"აღიარებენ, რომ ასეთი საუბარი რეალურად მოხდა" - მამია ბარამიძე

პოლიტიკა

"აღიარებენ, რომ ასეთი საუბარი რეალურად მოხდა" - მამია ბარამიძე

7 მარ. 2021, 13:37:20

„მთავრობა ამბობს, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი, რითაც აღიარებენ, რომ ასეთი საუბარი რეალურად მოხდა. თუმცა, ჩანაწერში  არის სიმღერა, რომელიც ბერა ივანიშვილმა 2017 წელს გამოაქვეყნა და ეუბნება ღარიბაშვილს ზუმერად დააყენეო. არის 2-3 ამბავი, რომლის მიხედვითაც ეს არის 2010 წლის შემდეგ ჩაწერილი“,_ ასე აფასებს გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ჩოხატაურის საკრებულოს წევრი, ფრაქციის ,,გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის“ - თავმჯდომარის მოადგილე, მამია ბარამიძე.

„დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი 2010 წელს არის ჩაწერილი, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი 2010 წელს თუ იყო ავადმყოფური აზროვნების პატრონი, ვერ გამოსწორდებოდა და წელსაც ასეთი იქნება? ამიტომ ეს ყველაფერი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორი მთავრობის ხელში ვართ“,_ გვითხრა ბარამიძემ.

შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები მომხდარის შემდეგ და ფიქრობს თუ არა  ჩოხატაურის საკრებულოს წევრი, რომ პრემიერმა შეიძლემა დააკმაყოფილოს ოპოზიციის მოთხოვნა და თანამდებობა დატოვოს _ მამია ბარამიძე გვპასუხობს:

„ჩვენ პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვნახოთ, დავაკვირდეთ,  როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები.  მთელი საზოგადოების ნორმალური ნაწილის აღშფოთება გამოიწვია და ვნახოთ. ეს არის მთავრობა, რომელსაც გასდის ეს ყველაფერი და ამიტომ აკეთებს. ამ შედეგს ვიმკით, თორემ ჩვენ რომ ვიყოთ მომთხოვნი საზოგადოება ამდენ ხანს უნდა შეცვლილიყო ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი.

ისეთი პიროვნებისთვის კი  როგორიც ღარიბაშვილია, ვერ გეტყვით რა არის შესაძლებელი და რა არა. მაგრამ ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალურ მთავრობაში, ნორმალურ ქვეყანაში უკვე გადამდგარი უნდა იყოს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ძიება უნდა მიმდინარეობდეს. ობიექტურმა სასამართლომ, ობიექტურმა საგამოძიებო სტრუქტურებმა დაამტკიცოს უნდა ავთენტურობა,. დაკითხვები უნდა ჩატარდეს. ვნახოთ, დაველოდოთ. ყოველ შემთხვევაში  რა განცხადებებსაც აკეთებენ, არა მგონია,  გადადგეს.

კითხვაზე  _ შესაძლებელია თუ არა, რომ ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელება ოპოზიციას უკავშირდებოდეს- მამია ბარამიძე გვპასუხობს:

„როგორ უნდა იკადროს მთავრობამ და თქვას, რომ ოპოზიცია გვისმენს და ოპოზიცია ავრცელებს. სირცხვილია. არსებობს გამოთქმა „ენას ძვალი არ აქვსო“ და ეს მომენტია.

ცნობისთვის, გუშინ გადაცემაში „ ნოდარ მელაძის შაბათი“ გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქ-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

გადაცემის ავტორები ამბობენ, რომ საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც.

გავრცელებული ჩანაწერით ირკვევა, რომ ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და უყვება, რომ ჩუბინიძის რაზმმა სკოლის მოსწავლე ისე შეაშინა, რომ კომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს. ბერა ივანიშვილი ამბობს იმასაც, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა.

გადაცემის ანონის შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მან გავრცელებულ ჩანაწერს „კაგებეშნიკურად აწყობილი“ უწოდა.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...