აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პოლიტიკა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

1 აგვ. 2017, 15:12:10

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-თან შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ცერემონიამდე პრემიერმა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"  დამფუძნებლებთან შეხვედრა გამართა და მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები, საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობა და საქართველოს საინვესტიციო გარემო განიხილეს.

 „კონტი ჯგუფის"  შემდეგ SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი ხდება.

ანაკლიის პორტის მნიშვენელობაზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიც-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას  როგორც ქვვეყნის განვითარების, ისე საქართველოსა და აშშ ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან ერთად გამართულ ერთობლივბრიფინგზე  აღნიშნა: 

 „ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნეს ინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფრმა, რეგიონში და ნიშანდობლივია ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

"კონტი ჯგუფის ანაკლიის" ღრმაწყლოვანი  პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერად, მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორიცუმსა და ამერიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ ოპერატორ კომპანია ესესეი მარინის შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს  და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.

 მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს  და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. SSA Marine-ი დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს, რითაც კომპანიამ უკვე შეძლო მსოფლიოში სატერმინალო ოპერაციების ტემპებისა და ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გვეძლევა საშუალება გავხსნათ საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მოვნიშნოთ ანაკლია მსოფლიო რუკაზე, გადავაქციოთ ის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად. SSA Marine-ის მსგავსი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის მიერ ქართულ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია", _განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. 

 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ამ დროისათვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უკვე შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო თუ საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის. დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უპირატესობები - სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, ლოგისტიკური სერვისების შესაძლებლობა და გაფართოების პერსპექტივა საქართველოს რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად, ხოლო აბრეშუმის გზის ისტორიულ მარშრუტზე სტრატგიულ კვანძად აქცევს.  ანაკლიის პორტი, რომელსაც უკვე უწოდეს „საუკუნის პროექტი", რეგიონში დამატებითი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების წინაპირობაა.




 ახალი ამბები
  • კონჭკათში მეწყერმა მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გადასაადგილებლად მთელი სოფლის მაცხოვრებლები იყენებენ, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში ... ...
  • ეპიდვითარება სვანეთში და გაფრთხილება ქობულეთში მყოფ ადამიანებსმესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს" სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში" დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს". გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • „ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით, სოფელი გააძლიერეთ“ - მანანა თოდაძემომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდებს სოფლებში დაბრუნდნენ.  „ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“,_ ამბობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...