„ბიძინას უჭირს, დაეხმარეთ"... ნახევარი მილიონი აჩუქეთ ვიღაც ექსპერტს“ _ხმაური საკრებულოს სხდომაზე

პოლიტიკა

„ბიძინას უჭირს, დაეხმარეთ"... ნახევარი მილიონი აჩუქეთ ვიღაც ექსპერტს“ _ხმაური საკრებულოს სხდომაზე

2018 ივნ 6 19:41:29

დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე,  დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს, რომელთაგან ზოგს  ხმაური და პროტესტი მოჰყვა, ზოგიც _ აზრის გამოთქმის გარეშე მიიღეს.

დღის წესრიგის პირველი საკითხი:   „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018  წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა წარმოადგინა.    მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის  2018 წლის 3 მაისი განკარგულების შესახებ, რომლის თანახმად 2017-2018  წლებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების  გატარების მიზნით, რეგიონებში გასახორციელებელი ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ტრანსფერის სახით, 1 მილიონ 7000000 ლარი გამოეყო.

დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ მოითხოვა აღნიშნული თანხის ისე   ცალ-ცალკე  და ჩაშლილად წარდგენა,,  რომ ხალხმა, ნებისმიერმა ადამიანმა წაიკითხოს და გაიგოს, რაში რა იხარჯება.

_ გამოაქვეყნე  ბიუჯეტი  რამდენიც გინდა,  ხალხი თუ ვერ იგებს,  რად გინდა?_ თქვა ბიგვავამ.

ლავრენტი ბიგვავა დაეთანხმა  საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას  და განაცხადა,  რომ შენიშვნა  სწორია და გასათვალისწინებელია.

ხმაური მოჰყვა დღის  წესრიგის   მეხუთე  საკითხს, რომელიც შეეხებოდა განკარგულებას ახალი ა(ა)იპ სამსახურის,  „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრის“ შექმნის თაობაზე.

ნაციონალმა დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა ხმამაღალი პროტესტი ასე გამოხატა:

_ასეთი სამსახური არსებობდა   მანამდეც და გააუქმეს. მერე ალავიძის ბრძანებას დაემორჩილნენ და შექმნეს ახალი  კანონი.. ის წავიდა და ეს კი დარჩა... რისთვის გინდათ, ოზურგეთის ბიუჯეტიდან ვიღაც  რომ ნახევარ მილიონს ხსნის და მიაქვს, იმიტომ?  ხომ არსებობდა ასეთი სამსახური, რომელიც ორ საათში  აკეთებდა პროექტს. ექსპერტიზას ხელს აწერს ვინმე? თან ამ ვიღაც მოწვეულ ექსპერტს რამდენს უხდით წელიწადში. ეს არის კორუფციული სქემა. ექსპერტი რომელიც დასკვნას არ წერს, რაში უხდით ფულს?  აჩუქეთ ნახევარი მილიონი ვიღაც ექსპერტს_ თქვა მან.

როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ თავდიშვილს მიმართა _ ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  კეთილმოწყობის და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი“ გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსში გახორციელებული ცვლილების შესაბამისად. მუნიციპალიტეტს  კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების  უფლება აქვს მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ეს ა(ა)იპ კი პრინციპულად სხვაა.

თავდიშვილი მაინც არ დაეთანხმა და საკითხი ოზურგეთში საპატრულო ჯარიმების შესახებ  კამათით გააგრძელა. იკითხა, თუ რამდენი პროცენტი შემოდის ოზურგეთის  ბიუჯეტში ამ ჯარიმებიდან  და  სრულიად   არაკანონიერი უწოდა, რადგან ოზურგეთში, გმირთა მოედნის სიახლოვეს, მარკეტ „მაკა-მაიას“ წინ,  40 მეტრი სიგრძის გადასასვლელი „ზებრა“  ისეთ მოსახვევში  არსებობს, მძღოლების შეგნებულად დაჯარიმებისთვის მოფიქრებული უნდა  იყოს.  

 შალვა თავდიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ამის თაობაზე მათ სასამართლო პროცესი მოიგეს, თუმცა საპატრულო პოლიცია ამბობს, რომ ნახაზი მათ არ შეუქმნიათ და მაშინ  ქალაქის მერიამ განსაზღვრა.  თავდიშვილმა  ასევე  განაცხადა, რომ ათასზე მეტი ჯარიმა  დაიწერა აქ ამ დამაბრკოლებელ გარემოში. ბევრჯერ გააუქმეს  კიდეც, გასაჩივრების წესით, თუმცა, ყველამ არ იცის, როგორ მოიქცეს ასეთ დროს.

გია მამაკაიშვილმა განაცხადა, რომ შემოსული ჯარიმების ასივე პროცენტი ბიუჯეტში რჩება.

მერვე საკითხის განხილვას   „საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების  ფონდიდან ნატანებში, შეკვეთილის  ტერიტორიაზე ბეტონის შიდა გზების დაგების რეაბილიტაციის პროექტის მოწონების თაობაზე“ განკარგულების განხილვას, ნაციონალი დეპუტატები კრიტიკითა და დაცინვით შეხვდნენ.

_ ხო, ბიძინას ნამეტანი უჭირს და დაეხმარეთ, აბა, რა. ჩვენი წილიც იყოს მაგაში, კაია. რამდენია ეს წილი? _ კვლავ ხმამაღალი პროტესტით იაქტიურა   შალვა  თავდიშვილმა.

საკითხის  წარმომდგენმა  ოსიკო თოთიბაძემ განაცხადა, რომ 830 მ სიგრძის გზის საფარი და გარე განათებაც   არის გასაკეთებელი. სულ  პროექტის ღირებულება 611 ათას 278  ლარია და ეს  ძირითადად შეკვეთილში შიდა გზების მოწყობის  სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი.

_ კაია, კაი, დაეხმარეთ ბიძინას, უჭირს, მივცეთ, _ არ ცხრებოდა შალვა თავდიშვილი.

საკრებულომ, ასევე, განიხილა  და ადმინისტრაციულ   წარმოებაში მიიღო: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის და  საკრებულოს   აპარატის მიერ  საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისთვის მოსაკრებლის გადახდის  წესის დამტკიცების შესახებ“, დადგენილება.  იგეგმება ინფორმაციის ასლის  გადაღებისთვის მოსაკრებლის გადახდის წესი,   რომლის  ამოქმედების შემდეგ, წლის  განმავლობაში,  მოსაკრებლის გარეშე  გამოსათხოვარი საჯარო ინფორმაციის ოდენობა ხუთი გვერდი იქნება.




 ახალი ამბები
  • მთავრობის ბრძოლა გარემოს დამცველებთან2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო - ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივას“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით,  გარემოს დამცველთა დისკრედიტაციის მცდელობა იკვეთება.  კვლევა ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მათ შორის „Crude Accountability-მ“, რომელიც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში მუშაობს,  “FracTracker Alliance-მა”, რომელიც გარემოსა და ადამიანის უფლებებს აშშ-ში იკვლევს და ყაზახეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა “EcoForum”.   ანგარიშში შესწავლილია 40-მდე შემთხვევა აშშ-დან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც მთავრობები და კორპორაციები გარემოს დამცველებზე ძალადობენ, ან ემუქრებიან და აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ ისინი: იცავენ ბუნებას, ითხოვენ სუფთა ჰაერს და წყალს, ამხელენ კორუფციას, მოითხოვენ ინფორმაციის გამჭვირვალობას ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ. მაგალითები საქართველოდან „მწვანე ალტერნატივას“ მიმართ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ქმედებებს ეხება.  ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას ასახავს, რომელიც ორი სოფლის დატბორვას და 2000-მდე ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებდა და „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ბიომრავალფეროვნებას. ამის გამო, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ „მწვანე ალტერნატივას“ საჯაროდ “რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი” უწოდეს და მას ცილი დასწამეს, თითქოს ორგანიზაცია “ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას“.   კვლევაში, ასევე, შესულია სხვა ხელისუფლების დროინდელი, 2012 წლის მაგალითიც, როდესაც „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა; საქმე ეხებოდა კანონს, რომელიც გარემოს მსხვილ დამბინძურებლებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას უმცირებდა. კრიტიკის საპასუხოდ, მაშინდელმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ფარისევლურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, მისი მიზანი „საშინელი სურათის“ დახატვა და სკანდალის შექმნა იყო.   საგულისხმოა, რომ 2012 წლის ბოლოს, განახლებული მთავრობის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ იმ მოთხოვნების გაუქმება იყო, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა. ზემოაღწერილი შემთხვევები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც „მცდელობები, დისკრედიტაცია გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდეგებიან“. კვლევაში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივის“ მსგავსად, სხვა ქვეყნის გარემოს დამცველი ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია: “სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა აბრალებს საკუთარ შეცდომებს და საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით მიღებულ შედეგებს  არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ბრალს სდებს რადიკალიზმში, ზოგჯერ კი გარემოს დამცველებს ღიადაც ადანშაულებს რომ „სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი“ აგენტები არიან“. პუბლიკაციის ბოლო მონაცემებით, გარემოსთვის, მათ შორის, მიწაზე უფლებებისთვის ბრძოლაში, 2018 წელს მსოფლიოში 164 ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წელს - 207.  ამ მონაცემებში არ შედის ძალადობისა და მუქარების ის მაგალითები, რომლებიც ფატალურად არ დასრულდა.   წყარო: პუბლიკაცია „Dangerous Work: Reprisals Against Environmental Defenders“ https://crudeaccountability.org/wp-content/uploads/Report_DangerousWork_compressed_for_web.pdf ... ...
  • სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას„დღეს „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას, რადგან თუ დათანხმდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში,“_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა. პოლიტოლოგის  შეფასებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად არ აღიარებს, შექმნილ სიტუაციას კი უფრო დრამატულს ხდის ფანტაზია, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად იქნება შურისძიება. „სიტუაცია დღეს იქამდე მივიდა, რომ პროპორციული სისტემა დამარცხებაა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორც ჩანს მმართველ პარტიაში დარწმუნდნენ ან გადაწყვიტეს, რომ პროპორციული სისტემა მათთვის მიუღებელია.  აქ უკვე კომპრომისზე კი არა, კაპიტულაციაზეა ლაპარაკი და „ქართული ოცნება“ არ წავა კაპიტულაციაზე, არ დაუშვებს  პროპორციულ საარჩევნო სისტემას. „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი ფანტაზიით წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად იქნება შურისძიება მათი დამარცხების შემდეგ, ეს კი  ზედმეტ დრამატიზმს მატებს სიტუაციას,“_ ამბობს ... ...
  • სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა. შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას. შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას. შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას. კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.(R)   ... ...
  • მკვლელობა ქარელში- კაცმა დის ქმარი მოკლამკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ცოლის ძმას ადანაშაულებენ. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ ... ...
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს