„ბიძინა ივანიშვილს ძველსა და ახალ გვარდიას შორის არჩევანის გაკეთება აუცილებლად მოუწევს”

პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილს ძველსა და ახალ გვარდიას შორის არჩევანის გაკეთება აუცილებლად მოუწევს”

28 დეკ. 2018, 14:20:02

 „ქართული ოცნების“ უმრავლესობა უკვე გაყოფილია. მმართველ პარტიაში სერიოზული გადაჯგუფებები დაიწყო, არა იდეოლოგიური პრინციპების მიხედვით, არამედ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ადგილების მოსაპოვებლად“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ კონსტიტუციონალისტმა და პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელმაც „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების ახალი რაუნდი შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილს ძველსა და ახალ გვარდიას შორის აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება.

„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადგილებისათვის დაიწყო ბრძოლა. ჯერჯერობით, მმართველი პარტიის ყველა დეპუტატი ფრთხილობს, რადგან ელოდებიან ბიძინა ივანიშვილი პოზიციას, როდის დააფიქსირებს. ივანიშილს ძველსა და ახალ გვარდიას შორის აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება, რაც მმართველ პარტიაში ერთ-ერთი ჯგუფის დარჩენას განაპირობებს. რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნების“ ის ფრთა, რომელიც ივანიშვილის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, სხვა პარტიას შექმნის თუ საერთოდ გავა პოლიტიკური თამაშიდან, ძალიან მალე გამოჩნდება“, _ აღნიშნა ძაბირაძემ.




 ახალი ამბები
  • როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდნელად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყომეხის დაცემის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იღუპება. რა არის ის აუცილებელი წესები, რომლებიც ასეთ დროს უნდა დავიცვათ?  სასწრაფოდ იპოვეთ თავშესაფარი!  პირველ რიგში, უნდა იცოდეთ ჭექა-ქუხილი საფრთხეს როდის წარმოადგენს. ამისათვის გაელვებასა და ჭექა-ქუხილს შორის დრო უნდა დაითვალოთ. თუ ეს შუალედი 10 წამზე ნაკლებია, მაშინ მეხი თქვენგან დაახლოებით 3 კილომეტრით არის დაშორებული. თუ შუალედი სამ წამზე ნაკლებია, უკვე მოვლენის ეპიცენტრში იმყოფებით და დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. ადრე ითვლდებოდა, რომ ასეთ სიტუაციაში ყველაზე საშიში მუხა იყო, თუმცა დღეს უკვე ეს მოსაზრება მითად იქცა. ამის სანაცვლოდ უნდა გახსოდეთ, რომ ჭექა-ქუხილის დროს ხის ქვეშ დგომა საერთოდ არ შეიძლება. ეს განსაკუთრებით ეხება განცალკევებით მდგომ ხეებს, რადგან მეხი მაღალ საგნებს ეტანება. შესაბამისად, ელვისა და ჭექა-ქუხილის დროს უნდა ერიდოთ სწორედ ისეთ ადგილებს, როგორიც არის მაღალი ხეები, ტყის განაპირა ნაწილები, ელექტროგადამცემი ბოძები და სხვ. მსგავსი ობიექტებისგან მინიმალური დისტანცია 10 მეტრს უნდა შეადგენდეს. უფრო საიმედოა ახალგაზრდა ბუჩქებში ყოფნა. ჭექა-ქუხილის დროს, პირველ რიგში, ახლოს მდებარე ნებისმიერ შენობას უნდა შეაფაროთ თავი. სახლის გარდა ეს შეიძლება იყოს მაღაზია, პავილიონი ან სხვა რაიმე დაწესებულება. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას შეაფაროთ თავი, მაგრამ მის კედლებს არ შეეხოთ. თავშესაფრის ძებნის დროს ქოლგას ნუ გახსნით. საჭესთან ვარ. რა ვქნა? ჭექა-ქუხილის დროს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო თავშესაფარი არის მანქანა. თუ უამინდობამ ავტომობილის მართვის დროს მოგისწროთ, გაჩერდით ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძებისგან მოშორებით, გამორთეთ ძრავა, დახურეთ ფანჯრები. სანამ წვიმს, მანქანის კარის ლითონთან შეხება საშიშია. მაშინაც კი, თუ ავტომობილს მეხი დაეცემა, ის კორპუსის ზედაპირს გაივლის და სველი საბურავების მეშვეობით ნიადაგში ჩავა.  ველოსიპედისტებმა და მოტოციკლეტისტებმა მოძრაობა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ, შეეცადონ უახლოეს შენობაში დაიმალონ ან სხვა უსაფრთხო ადგილი იპოვონ. თუ მიმდებარედ ასეთი არაფერია, უნდა ჩაიმუხლოთ და მუხლებზე ხელები შემოიჭდოთ. უმჯობესია, ეს მოხდეს ასფალტზე და აუცილებლად ველოსიპედიდან ან მოტოციკლეტიდან, სულ ცოტა, 5 მეტრის დაშორებით. ექსპერტები კარვებში მყოფ მოლაშქრეებს ურჩევენ, სანამ ჭექა-ქუხილია, მანქანებში გადაინაცვლონ. თუ საკუთარი ავტომობილით არ ხართ, დახმარება სხვებს სთხოვეთ. ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე საშიში სპორტის სახეობებია გოლფი და ცხენოსნობა, რაც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ახსნას არ საჭიროებს.  თუ ჭექა-ქუხილმა მოგისწროთ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სადაც ვერანაირ ნაგებობას ვერ პოულობთ, რაც შეიძლება დაბლობი და ჩავარდნილი ადგილი უნდა იპოვოთ. წინასწარ მოიშორეთ მეტალის ყველა ნივთი და სულ ცოტა, 5 მეტრის რადიუსში დადეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ მიწაზე. სადმე ახლომახლო მეხი თუ დაეცა, ეს საფრთხეს გაზრდის. თუ ასეთ სიტუაციაში რამდენიმე ადამიანი ერთად აღმოჩნდით, აუცილებელია, ჯგუფი დაიშალოს. თანამგზავრებს შორის დისტანცია, სულ ცოტა, 1 მეტრი, უკეთეს შემთხვევაში კი 3 მეტრი უნდა იყოს. მთაში შედარებით უსაფრთხო ადგილია კლდეებიდან რამდენიმემეტრიანი დაშორება. მართალია თუ არა, რომ ჭექა-ქუხილის დროს წყალში ყოფნა ძალიან საშიშია?  დიახ. ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე საშიში ადგილია წყალსაცავები და აუზები, სადაც მეხის დაცემის რადიუსი ას მეტრს აღწევს. ამიტომაც მოცურავეებმა წყალი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, როგორც კი მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის ნიშნები გამოჩნდება. კატარღები, ნავები, იახტები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ ხმელეთისკენ, ბორტზე მყოფებმა კი ლითონის საგნებისა და ანძებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ და რაც შეიძლება დაბლა დასხდნენ.  სხვათა შორის, სველი ტანსაცმელი კარგი ელექტროგამტარია. ასე რომ, ზოგჯერ ახალომახლო მეხის დაცემის შემთხვევაშიც კი მის შედეგს ამსუბუქებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამით სასიკვდილო დაზიანების თავიდან არიდება შეგიძლიათ. კვამლის წყარო დაახშეთ! კერძო სახლსა თუ აბაზანაში ანთებული ღუმელი საშიშროებას წარმოადგენს. ამის მიზეზი არის ის, რომ ბუხრიდან გამოსულ კვამლს მაღალი ელექტროგამტარობა ახასიათებს. ამიტომაც ცეცხლი უნდა ჩააქროთ. გათიშეთ მობილური ტელეფონი! დანამდვილებით არ არის ცნობილი, ზრდის თუ არა ჩართული მობილური ტელეფონი მეხის დაცემის ალბათობას, მაგრამ ექსპერიმენტის ჩატარება ნამდვილად არ ღირს. რაც შეეხება სახლის ტელეფონს, უმჯობესია ის ქსელიდან გათიშოთ, თქვენ კი სადენებისა და ჩამრთველებისგან შორს იყოთ. და ბოლოს, დაზარალებულს დახმარება აღმოუჩინეთ!  თუ თქვენს თანამგზავრს მეხი დაეცა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ექიმი უნდა გამოიძახოთ, მაგრამ მაშველების მოსვლამდე დრო არ დაკარგოთ. თუ დაზარალებულმა გონება დაკარგა, ზურგზე დააწვინეთ და თავი ცალ მხარეს მიუტრიალეთ, რათა ენამ სუნთქვაში ხელი არ შეუშალოს. კანის დაზიანებული ზედაპირი უნდა გაწმინდოთ და სუფთა ბინტით დაფაროთ. სასურველია, მას ტკივილგამაყუჩებელიც დაალევინოთ. თუ გულის მასაჟის გაკეთების გამოცდილება ან ცოდნა გაქვთ, მაშინ ექიმების მოსვლამდე საქმეს შეუდექით, რათა დაზარალებულს გულის რიტმი აღუდგეს. წყარო: ... ...
  • „ეს გახლავთ ისტორიული სკოლა"- განათლების მინისტრი ბახვშიგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გურიას ესტუმრა. მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. „ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც არაერთი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის“,_ განაცხადა ჩხენკელმა. სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. ცნობისთვის, სოფელ ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე ... ...
  • გორში თიბისის დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება (R)ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების  მფლობელია. თიბისის მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება. „ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს, რადგან მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ბიზნესის განვითარებასაც ამ მიმართულებით ვგეგმავ,” - ამბობს ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი. მარწყვის ჯიში, რომელიც აქ არის გაშენებული, თურქეთში გამოიყვანეს ალბიონისა და სან-ანდრეასის შეჯვარების შედეგად. ახალი ჯიშის მარწყვი პირველად სწორედ გორის რაიონში დაირგო და როგორც ფერმერი ამბობს, ძალიან გაამართლა. „ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, მხოლოდ 3-დან 3 თვენახევარი ისვენებს, ისიც ზამთრის პერიოდში. ერთი ნერგი 800 გრამიდან 1 კილოგრამამდე მარწყვს გვაძლევს,“ - ამბობს ფერმერი. პროდუქციის რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს, ერთი კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 10 ლარია. მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დასაფასოებელი დანადგარების შეძენასაც აპირებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის თუ სხვა ხილის საცალო გაყიდვებიც შეძლოს. ახლა მარწყვის სათბურებში ნერგების გამოყვანა მიმდინარეობს, რამაზ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ნერგების შემოტანა შეფერხდა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა მათი გამოყვანა. ... ...
  • "როგორც იყო აქამდე, ისეა ახლაც" _ სეტყვა ბახმაროშიბოლო დღეებია, უამინდობაა გურიაში. გუშინ და გუშინწინ სეტყვა იყო ბახმაროში. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, შეუქმნა თუ არა უამინდობამ პრობლემები კურორტის დამსვენებლებს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, დავით ჟღენტს დავუკავშირდით. როგორც დავით ჟღენტმა გვითხრა, უამინდობას კურორტისთვის პრობლემები არ შეუქმნია. "სეტყვას და უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია დამსვენებლებისთვის. შუქიც და წყალიც ისეა, როგორც იყო აქამდე. ჩვენთვის დახმარების სათხოვნელად არავის მოუმართავს", _ გვითხრა დავით ... ...
  • სექტემბერში სწავლის დაწყება, შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს- ტიკარაძემთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა არ დაიცავს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სათანადო წესებს, სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდება. „თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემბერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ, -  განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...