია მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შესახებ კანონშია გაწერილი. ბრძანების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, დოკუმენტში გარე დაკვირვების გაკვეთილის რუბრიკის შეფასება ოცდამეორე გვერდზეა მოცემული. წყარო: ... ...
  • დაპირისპირება ვაკიჯვარში ჰესის აშენების მომხრეებსა და მოწინააღმედეგეებს შორისდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ  ვაკიჯვარში, მდინარე  ნატანებზე ჰესის მშენებლობასთან  დაკავშირებით,  სოფლის მოსახლეობა ინვესტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისშივე გამოიკვეთა წინააღმდეგობა,  რაც დარბაზში მყოფ  ვაკიჯვრელთა შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და ურთიერთ  შეურაცხყოფაშიც  კი გადაიზარდა. ინვესტორის წარმომადგენლები, სოფლის მოსახლეობასთან, როგორც თავად  თქვეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ატარებდნენ. მათი განმარტებით, ჰესის აშენების შემთხვევაში, გარდა დასაქამებისა, ადგილობრივებს სთავაზობენ ინვესტირებას სოციალურ პროგრამებში, რაც სოლიდური ფულადი თანხით  იქნება გამოხატული.  გარდა ამისა, თუ  შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი,   250 ოჯახს გადაუხდიან 200 კილოვატ საათის დენის თანხას მანამ, სანამ ჰესი იარსებებს. თუმცა, ეს  ადგილობრივებმა  სარწმუნოდ არ მიიჩნიეს. ზოგმა ისიც თქვა,  ასეც რომ იყოს,  ჰესს მაინც არ ავაშენებინებთო.  _ ვინ მოგიწვიათ,  რატომ მოხვედით? არ გაგაჩანაგებინეთ, „რა არის ეს „სკოპინგი“ და გეზეშე“ ჯერ ეს აუხსენით ხალხს, თქვენთვის საუბრობთ?  _ ისმოდა ინვესტორის წარმომადგენელთა მისამართით. მოსახლეობის მომხრე-მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა. ბოლოს ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად,  დარბაზი დატოვა. _ვინც წინააღმდეგი ვართ, გავიდეთ, _ ამ მოწოდებაზე  დარბაზი ნახევრად დაიცალა. ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსი“ უახლოეს საგაზეთო სტატიაში ვრცლად ... ...
  • მთავრობის ბრძოლა გარემოს დამცველებთან2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო - ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივას“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით,  გარემოს დამცველთა დისკრედიტაციის მცდელობა იკვეთება.  კვლევა ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მათ შორის „Crude Accountability-მ“, რომელიც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში მუშაობს,  “FracTracker Alliance-მა”, რომელიც გარემოსა და ადამიანის უფლებებს აშშ-ში იკვლევს და ყაზახეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა “EcoForum”.   ანგარიშში შესწავლილია 40-მდე შემთხვევა აშშ-დან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც მთავრობები და კორპორაციები გარემოს დამცველებზე ძალადობენ, ან ემუქრებიან და აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ ისინი: იცავენ ბუნებას, ითხოვენ სუფთა ჰაერს და წყალს, ამხელენ კორუფციას, მოითხოვენ ინფორმაციის გამჭვირვალობას ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ. მაგალითები საქართველოდან „მწვანე ალტერნატივას“ მიმართ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ქმედებებს ეხება.  ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას ასახავს, რომელიც ორი სოფლის დატბორვას და 2000-მდე ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებდა და „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ბიომრავალფეროვნებას. ამის გამო, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ „მწვანე ალტერნატივას“ საჯაროდ “რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი” უწოდეს და მას ცილი დასწამეს, თითქოს ორგანიზაცია “ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას“.   კვლევაში, ასევე, შესულია სხვა ხელისუფლების დროინდელი, 2012 წლის მაგალითიც, როდესაც „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა; საქმე ეხებოდა კანონს, რომელიც გარემოს მსხვილ დამბინძურებლებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას უმცირებდა. კრიტიკის საპასუხოდ, მაშინდელმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ფარისევლურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, მისი მიზანი „საშინელი სურათის“ დახატვა და სკანდალის შექმნა იყო.   საგულისხმოა, რომ 2012 წლის ბოლოს, განახლებული მთავრობის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ იმ მოთხოვნების გაუქმება იყო, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა. ზემოაღწერილი შემთხვევები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც „მცდელობები, დისკრედიტაცია გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდეგებიან“. კვლევაში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივის“ მსგავსად, სხვა ქვეყნის გარემოს დამცველი ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია: “სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა აბრალებს საკუთარ შეცდომებს და საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით მიღებულ შედეგებს  არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ბრალს სდებს რადიკალიზმში, ზოგჯერ კი გარემოს დამცველებს ღიადაც ადანშაულებს რომ „სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი“ აგენტები არიან“. პუბლიკაციის ბოლო მონაცემებით, გარემოსთვის, მათ შორის, მიწაზე უფლებებისთვის ბრძოლაში, 2018 წელს მსოფლიოში 164 ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წელს - 207.  ამ მონაცემებში არ შედის ძალადობისა და მუქარების ის მაგალითები, რომლებიც ფატალურად არ დასრულდა.   წყარო: პუბლიკაცია „Dangerous Work: Reprisals Against Environmental Defenders“ https://crudeaccountability.org/wp-content/uploads/Report_DangerousWork_compressed_for_web.pdf ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს