„ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მინიმალურ დონზეა დასული“_ ნიკა ჩიტაძე

პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მინიმალურ დონზეა დასული“_ ნიკა ჩიტაძე

2019 აპრ 25 15:21:30

„საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბიძინა ივანიშვილის დაპირებების აღარ სჯერა. 2013-2014 წლებში პარტიის ლიდერისადმი ნდობის ხარისხი 50%-ს აღემატებოდა, დღეს კი მისი რეიტინგი მინიმალურ დონეზეა დასული“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ.

ჩიტაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს და ამბობს, რომ “ხელისუფლებამ  არარაციონალური მოქმედებებით, მათ შორის, ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით საქართველოს არაკეთილმოსურნეების წისქვილზე  წყალი დაასხა“.

_ ბატონო ნიკა, პოლიტიკოსთა და ექსპერტ ნაწილი პანკისის ხეობაში სამართლდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლობას შორის მომხდარ მწვავე დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობის უმეტეს წილს შს მინიტრს, გიორგი გახარიას აკისრებს. იმ ფონზე, როცა ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა, როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნების“ ხელისუფლბის მხრიდან რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო ძალადობრივი ქმედებების განხორციელების მიზნით ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა?

_პირველ ყოვლისა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შს სამინისტროს აღნიშნულმა ქმედებამ საქართველოს ინტერესები დააზიანა. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში ჰიდროელექტრორესურსების გამოყენება აუცილებელია. მაგალითისთვის, ჯამში საქართველოს, დაახლოებით, ჰიდროელექტრორესურსების 15%-მდე აქვს ათვისებული. ჰიდროელექტრორესურსების მაქსიმალურად ათვისების შემთხვევაში კი, საქართველოს შეუძლია, დაახლოებით, 150 მილიარდ კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავოს. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლების შეცდომა ის არის, რომ პანკისის მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდა. აღნიშნულ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განხორციელდეს, ხელისუფლებამ კი საკუთარი არარაციონალური მოქმედებებით, მათ შორის, ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით, რაც სრულიად გაუზრებელი ნაბიჯი იყო, საქართველოს არაკეთილმოსურნეების წისქვილზე წყალი დაასხა.  

_მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკისში სამართალდამცავებსა და მოსახლეობა შორის მომდარი დაპირისპირება სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურსა და პოლიტიკაში დაბრნებული ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრ გიორგი გახარიასთან დაპირიპირების შედეგა. აღნიშნულის შესახებ რას ფიქრობთ?! გავლენების გადანაწილების მიზნით, შესაძლოა, მაღალჩინოსნებს შორის შიდაპარტიული ბრძოლა მიმდინარეობდეს?

_მაღალჩინოსენბს შორის დაპირიპირება გამორიცხული არ არის, თუმცა აღნიშნულის დამამტკიცებელი საბუთი, ჯერჯერობით, არ არსებობს, ამიტომ ამ თემის შესახებ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვარაუდების შესახებ იმ შემთხვევაში ვისაუბრებ, თუ მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირების კონკრეტულ ფაქტი გამოიკვეთება. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კარგად გაიგოს, პანკისი ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ქვეყნისთვის სასარგებლო არის თუ არა.  

_ 2 წლის შემდეგ ირკვევა, რომ პარლამენტმა ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კანონდარღვევით დაამტკიცა.  კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრ აფხაზეთ”, რომელმაც ხარებავა კადიდატად რადგინა, სასამართლოში წარმომადგენლობით საქმიანობას არ ახორციელებდა, რაც კანონის მიხედვით, კანდიდატის წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაციას მოეთხოვება. ნიშანდოვლივია ის ფაქტი, რომ ხარებავა ამავე საბჭოს წევრის, სასამარლო კლანის წევრად მიჩნეული ირაკლი შენგელიას მეჯვარე და შვილის ნათლიაა, აღნიშნული ფაქტი, როგორ ფიქრობთ, სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასა და კორუფციის არსებობაზე მიუთითებს?

_ ფაქტები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა და ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს. როგორც ცნობილი ფილოსოფოსი ციცერონი იტყოდა, მართლმსაჯულება სახელმწიფოს საფუძველია. სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის არსებობა კი ნიშნავს იმას, რომ საქმე კლანურ მმართველობასთან გვაქვს.  სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის არსებობა ყველა უწყებასთან შედარებით ბევრად უკეთ ჩანს. პრობლემაა ისიც, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები გამჭვირვალედ არ ტარდება.  

_ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილების ზრდის ფონზე, როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ 2020 წლამდე ხვილ საკადრო ცვლილებებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე, განხორციელბს? 

_ 2020 წლამდე „ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ახალ სახეებს ვიხილავთ. გამორიცხული ისიც არ არის, რომ პრემიერი მამუკა ბახტაძე უახლოეს მომავალში შეიცვალოს. იმ ფონზე, როცა მოსახლეობა ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს, პარტიის ლიდერი ვიღაცებს განტევების ვაცის როლს აუცილებლად მოარგებს. აღსანიშნავია, რომ  საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბიძინა ივანიშვილის აღარ სჯერა, 2013-1014 წლებში მისდამი ნდობის ხარისხი 50%-ს აღემატებოდა, დღეს  კი მისი რეიტინგი მინიმალურ დონეზეა დასული.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...