"ანა დოლიძეს ვურჩევ, პირველ რიგში, წაიკითხოს ეს პროექტი" _ ეკა ბესელია

პოლიტიკა

"ანა დოლიძეს ვურჩევ, პირველ რიგში, წაიკითხოს ეს პროექტი" _ ეკა ბესელია

11 მარ. 2019, 14:31:58

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის და ეკა ბესელიას ინიციატივები, ძალაში ტოვებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ძალაუფლებას. ანა დოლიძის თქმით, არცერთ ინიციატივაში რადიკალური ცვლილება გათვალისწინებული არ არის. 

ანა დოლიძის თქმით, დეპუტატა ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროქტში, დადებითია ის, რომ პარლამენტში იქმნება გარეშე პირებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანდიდატებს აფასებს, შეფასებას კი შემდეგ იურიდიულ კომიტეტს წარუდგენს.

რაც შეეხება ხარვეზებს, რომელიც დოლიძის აზრით, კანონპროექტში არსებობს, ასეთი რამდენიმეა. მისი თქმით, მათ შორის, ხარვეზია ის, რომ კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის საბჭოში არ მიმდინარეობს და მათ საბჭო მხოლოდ საბუთების საფუძველზე უყრის კენჭს.

"კენჭისყრა ტარდება 2/3 მოსამართლე წევრების და 2/3 არამოსამართლე წევრების მხარდაჭერით. ეს ასახავს სტატუს კვოს და მთლიანად ეყრდნობა კლანს და კლანის მიერ კონტროლირებულ არამოსამართლე წევრებს. ეს პროექტი ინარჩუნებს დღევანდელ ვითარებას, სადაც ასევე საჭიროა სულ მცირე 10 ხმა მოსამართლის დასანიშნად. იუსტიციის საბჭოშია 6 არამოსამართლე წევრი, აქედან ზაზა ხარებავას, შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილს და ირმა გელაშვილს არცერთი საჯარო პრინციპული/ კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებიათ "კლანთან" დაკავშირებით. მათი ხმები საკმარისი იქნება საბჭოს მიერ კანდიდატების წარსადგენად. მთელი პროცესი მიმდინარეობს იურიდიულ კომიტეტში, კანდიდატებს არ აქვთ პლენარულ სხდომაზე გამოსვლის ვალდებულება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია. მისი თქმით, ანა დოლიძე შეფასებებს კანონპროექტის წაუკითხავად აკეთებს.

"ანა დოლიძეს ვურჩევ, პირველ რიგში, წაიკითხოს ეს პროექტი. მას არ უნახავს და მხოლოდ ზეპირ კომენტარებზე დაყრდნობით აკეთებს შეფასებებს. თუ მას მოსწონს "ევრო ნაცების" კანონპროექტი, ეს მისი გემოვნების საკითხია, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონს არც კობახიძის და არც იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლე წევრების მომზადებული პროექტი, რომელიც ვიწრო კლანურ ინტერესებს ემსახურება. ეს ინიციატივა, რომელიც წარვადგინეთ ნამდვილად არის პროგრესული, ნამდვილად გამორიცხავს რისკებს რომ პარლამენტმა არ მიიღოს ის სია, რომელიც გასული წლის დეკემბერსში მიიღო.

ანა დოლიძე იუსიტიციის საბჭოში რომ შემოვიდა, მაშინ დაიწყო სასამართლოზე ლაპარაკი. იქამდე ნაზი ჯანეზაშვილი იყო ძალიან აქტიური. იქამდე ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ და ბევრი ბრძოლა იყო უმრავლესობის შიგნით ჩემი და ჩემი მეგობრების, რომლთაც ვცდილობდით გადაგვერჩინა მართმსაჯულების რეფორმა", - განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს განცხადებები.

6 მარტს ცნობილი გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძესთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ გაწერილი ის პროცედურები და კრიტერიუმები, რომლითაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევენ და წარადგნენ.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

წყარო: იმედინიუსი




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალადობა არ წყდება- მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების" შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.  ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) ,  რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების" წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და  დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს,  მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს  ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“,_ განაცხადა ... ...
  • სოფლის ცენტრში, ტუალეტში ბამბუკია ამოსული : „გაკეთებული საქმეების „მშვენება“ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყალსადენის მშენებლობაა, რომლის  პროექტირებაც  უკვე  დაწყებულია. აქაურები ითხოვენ  სოფლის ყველა უბანში გზის გაკეთებას, რომლის მოასფალტება შეუძლებელია თუ ჯერ წყლის გაყვანა არ მოხდა. „გურია ნიუსი“ სოფელს ეწვია. ჩვენ  გავეცანით  აქაურთა პრობლემებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბევრი საქმე  გაკეთდა, განსაკუთრებით  კი  დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს შორის, მდინარე  მაღელაზე  ხიდის  აგებისთვის,  გამოთქვამენ კმაყოფილება, სომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  აიგო.  მათივე თქმით, ძველი დროიდან მოყოლებული, ერთ დიდი პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის ცენტრში, საბავშვო  ბაღის შენობის  მიმდებარედ, სადაც ასევე სამედიცინო უბანია განთავსებული,   ტერიტორიის მოზრდილი ფართობია, რომლის უკანა კუთხე ეკალ-ბარდითაა დაფარული.  ხოლო იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში , ბამბუკის ხეებია ამოსული.   ბარდები და  და ჭინჭარია ასევე  ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ. ჩვენს კითხვაზე, თუ   რატომ არის  აქ ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ,  დასუფთავების დღის მოწყობა,  ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ   სოფელში გაკეტებული ბევრი კარგი სქმის „მშვენება“, ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული  ადგილი. _მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, - გვითხრეს მათ.   ჩვენის მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერ-სახეზე, დასუფთავებასა და მოვლაზე,  ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს , დეპუტატს  თუ აქვე , სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს, ერთნაირად  უნდა შესტკიოდეთ   გული და საკუთარი ინიციატივით უნდა აწყობდნენ „დასუფთავების დღეებს“. _აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით _ გვითხრა მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგოუაძემ. დვაბზუს მცხოვრებთაგან, დღეისთვის სამ მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი (ისინი ქობულეთის ფაბრიკის, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები არიან)  და ყველა გადაყვანილია ბათუმში. „გურია  ნიუსი“ ვრცლად,  დვაბზუში  არსებული პრობლემების თუ   გაკეთებული საქმეების ირგვლივ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • 2 დაღუპული და 2 დაშავებული_ ავარია ავტობანზეავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ორი მამაკაცი ემსხვერპლა,  ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ _ ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls