არასამთავროების მოწოდება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ პარტნიორებს _ დაგმეთ და გაემიჯნეთ


პოლიტიკა

არასამთავროების მოწოდება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ პარტნიორებს _ დაგმეთ და გაემიჯნეთ

20 ნოე. 2018, 13:48:36

"სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 2018 წლის 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტისტურ განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან," _ აღნიშნულია წერილში, რომელიც 13 ორგანიზაციის ხელმოწერით გავრცელდა.

"ტელეკომპანია "რუსთავი 2"- თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების" სავარაუდო პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი "ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ" მოიხსენია. კერძოდ, მან აღნიშნა: "ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს."

ხაზგასასმელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად. ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 31 სახელმწიფოს, 2016 წლის 26 მაისს ბუქარესტში შეიმუშავა ანტისემიტიზმის განმარტება. ამ განმარტების თანახმად, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში. ანტისემიტიზმი ასევე მიაწერს ებრაელებს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს.

ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა. ამა წლის 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა : „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. "

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პლატფორმაც და მოუწოდა მას პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.

ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე  ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: "საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ."

ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია  "რუსთავი 2" ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას  და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პოლიტიკური გარემოს მკვეთრი პოლარიზებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან მკვეთრად პოპულისტური რიტორიკის პარალალეურად, რასიზმის, ქსენოფობიის, სხვადასხვა მარგინალური სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკური სივრცეს კიდევ უფრო აცლის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შინაარსს და შეუსაბამობასობაში მოდის თანასწორობაზე, პლურალიზმზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების იდეალებთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან. სხვა ჯგუფების მარგინალიზაციისკენ მიმართული პოპულიზმი აზიანებს სოციალურ შეჭიდულობას და სიმშვიდეს და მან შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე.

შესაბამისად, მოვუწოდებთ, ექსპრეზიდეტ მ. სააკაშვილს თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსიის განცხადებებისგან. ამასთან მნიშვნელოვანია მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ", _ წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), თანასწორობის მოძრაობა, საფარი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

 




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....