"ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია

პოლიტიკა

"ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია

28 სექ. 2020, 14:46:54

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში.

"როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია.

„ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. (R)




 ახალი ამბები
  • "ოზურგეთში ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით საკვების დარიგების შესახებ ინფორმაცია არასწორია!" (R)ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით, ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა მორიგი არასწორი ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში “დიდი ოდენობით სურსათ-სანოვაგე ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით შეაქვთ”. რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი არც პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”-თან, არც სხვა რომელიმე პარტიის აქტივობებთან და საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებამდე ფაქტები გადაამოწმონ, ვინაიდან აღნიშნული ტიპის დეზინფორმაცია აზიანებს საარჩევნო გარემოს. ... ...
  • როდის განაახლებს აღსაზრდელთა მიღებას ჩოხატაურის საბავშვო ბაღებიკითხვით _ როდის განაახლებს აღსაზრდელთა მიღებას ჩოხატაურის საბავშვო ბაღები, "გურია ნიუსს" უამრავი ადამიანი მიმართავს. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილეს მარინა ცინცაძეს დავუკავშირდით. ცინცაძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი. როგორც "გურია ნიუსს" მარინა ცინცაძემ უთხრა, თანამშრომლებს რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ, სამსახურში გასვლა ხვალიდან შეეძლებათ. "ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვინც ვიყავით იზოლაციაში, ხვალ უნდა გავიდეთ სამსახურში და შემდეგ, მერიასთან შეთანხმებით, გადაწყდება, როგორ უნდა მოვიქცეთ", _  გვითხრა ცინცაძემ. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, პასუხი იმის შესახებ, როდის განახლდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მიღება ხვალ საღამოს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება "მომავალის" დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც. ამ დროისთვისორივე მათგანი ქობულეთში, საავადმყოფოში არიან მოთავსებული და როგორც ჩვენთან საუბრისას ნინო ბარამიძემ აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფებიან. დღეს კორონავირუსი ჩოხატაურში კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 62-ამდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 ... ...
  • ვინ არიან ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებულები ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებული იდეები გამოვლინდა და ამ  იდეების შესაბამისად, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე მოეწყობა, ხოლო სუფსაში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. აკეთის თემში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის მოწყობის იდეა მარიკა ბერიძესა და სალომე გეგიძეს ეკუთვნით. მათი ჩანაფიქრით, აიგება გურული ოდა სახლი, რომელიც „აკეთელების ღიღინის“ კუთხეს, პატარა ბიბლიოთეკას, სხვადასხვა დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებისა და გურული ტრადიციების კუთხეს, „კალანდას“ გააერთიანებს. იდეის ავტორების აზრით, ოდა არა მარტო მნიშვნელოვან კულტურულ, არამედ ტურისტულ ცენტრადაც იქცევა. სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია კი  ნიკოლოზ ბერიძის იდეაა. მისი ინიციატივა სახურავის შეცვლას, გარე ფასადის მოხატვასა და სამუსიკო ინვენტარის შეძენას გულისხმობს. სკოლა სარგებელს მოუტანს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სამუსიკო სკოლაში სწავლობენ ან ისწავლიან. ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო სამი აგვისტოდან დაიწყო და ის ლანჩხუთის ნებისმიერ მაცხოვრებელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. მათ მხოლოდ კონკრეტული იდეა უნდა წარედგინათ, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდებოდა. მთავარ თემებად წელს განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა შეირჩა. სულ კონკურსში მოქალაქეებმა 47 ინიციატივა წარადგინეს. საბოლოოდ, ელექტრონულ კენჭისყრაზე ის 22 იდეა მოხვდა, რომლებიც 2021 წლის პრიორიტეტულ თემებს - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, სკვერებს, კულტურული კლუბების კეთილმოწყობას, სპორტულ სივრცეებსა და ღონისძიებებს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ხელისუფლებას გურია უბრალოდ არ აინტერესებს„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი -  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი - მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გურია ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი მინუსებშია. თავისთავად ფაქტი, პანდემიიდან გამომდინარე ვარდნის მიუხედავად, მაინც ყოვლად მიუღებელი და საგანგაშოა. რეალობა არის ის, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის მოკლებული იყო ყურადღებას ყველა ხელისუფლების მხრიდან. რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, გურიასთან მიმართებით, მხოლოდ 2016 წლიდან ითვლიან,  ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს და ეს რიცხვი იყო მილიონ 653 ათასი დოლარი. მანამდე, 2018 წელს იყო 301 ათასი დოლარი, 2017 წელს ერთ მილიონზე ოდნავ მეტი (1,084 მლნ) და 2016 წელს 553 ათასი დოლარი. ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი იმ ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, როგორიც არის გურია. ეს ნიშნავს, რომ ხელისფლების ინტერესში არ არის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. სხვაგავრად, წარმოუდგენელია, რომ გურიაში, რომელიც დახუნძლულია ზღვისა და მთის კურორტებით, სადაც იშვიათი სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის წარმოების უნიკალური პირობებია, სადაც ეკოტურიზმის განვითარებისთვის იდეალური წინაპირობაა, ვერ შექმნა კეთილმყოფელი საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, „ლელოს“ ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის საინვესტიციო კლიმატს რეგიონში და ეს დაიწყება „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ თანმიმდევრული განხორციელების შედეგად. „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე ამომრჩეველი დაინახავს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. „ლელო“ მოდის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და არა ეპატრონოს მას. ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებთ „მარშალის გეგმით“ გაწერილ სამუშაოს. ერთად დავდებთ ლელოს საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში გურიაც ყოველთვის იტყვის თავის წონად სიტყვას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. ... ...
  • მაკა ჭყონია: „ოზურგეთის ბაღებში კვების პროდუქტებით ბავშვების მოწამვლა გამოირიცხა“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში,  ბავშვებში გავრცელებულმა ვირუსმა, რის გამოც ბევრ ბავშვს 11 სკოლამდელ დაწესებულებაში აღენიშნებოდა დიარეა, პირღებინება, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა კვების პროდუქტების მიმართ. „გურია ნიუსის“  ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და დასკვნაც დაიდო, რის შესახებაც უკვე ვწერდით. „გურია ნიუსი“ ამ დილით სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს,  მაკა ჭყონიას კვლავ ესაუბრა, რადგან გუშინ მან გვითხრა, რომ  საღამოსთვის ეცოდინებოდა ლაბორატორიული დასკვნის შესახებ. სრული პასუხი ეცოდინებოდა. _ დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს,  რომ ამ ფაქტის ირგვლივ, კვების პროდუქტები გამოირიცხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნა არ მიგვიღია, _ გვითხრა მან.  ჩვენ, ასევე,  სეს-ის გურიის  რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი. _ გეტყვით, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. კვლევები კვლავ   გრძელდება.  მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. რაც  აქამდე გაკეთდა, იმ კვლევების მიხედვით, საკვები პროდუქტებით მოწამვლა ნამდვილად გამოირიცხა. თუმცა, კვლევა გრძელდება და როცა გვექნებ პასუხი, გპირდებით, მაშინვე გაცნობებთ და გახდება საჯარო, _ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...