,,ანგაჟირებული და ჭკუიდან შეშლილი ადამიანები“_ გეგიძის ბრალდებები ოპოზიციას

პოლიტიკა

,,ანგაჟირებული და ჭკუიდან შეშლილი ადამიანები“_ გეგიძის ბრალდებები ოპოზიციას

2018 ივნ 1 14:13:03

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას ,,გურია ნიუსთან“ აფასებს. მისი თქმით, აქცია პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ხალხმა ჩაიგდო ხელში, რომლებმაც  პრემიერს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ მისცეს. გეგიძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სამარცხვინო დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.  

,,პრემიერი არის ქვეყნის ლიდერი და როცა ხალხში  მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უსამართლობის განცდა იგრძნობა, ის ხალხთან უნდა მივიდეს.  სამწუხაროდ, აქცია არ აყო მხოლოდ მართლმსაჯულების მიმართ გამოხატული პროტესტი. აქცია ხელში ჩაიგდეს პოლიტიკური ინტერესები მქონე ჯგუფებმა, კერძოდ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ე.წ. წარმომადგენლება, რომლებიც მათი გაქცეული ლიდერის სამარცხვინო დავალებებს ასრულებენ, აქედან გამომდინარე, ხალხმა შეძლო ის, რასაც სახლიც არ აქვს, შეძლო და პრემიერს  არ მისცა საშუალება, რომ ხალხისთვის მიემართა. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის მისვლა იმის გამოხატულება იყო რამხელა პატივისცემას ადასტურებს დღევანდლი ხელისუფება თავისი მოქალაქეების მიმართ. თავად ხელისუფლების შიგნით არებობს იმის რესურსი და ნება, რომ მიღებულ იქნას სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა დაინახავს, როგორც გუშინ დაინახა ველამ რას ცდილობდნენ ანგაჟირებული და ჭკუიდან შეშლილი ადამინები, რომლებიც საქართველოს მოქალაეებმა პოლიტიკური ველიდან გააძევეს“. _განაცხადა გეგიძემ.

 ცნობისთვის, გუშინ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აქციაზე მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. აქცია, რომლის მონაწილები ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ,  გუშინ გვიან ღამით დაიშალა. აქცია დღეს, 16:00 საათზე, განახლდება.




 ახალი ამბები
  • ფიქტიური გამოძახება ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ჩოხატაურში ამ დილით სახანძრო მანქანების გადაადგილება შეინიშნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, გამოძახება ფიქტიური აღმოჩნდა. „მოქალაქეს ეგონა ხანძარი და დაგვირეკა. გამოძახება ფიქტიური აღმოჩნდა“,_ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ... ...
  • მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება იკრძალებასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას. „მდინარის ადიდების გამო გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოთხი დღის განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები, უკვე ინფორმირებულია ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური,”_ წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში_ ქალი ადგილზე გარდაიცვალამარტვილში,სოფელ ვედიდკარში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,რის შედეგადაც  შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.ინფორმაცია  "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. გულთაზ ცანავას თქმით,შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.  როგორც "გურია ნიუსს"შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის მოზარდი გათავისუფლდა. ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან. გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი დღეს დააკავეს. წყარო: ... ...
  • ოზურგეთელი ჟურნალისტი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა64 წლის ასაკში ოზურგეთელი ჟურნალისტი და მწერალი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ის მოულოდნელად გახდა ცუდად. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ნუკრი ნიკოლაიშვილი მუშაობდა გაზეთ “ლენინის დროშაში“, ტელეკომპანია “გურიაში“, გაზეთ “აჭარაში“ და გაზეთ “ალიონში.“ “ნუკრი ნიჭიერი კაცი, პროფესიით ჟურნალისტი იყო. ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და თავისი ერთგული მკითხველი ყავდა. ნუკრი ასევე იყო მწერალი, გამოცემული აქვს წიგნი. მისი მოთხრობები და ნოველები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, - გვითხრა “ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა. ნუკრი ნიკოლაიშვილი 20 წელზე მეტი მუშაობდა აჭარის რეგიონში. ის ბოლო წლებში მშობლიურ სოფელ ბახვში, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. „გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...