„ბატონო ბიძინა, ცვლილებების განხორციელებამდე ათი თვე დაგრჩათ, თუმცა მანამდე თავად უნდა შეიცვალოთ“

პოლიტიკა

„ბატონო ბიძინა, ცვლილებების განხორციელებამდე ათი თვე დაგრჩათ, თუმცა მანამდე თავად უნდა შეიცვალოთ“

2019 იან 9 14:29:32

 „უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების გაყვანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია. როცა ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს შეხვდა, საზოგადოებას გვამცნო, მურუსიძე წინა რეჟიმის მსხვერპლიაო, რაც ჯანსაღად მოაზროვნე ქართული საზოგადოებისთვის პრინციპულად მიუღებელია“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ.  

პაპავა თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეორგანიზაციას უნდა დაექვემდებაროს. მისივე თქმით, აღნიშნული საბჭო სასამართლო რეფორმის ყველაზე სუსტი მხარე აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ ძლევამოსილ და არაკეთილსინდისიერ სტრუქტურად ჩამოყალიბდა.  

_ ბატონო ლადო, „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილს უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებია, თუმცა, როგორ ფიქრობთ, პარლამენტის თავმჯდომრე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებს და პარტიის თავმჯდომარე თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განმწესებას ლობირებს?

_ აშკარად იკვეთება, რომ უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების გაყვანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია. როცა ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს შეხვდა, საზოგადოებას გვამცნო, მურუსიძე წინა რეჟიმის მსხვერპლიაო, რაც ჯანსაღად მოაზროვნე ქართული საზოგადოებისთვის პრინციპულად მიუღებელია. ლევან მუსურიძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საკმაოდ აგრესიული იარაღი იყო. ჩანს, რომ მურუსიძისნაირი ხალხი ბატონი ბიძინას გემოვნებაში ჯდება. ბუნებრივია, ირაკლი კობახიძე მოსამართლეებთან დაკავშირებით, მხოლოდ საკუთარ აზრს არ ახმოვანებს.

_რა მიზნით სურდა ირაკლი კობახიძეს ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაყვნა? ჯგუფი, რომელიც ახლა პარლამენტში თანამდებობებზე მოსამართლეთა უვდოდ განწესებას ლობირებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელში ჩაგების მიზნით, შიდაპარტიულ ბრძოლას აწარმობდა?

_აშკარად იკვეთება, რომ ეკა ბესელია პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე საკმაოდ არაკომფორტული იყო. ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ეკა ბესელიას გადაყვანა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ლამაზი სვლა იქნებოდა და უფრო კომფორტული გახდებოდა იმ პიროვნებისთვის, რომელიც თავად ირაკლი კობახიძისთვის არის მისაღები.

_ჩანს, რომ მოქმედმა ხელისუფლბამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუმორჩილებელ ძალად გადააქცია. სასამარლო სისტემაში რატომ უნდა არსებობდეს ისეთი უფლებამოილებით აღჭურვილი ორგანო, რომლის შეკავება საკანომდებლო ორგნოსაც არ შეუძლია?

_იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეორგანიზაციას უნდა დაექვემდებაროს. აღნიშნული საბჭო სასამართლო რეფორმის ყველაზე სუსტი მხარე აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ ძლევამოსილ და არაკეთილსინდისიერ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ფაქტობრივად, აღნიშნული სტრუქტურა გარკვეული პოლიტიკოსების ინტერესების მიხედვით მოქმედებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთოდ უნდა დაიშალოს თუ განსხვავებული უფლებამოსილებით აღიჭურვოს, აღნიშნულზე უკეთ ამ დარგის პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ.

_ „ქართულ ოცნებას“ სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბუმერანგივით დაუბრუნდება და მმართველ პარტიას რაში აწყობს საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა? მით უფრო, როცა საპრეზიდენტო არჩვნებამდე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვის მიზნით, ერთწლიანი ვადა მოითხოვა .

_ ბატონი ბიძინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაგვპირდა, რომ ერთ წელიწადში სერიოზულ ცვლილებებს განახორციელებდა. ორი თვე უკვე დაიკარგა, ბატონო ბიძინა, ათი თვე დაგრჩათ და ამ დროის განმავლობაში, სერიოზული ცვლილებები რომ განახორციელოთ, ჯერ თავად უნდა შეიცვალოთ. მურუსიძეების, ჩინჩალაძეების, მარიხუანისა და ეკონომისტების მიმართ დამოკიდებულება თავად უნდა შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილს პროფესიონალი ეკონომისტები დისკომფორტს უქმნიან, მათთან თანამშრომლობის გარეშე კი, ეკონომიკაში წარმატებას ვერ მიაღწევს.

_“ქართულმა ოცნებამ“ 2019 წელს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი აამოქმედა. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული სისტემა მოქალაქეებისთვის კომორტულმომავლის შექმნას ემსახურება?

_საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს, თუმცა ძირითადი პრინციპი აბსოლუტურად მისაღებია. სისტემაში მოქალაქეების მიერ სავალდებულო დაფინანსება აუცილებელია. სახელმწიფომ  სადაზღვევო კომპანია შექმნა, სადაც მთლიანი თანხა შევა, რაც მიუღებელია. მოქალაქეებს თავად უნდა ჰქონდეთ უფლება, არჩიონ, რომელ სადაზღვევო კომპანიაში შეძლებენ თანხის დაზღვევას. ასევე, გაუგებარია, რატომ უნდა ჩადოს სისტემაში ფული ბიუჯეტმა?! საპენსიო დაგროვებით სისტემაში ორი მოთამაშე უნდა არსებობდეს _ დასაქმებული და დამქირავებელი.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...