„ჭკვიანური იქნება, ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა მიანიჭოს“_ დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა

„ჭკვიანური იქნება, ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა მიანიჭოს“_ დავით ბერძენიშვილი

2018 ნოე 13 15:25:52

"ივანიშვილმა ვერ ისწავლა პოლიტიკა, ამიტომ საკუთარ მახეში გაება. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში ვერ განვითარებულიყო", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ, გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა მიანიჭოს, რადგან "ერთი არაფორმალური პოლიტიკური ლიდერისგან გათავისუფლების დაწყება და მეორე არაფორმალური პოლიტიკური ლიდერის მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი."

_ ბატონო დავით, „ქართული ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად, ოპოზიციის მტკიცებით, მთელი სახელისუფლებო რესურსი აქვს ჩართული. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტია საზოგდოების გულის მოსაგებად, გარკვეულ პოლიტიკურ კომპრომისებზე წავიდა, მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეს ბრალის წარუდგინა და პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროეტი გაიწვია. ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ამომრჩეველთა განწყობა შეიცვლება?

_ ნაკლებად ვვარაუდობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაპირდაპირი მოსყიდვით ბევრი ამომრჩეველი მიიმხროს. ბუნებრივია, მმართველი პარტია შავი ფულითაც შეეცდება ამომრჩეველთა გადაბირებას, მაგრამ საარჩევნო პროცესზე აღნიშნულს მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაში, ე.წ. ძველი გვარდიის აბსოლუტურად გაკოტრებული ადამიანები ჩართო. ირმა ინაშვილს რომ შეშურდება, ისეთი პრორუსულობით, უცოდინარობითა და სიბნელით ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ოლეგ იაძე, რომელიც  პატარა ბიძინა ვარო გაიძახოდა.

გრიგოლ ვაშაძეს აქვს  ძალიან დიდი სასტარტო უპირატესობა. დავით ბაქრაძისთვის მიცემული ხმები თითქმის მთლიანად გადავა  ვაშაძესთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისთვის „ევროპული საქართველო“ მეორე არჩევანია და განსაკუთრებით  პირიქით, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თითქმის ისეთივე შინაური და ღირებულია, როგორც  დავით ბაქრაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ სუს-ი ძალიან მძიმედ არის ჩართული  წინასაარჩევნო კამპანიაში. ასეთი აქტიურობა დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტებსაც კი სცილდება.

როგორ შეიძლება ელჩი გამოიძახო და მიავლინო საარჩევნო პროცესში ისე, როგორც აჭარაში მოხდა. როდესაც სპეცსამსახურები და ელჩები მუშაობენ საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებისთვის, ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტიც კი არ არსებობს.

_ გრიგოლ ვაშაძის, რომლსაც თქვენმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა, რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი აცხადებს, რომ  დეკემბერში საქართველოში  რევოლუციაა მოსალოდნელი. იმ შემთხვევაში თუ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და მდგომარეობა ამ სცენარით წარიმართა, „რესპუბლიკურ პარტიას“ რა როლი ექნება ამ პროცესებში? ამასთან,  აპირებთ სამომავლოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას?

_ გამარჯვებული ძალა არ აწყობს რევოლუციას და მითუმეტეს, დამარცხებული ვერ მოაწყობს  თუ  სათანადო მხარდამჭერი აქ ჰყავს.

ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი დამარცხდეს. ჩვენც მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის დამარცხება ქვეყნისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მისი გამარჯვება, ამიტომ  მხარი დავუჭირეთ გრიგოლ ვაშაძეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოპოზიციურ პარტიასთან არანაირი წინაპირობა არ დაგვიყენებია, რაიმე სახის შეთანხმებებზე არ გვისაუბრია. ყველაფერს პოლიტიკური მომავალი გვიჩვენებს.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ღიად დავწერე, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ბიძინა ივანიშვილმა მრავალპარტიული სისტემის შექმნის შანსი არ დაუტოვა. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც მოგვეცემა მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლის შანსი.

_“ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აპირებთ მრავალპარტიული სისტემის შექმნას?

_ ქართველი ამომრჩევლის მიერ  „ნაციონალური მოძრაობა“ მკაფიოდ გადაიქცა ქართული ოპოზიციის ლიდერად. ისეთ ლიდერად, რომელიც შემძლეა “ ქართული ოცნება“ დაამარცხოს. ასეთ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე წარმოუდგენელია ქართული პოლიტიკური სპექტრის შექმნა.

გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოველი და ვფიქრობ, მისი მხრიდან ჭკვიანური ნაბიჯი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა მიანიჭოს, იმიტომ, რომ ერთი არაფორმალური პოლიტიკური ლიდერისგან გათავისუფლების დაწყება და მეორე არაფორმალური პოლიტიკური ლიდერის მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი.  

_ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა  საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დასახმარებლად ძველ გვარდიას მოუხმო. როგორ ფიქრობთ, ძველ გვარდიას შესწევს  ძალა იმისა, რომ ქვეყნაში არსებული პრობლემები გადაჭრას? ამასთან, ივანიშვილის მხრიდან არალოგიკური ხომ არ არის ძველი გვარდიის შემოერთებაზე საუბარი, მაშინ, როცა “ოცნების“ ლიდერი საზოგდოებას პარტიის ახალი სახეებით დაკომპლექტებას დაჰპირდა?

_ ბუნებრივია, ალოგიკურია. თან იძახის ძველ გვარდიას დავაბრუნებთო და პარალელურად, ამბობს, სულ განახლებული შემადგენლობა უნდა მყავდესო. მისთვის პარტიის განახლება არის კარგად დავიწყებული ძველის მოყვანა პარტიაში.

ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი არის ჯაჭვლიანი. ივანიშვილმა არ იცის პოლიტიკური მენეჯმენტი. ივანიშვილმა იცის პოსტსაბჭოთა ბიზნესმენეჯმენტი, რომელიც ძალიან შორს არის ნორმალური ბიზნესმენეჯმენტისგან.

ივანიშვილმა ვერ ისწავლა პოლიტიკა, ამიტომ საკუთარ მახეში გაება. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში ვერ განვითარებულიყო.  „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ გვებრძოდა ყველაზე მეტად.

ჩვენ წავაგეთ, მაგრამ გადავრჩით პოლიტიკურ სივრცეში და ამჟამად შეიქმნა ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომ „რესპუბლიკელების“ ფასი ძალიან მნიშვნელოვანია.

_ შვილმოკლული მამები მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალი  საზარელი მკვლელობებიდან ერთი წლის თავზე სამართალს კვლავ ეძებენ. როგორ ფიქრობთ, მმართველ პარტიას რა მოტივით არ სურს საქმეების ობიქტურად გამოძიბა?

_ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობა  ბუტა რობაქიძის მკვლელობის იდენტურია.

ზაზა სარალიძეს ეუბნებიან, შენი შვილის მკვლელობა რა კავშირშია გვირგვლიანი მკვლელობასთანო?! რაც არანაირ ლოგიკაში ჯდება.  არც ერთ ხელისუფლებას უკადრებია სახელისუფლებო პროპაგანდის გამო შვილმკვდარი მშობლების დაპირისპირება, ეს მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც დღეს ამ ადამიანების შვილების მკვლელებს ხელს აფარებს.




 ახალი ამბები
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.წ. ერთხმად ცნო დამნაშავედ. ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ვ.წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულ გ.რ.-ს სისხლია აღმოჩენილი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ვ.წ. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული  ქ. თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე გ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და გ.რ.-ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში მიაბჯინა და ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილიდან მასრა აიღო და მიიმალა. სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ვ.წ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  12 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • "არჩევნები მოაგებინეს და ახალ საქმეს „უკერავენ“_ ლანჩხუთელების თანადგომა გია თვალავაძეს„არჩევნები მოაგებინეს და ახლა ცდილობენ, ახალი საქმე შეკერონ გია თვალავაძის წინააღმდეგ, რომ ქრთამის აღების ბრალი წაუყენონ. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოჩნდება ჩვენს ქვეყანაში რამდენადაა შესაძლებელი სიმართლის დადგენა და უდანაშაულობის დამტკიცება“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარში ლანჩხუთელთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის მხარდასაჭერად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საჯაროდ ითხოვენ.  „ვიცით, ამ გაზეთს ხმა მთავრობამდეც მიუწვდება და გვინდა მათ ჩვენი ხმაც გავაგონოთ. გია თვალავაძე ორიოდე თვის წინ დააკავეს, თუმცა, მაშინვე ცხადი იყო, რომ ბრალი შეთითხნილი იყო. მისი პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლებელია, ის ჩართული ყოფილიყო „სააფთიაქო ნარკომანიაში“, – ამბობენ რიგითი ლანჩხუთელები და იმასაც დასძენენ, რომ თავის დროზე ლანჩხუთელთა ერთსულოვნებითა და პროტესტით, ხელისუფლება იძულებული გახდა, თვალავაძისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, რამაც არჩევნების შედეგზე საკმაო გავლენა იქონია. სამწუხაროდ, გია თვალავაძის სახელი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა არასასიამოვნო კონტექსტში.  საინტერესოა, ვის და რატომ აქვს ასეთი დიდი ინტერესი ამ ადამიანის მიმართ.  რა გამოდის, არჩევნები მოაგებინეს და ახლა ახალ საქმეს „უკერავენ“, რომ ქრთამის აღების ბრალი წაუყენონ?!  თუ საჭირო გახდა, ისევ გამოვალთ ქუჩაში, ბევრად მეტი, ვიდრე ორი თვის წინ და ჩვენი რაიონის საამაყო შვილს გვერდით დავუდგებითო. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნ.ჯ. დააკავეს, რომელსაც სასამართლომ მოგვიანებით პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის ინფორმაციით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსის, გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნ. ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ჯამში ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა  4 094 709 ლარი შეადგინა, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში 21 პირი მისცეს. 24 ოქტომბერს   დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 000 ლარის გირაოთი შეუცვალა ქრთამის აღების ფაქტთან გია თვალავაძის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.  „მე ვიცავ ბრალდებულ გია თვალავაძეს, რომელსაც სულ ახლახანს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა სრულიად უკანონო პატიმრობიდან. შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით და არასდროს არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. როგორც ჩანს, ადგილი აქვს მცდელობას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გია თვალავაძეს როგორმე შეუკოწიწონ ახალი საქმე და წაუყენონ ბრალდება ქრთამის აღების მუხლით. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა იქნება წარუმატებელი, ვინაიდან შეუძლებელია ადამიანს დაუმტკიცო იმ დანაშაულის ჩადენა, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. როგორც ბრალდებულის ადვოკატი, კარგად ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მისგან ქრთამის აღებას ადასტურებს. იმდენად არარეალურია გია თვალავაძისთვის ქრთამის აღების დაბრალება, ბრალდების მხარის მხრიდან მისი ამ დანაშაულთან დაკავშირების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. დაცვის მხარე აუცილებლად არგუმენტირებულ პასუხს გასცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და ყველა ნათლად დაინახავს გია თვალავაძის სიმართლეს. კანონის ფარგლებში გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და არ დავუშვებთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის დასჯას", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე და  სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გია თვალავაძის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს. სუს-ის მიერ ზემონახსენებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება გია თვალავაძის კიდევ ერთი ადვოკატი ლალი აფციაური. „პროკურატურა და ჟურნალისტებო!!! გია თვალავაძის მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს?? თუ აღკვეთის შეცვლის საფასურად მიღებული ჩვენებები მიგაჩნიათ მტკიცებულებად??? არ გამოვა უდანაშაულო ადამიანის დასჯა!!! ოცნებაააააააააა... ოცნებაააააა!!!!! ჯანმრთელობა შევწირეთ უსამართლობასთან ბრძოლას!!!! არაფრის დათმობას არ ვაპირებ!!!!“-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლალი ... ...
  • თბილისში ავტომობილი გაიტაცესთბილისში წერეთლის გამზირზე ავტომობილი გაიტაცეს. როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს მისი მფლობელი მანქანიდან თანხის ჩასარიცხად იყო გადასული. გატაცებიდან ცოტა ხანში პირი, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა ავარიაში მოყვა და 5 მანქანა დაამტვრია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტომობილის გამტაცებელი პირი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ... ...
  • საქართველოში ძლიერ ნალექს ელოდებიანგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. „11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“,_წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული მ.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...

რა საფრთხე ახლავს ბურთის თავით თამაშს

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი...

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...