ალაფიშვილი "პრემიების საქმეზე": "გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, დადგინდეს უფლებამოსილების გადამეტებაც"

პოლიტიკა

ალაფიშვილი "პრემიების საქმეზე": "გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, დადგინდეს უფლებამოსილების გადამეტებაც"

2018 იან 9 11:36:46

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას არ შეასრულებს და შესაბამისად საკრებულოს ყველა თანამშრომელი პრემიას ვერ მიიღებს იურისტები კანონდარღვევად აფასებენ.

თვითმმართველობის ექსპერტი, სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ე.წ. "პრემიების საქმეზე" „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შეუსრულებლობა კანონის დარღვევაა:

საკრებულოს აპარატის პერსონალთან, მათ დისციპლინურ, წახალისების თუ სახელფასო საკითხებზე გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამ საკითხზე მერს კოდექსი არავითარ უფლებამოსილებას არ უდგენს, მასთან რაიმეს შეთანხმების მოთხოვნა კანონდარღვევაა.

თუკი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება გამოცემულია და მერი ან სხვა პირი არ ასრულებს, ეს კანონდარღვევაა და გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა დადგინდეს უფლებამოსილების გადამეტებაც,“ _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მერიის 18 თანამშრომელს პრემია მისცა.

შარაშენიძის #245 ბრძანების თანახმად, რომელიც 2017 წლის 27 დეკემბრით არის დათარიღებული, 18 თანამშრომლის პრემიებზე 18 560 ლარი გაიცა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ზეგანაკვეთური სამუშაოების არასამუშაო და ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში შესრულებისათვის მიეცათ 2017 წლის დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურებაზე სახელფასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100 % ოდენობით. სულ 18 საჯარო მოხელეს, რომლებმაც ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შერწყმის პროცესში, მობილობის რეჟიმში, სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა, მათ შორის არიან საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი კომისიის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ საჯარო მოხელეები,“ _ აღნიშნულია კონსტანტინე შარაშენიძის კომენტარში, რომელიც მან პრესსამსახურის საშუალებით  მოგვაწოდა.

აღსანიშნავია, რომ შარაშენიძე 30 დეკემბერს "გურია ნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას ამბობდა, რომ პრემიები გაცემული არ ჰქონდა:

"ვინც დაიმსახურა, იმათ აუცილებლად მივცემთ დანამატს. 18 ადამიანი მიიღებს დანამატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში" _ მბობდა შარაშენიძე მაშინ, როცა პრემიები უკვე დარიგებული ჰქონდა, რასაც “გურია ნიუსის“ მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტი ცხადჰყოფს.

მერმა მაშინ საკრებულოს თანამშრომელთა პრემირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკრებულოდან დასაჯილდოვებელთა სიას ელოდებოდა.

ამავე დროს, კეთდებოდა განცხადებები, რომ პრემია-დანამატების გაცემის ინიციატორი ინიციატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იყო, რომელსაც საკრებულო აპარატის ყველა თანამშრომლისთვის სურდა მიეცა პრემია-დანამატი, რაზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანახმა არ იყო. არადა, როგორც აღმოჩნდა, შარაშენიძეს პრემიები უკვე გაცემული ჰქონდა.

ამ ყველაფრის პარალელურად კი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ მერიაში პრემიების გაცემა არ იგეგმებოდა. არადა, როგორც გავარკვიეთ, შარაშენიძის მიერ პრემირებულთა სიაში პირველი სწორედ საფინანსო სამსახურის უფროსი იყო.

მერის მიერ დაჯილდოებული სხვა მოხელეების სია ასეთია:

ლაშა თავაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;  მიხეილ შილაკაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;  პავლე ჭყონია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი;  ნინო დარჩია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი;  დავით გორდელაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი;  თამარ ბაბილოძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მარინა დარჩია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  ეკატერინე გეგიაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  მაკა ბეგიაშვილი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  დავით ღლონტი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  ნათია ვაშალომიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი;  ქეთევან სანიკიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  თემურ გიორგაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი;  თემურ მურვანიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი;  მიხეილ შალამბერიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  კლიმენტი ცერცვაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  მაია ინარიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.

აღნიშნული სიის და შესაბამისი ბრძანების „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებას დაპირისპირება მოჰყვა.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს გაღიზიანება არც დაუმალავთ და შესაბამისი პირებისგან რეაგირებაც მოითხოვეს:

"მერმა არაფრად ჩააგდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის _ უფლებამოსილი პირის კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული და საჯაროდ გამოქვეყნებული ბრძანება და იგნორირება უყო რა საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 35- მუხლის პირველი პუნქტის "" ქვეპუნქტს, აშკარად გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, არ გასცა დანამატები საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე, რომლებისც მთელ გარდამავალ პერიოდში მუშაობდნენ და ეს მაშინ, როდესაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც არსებობდა და აუცილებელი ხარჯები და ვალდებულებებიც გაწეული იყო.

რა, ოზურგეთის მოსახლეობა იმდენად მეტადაა გაჭივრებული ჩოხატაურისა და ლანჩხუთისაზე, რომ აქ არ შეიძლებოდა პრემია დანამატების გაცემა?! ეს ხალხის რჩეული მერის უკვე მეორე"მაღალკომპეტენტურობის" გამოვლინებაა, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის დანიშვნვა-განთავისუფლების "სკანდარიკოს" შემდეგ.

 ვიღაცამ რაღაცას, ვისაც ხელეწიფება, ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!" _ ეს კომენტარი ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შარაშენიძის მიერ პრემიების გაცემაზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემაც გააკეთა _ დავით დარჩიამ მერს საკრებულოს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი:
"მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და მერის 2017 წლის 27 დეკემბრის ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაიცა სახლფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს 100 %-ის ოდენობით.

აღნიშნული საზოგადოებისთვის ცხადყოფს რეალურ ვითარებას. ასევე, ნათელს ფენს ერთ-ერთი მედიასაშაულებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინიციატორი ვიყავი თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატების გაცემისა, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი _ წინააღმდეგი.

ვფიქრობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციას.

მე ჩავთვალე საჭიროდ და დღესაც მივიჩნევ, რომ საკრებულო იმსახურებს სახლეფასო დანამტს თანამდებობრივი სარგოს 63 %-ის ოდენობით.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების, ბიუროს 50-ამდე სხდომა. განხილული იქნა 70-მდე საკითხი.

საკრებულოს აპარატმა სრულად უზრუნველყო სხდომების გამართული ჩატარება. მოგეხსენებათ, საკრებულომ საქმინობის გამჭვირვალეობის მიმართულებით საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა _ ეს გახლავთ სწორედ მაღალი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული აპარატის კარგი მუშაობის შედეგი.

აქვე თანამშრომლები ჩართული იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის შერწყმას, ქონების აღწერასა და გადაცემას გულისხმობს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღესაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, რასაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებით ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი, ჩემის მხრიდან იქნებოდა ყველა ამ საქმიანობის არდანახვა და მართებულად ვერშეფასება. აქვე დავძენ, რომ საკრებულოს და ბიუროს არც ერთ წარმომადგენელს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ", _ აღნიშნა დავით დარჩიამ „გურია ნიუსისთვის“ მიწოდებულ ექსკლუზიურ კომენტარში.

დარჩიას თქმით, მერის გადაწყვეტილება და საკრებულოს თანამშრომლებისთვის პრემირებაზე უარის თქმა, მაშინ, როცა  შესაბამისი თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო,  უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც არ ეთანხმება შარაშენიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დადანაშაულება საკრებულოს დისკრედიტაციასა და პულიტიკურ სპეკულაციაში უსაფუძვლოა:

"2017 წლის 28 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის მერიას მომართა წერილით ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, თანამდებობის პირებისა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების არასამუშაო, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში შესრულებისთვის, საკრებულოში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე დანამატის გაცემის შესახებ.

გამომდინარე იქედან, რომ ეჭვს იწვევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა თანამშრომლის მიერ 2017 წლის 27 ნოემბრიდან ერთი თვის ვადაში ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულება, ასევე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში საქმიანობას, მოხდა სიტყვიერი შეთანხმება საკრებულოს აპარატის უფროსთან, რომელსაც ჩვენთვის უნდა მოეწოდებინა მხოლოდ იმ თანამშრომელთა სახელობითი სია, რომლებმაც იმუშავეს ღამის საათებსა და არასამუშაო დღეებში.

საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის 58- მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეებზე სახელფასო დანამატი შეიძლება გაიცეს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად, ასევე ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეს საქმიანობის გამო.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ დანამატის გაცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 18 თანამშრომელზე ეფუძნებოდა ზემოაღნიშნული კანონის საფუძველს, შესაბამისად, სამართლიანად მივიჩნიეთ იგივე პრინციპი გავრცელებულიყო საკრებულოს თანამშრომლების მიმართაც", _ აღნიშნულია შარაშენიძის მიერ "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ კომენტარში.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ შარაშენიძის ეს კომენტარი საფუძველს მოკლებულია. მით უმეტეს, რომ ის თანამშრომლებისთვის არა თანამდებობრივი სარგოს 100%-ის მიცემას, არამედ 63%-ის მიცემას აპირებდა, რადგან საკრებულომ  ყველაზე მეტი იმუშავა და პრემიისთვის განკუთვნილი თანხა ყველა თანამშრომელზე თანაბრად გადანაწილდებოდა..




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...