მინისტრმა დიასპორის საკითხებში GIZ-ის დელეგაცია მიიღო

პოლიტიკა

მინისტრმა დიასპორის საკითხებში GIZ-ის დელეგაცია მიიღო

2013 აპრ 16 20:10:38

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი ქართული დიასპორის კვლევა დაიწყო 2012 წლის 10 ივლისს, როდესაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და   სამხრეთ კავკასიაში  GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა აპარატისთვის კვლევის განხორციელებაში მხარდაჭერის აღმოჩენას.

დიასპორის კვლევა  განხორციელდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დიასპორისეული შეფასების გასაანალიზებლად, საქართველოს ეკონომიკაში დიასპორის ჩართულობის გასაძლიერებლად ყველაზე ეფექტიანი მექანიზმების დასადგენად და ქართული დიასპორის მიერ საქართველოს, როგორც ინვესტიციის განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყნის, შეფასება. კვლევის ქვეყნები იყო: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, თურქეთი, რუსეთი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია ფართო საზოგადოებისა და მედიის დასწრებით.

გერმანელი სტუმრები დაინტერესდნენ ახალი მთავრობის პირობებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობითა და მომავალი გეგმებით. კონსტანტინე სურგულაძემ ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა GIZ-ის წარმომადგენლებს აპარატის საქმიანობისა და მიმდინარე კონკრეტული პროექტების შესახებ; ისაუბრა ახლახანს განხორციელებული სამუშაო ვიზიტების (სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი, იტალია) ფარგლებში მიღწეული კონკრეტული შედეგებისა და გეგმების შესახებ. სტუმრები დაინტერესდნენ უშუალოდ სახელმწიფო მინისტრის ხედვითა და მიდგომებით ქართულ დიასპორებთან ურთიერთობაში და მათი განვითარების პერსპექტივებით, აპარატის სახელმძღვანელო პრინციპებით.

როგორც კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, აპარატის საქმიანობის სტრატეგია მთლიანად ემყარება ჩვენი თანამემამულეების საჭიროებებსა და იმ პრობლემურ გამოწვევებს, რის წინაშეც დგანან ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი დიასპორის უდიდეს ნაწილს სურვილი აქვს დაბრუნდეს თავის სამშობლოში, დასაქმდეს და ჰქონდეს ღირსეული გარემო ღირსეული შრომისათვის. სწორედ ამას ეფუძნება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვა და მიდგომა, რომ თანმიმდევრულად, გონივრულ ვადებში, სახელმწიფოს თანადგომით მოხდეს ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფა, რაც შექმნის აუცილებელ პირობასა და გარემოს ჩვენი თანამემამულეების დაბრუნებისათვის. ამასთანავე, აპარატი მოწოდებულია, რომ ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ და მოღვაწე ჩვენს წარმატებულ თანამემამულეებს, რომლებიც ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ იმ ქვეყნებში.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია რამდენიმე კონკრეტული პროექტის შესახებ. კერძოდ, აღნიშნა, რომ აპარატი მუშაობს ემიგრანტთა ფართო ვებ-პორტალის შექმნაზე, გააცნო სტუმრებს ვერ-პორტალის იდეა და შინაარსი, განხორციელების მიზნები და ამოცანები.

მისი განცხადებით, ვებ-პორტალის პროექტი სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ თანამემამულეს მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სერვისების მიწოდების კუთხით, სადაც იქნება ინფორმაცია ახალი სამუშაო ადგილების, ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობების, სხვადასხვა იურიდიული და სამართლებრივი დოკუმენტების მიღების, აღდგენისა თუ გაგრძელების კუთხით; ასევე, დაგეგმილია ემიგრანტი ბავშვებისათვის ქართული ენის ონლაინ გაკვეთილების მიწოდება. სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენების სურვილსა და მათი შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობაზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით და უცხოეთში ამჟამად მყოფი ჩვენი თანამემამულეების  დასაქმებით.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებმაც წლები დაჰყვეს უცხოეთში, შეისწავლეს ენა, აითვისეს დასავლური შრომითი ჩვევები, ურთიერთობები და სამუშაო გამოცდილება, შესაბამისად, ისინი მზად არიან იმუშაონ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ბიზნესმენებთან, რომლებიც განავითარებენ ბიზნესს საქართველოში. კონსტანტინე სურგულაძემ დაასახელა ის ეკონომიკური მიმართულებები და სექტორები, რაც არის პრიორიტეტული ამ  პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. კერძოდ, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. შეხვედრაზე გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების სურვილი.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...