არასამთავრობოების საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ

პოლიტიკა

არასამთავრობოების საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ

23 თებ. 2021, 11:33:48

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო  განცხადებით ეხმაურებიან.

„დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს.

ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა. დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი.

შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შევაჩეროთ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება. მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ. დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს“- ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი - MDF

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

ღია საზოგადოების ფონდი - OSGF

ცენტრი “ემპათია”

საფარი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC

საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG

ადამიანის უფლებათა ცენტრი

მწვანე ალტერნატივა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...