,,ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას ვერავინ შეძლებს“ _ ოქრიაშვილი

პოლიტიკა

,,ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას ვერავინ შეძლებს“ _ ოქრიაშვილი

4 ივნ. 2018, 21:41:17

ფრაქცია ,,ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ  ზაზა სარალიძისა და ყველა იმ ადამიანის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას კითხვები აწუხებს,  ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული. ამასთან, როგორც ოქრიაშვილი გვეუბნება, ხალხისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების ინტერესები უახლოეს მომავალში გაიმიჯნება და ყველა პროცესს საკუთარი სახელი დაერქმევა.

,,ბატონი ზაზა არის თუ არა რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ, არ არის საინტერესო. იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც თვლიან, რომ  დაჩაგრულები არიან და მართლმსაჯულების მიმართ  აქვთ უსამართლობის განცდა, კარგად  უნდა იქნას გამოძიებული.  ვფიქრობ, რომ პარტიული ინტერესები უნდა გავმიჯნოთ იმ პროცესებისგან, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ ორ დღეში, ამ ხალხის და პოლიტიკური პარტიების ინტერესები ერთმანეთისგან გაიმიჯნება. მჯერა, ბატონი ზაზა სამართალს იპოვის, რადგან  მთელი მთავრობა და  უმრავლესოვაბა ფეხზე გდას. ის პარტიები კი, რომლებიც პროცესებს  საკუთარი პარტიული ინტრესების გასატარებლად იყენებენ, მალე  გამოაშკარავდებიან და დაანახებენ საზოგადოებას თავიანთ რეალურ სახეს. ჩვენი ქვეყნის  დესატაბილიზაციას ვერავინ შეძლებს“, _ გვითხრა ოქრიაშვილმა.




 ახალი ამბები
  • "ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს" _ პაატა იმნაძეძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, როდესაც პასუხისმგებლობა შენზეა, მაშინ ჯობს უფრო მკაცრი რეკომენდაცია მისცე და დაიცვა ადამიანის სიცოცხლე , _ ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კონდიციონერების გამოყენების  შესახებ განცხადებისას აღნიშნა. იმნაძის თქმით, ვიდრე არ იქნება მყარი მტკიცებულებები, რომ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენება არ ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს, იქამდე მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაიცემა. მისივე განმარტებით, სახლებში კონდიციონერის გამოყენება არავის აუკრძალავს. „არის ბევრი მოსაზრება კონდიცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვითამაშებთ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით. მე რომ ახლა ვიყო თავისუფალი ექსპერტი, იმდენ რამეს ვიტყოდი, ჩემი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა მერე. ჩვენ როდესაც აქ რაღაცას გადავწყვეტთ და ვურჩევთ ჩვენს ხელისუფლებას რომ გააკეთოს, შემდეგ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რა მოხდება საქართველოში და როგორი იქნება ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი რეკომენდაცია რაიმე მეცნიერულ მტკიცებულებას უნდა ემყარებოდეს. ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, როდესაც პასუხისმგებლობა შენზეა, მაშინ ჯობს უფრო მკაცრი რეკომენდაცია მისცე და დაიცვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიდრე შენი ქმედების გამო ერთი ადამიანი მაინც მოუკვდეს საქართველოს. აქვე დავამატებ, რომ ეს არ ეხება ყველა კონდიციონერსა და კონდიცირების ყველა სისტემას. სახლში კონდიციონერი არ ჩართოო არავის არ უთქვამს, აქ საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენებაზე, რომელიც მარტო შიდა ჰაერს ატრიალებს, რადგან არსებობს კონდიციონერები, რომლებსაც გარედან შემოაქვს ჰაერი და იმას აციებს. მე ვგულისხმობ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო კონდიციონერებს, რომელიც არ არის დამტკიცებული, რომ რისკს არ უმატებს, აქედან გამომდინარე, რეკომენდაციას, რომ ასეთი ჩვეულებრივი კონდიციონერები იქნეს გამოყენებული, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გავცემთ", _ განაცხადა პაატა ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე: დავაბრუნეთ პლაქვენილი COVID-19-ის მართვის პროტოკოლშიჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში, _ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს: „როგორც ცნობილია, ჟურნალ „Lancet“-ში ა.წ. 22 მაისს გამოქვეყნებული სტატიის (https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(20)31180-6/fulltext) შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - „Solidarity“-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.  რამდენადაც საქართველო მონაწილობს „Solidarity“ კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა.  ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ „Lancet“-ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა.  პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) „Solidarity“ კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.  ამავე პერიოდში დარგის მსოფლიო ლიდერმა - აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ინსტიტუტმა (NIH/NIAID) პროფესორ Anthony Fauci-ის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი მასშტაბური კვლევა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებაზე დაავადების დამძიმებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის.  პარარელურად აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელდება მასშტაბური კვლევები COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლის თემაზე.  აშშ პრეზიდენტი ბ-ნი Trump, რომელმაც თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას COVID-19-ით პაციენტებში, აცხადებს, რომ პირადად იღებს ამ მედიკამენტს COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის.  მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით - „ცნობა პლაქვენილის გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა“.  იმ პირების საყურადღებოდ, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას ჩვენს სამკურნალო სტრატეგიასთან აიგივებენ და ჯანმო-ს მიერ მისი კვლევიდან ამოღება კმაყოფილებით აღიქვეს - ასეთ რეპლიკაც კი იყო, რომ ჯანმო-ს ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს „სულზე მოუსწრო?!“. მინდა მკაფიოდ განვუმარტო, რომ პლაქვენილი ჩვენთვის COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში COVID-19-ით პაციენტებს ვმკურნალობთ ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ - ჰემადსორბცია სხვადასხვა სორბენტების (მათ შორის Cytosorb-ის) გამოყენებით და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა ავადმყოფების გადარჩენაზე და საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან (და არა პლაქვენილმა) განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს 1 მილიონ მოსახლეზე ევროპის 48 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ისგან სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3,3). ეს ფაქტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების, ექსპერტების და გამოცემების მიერ და ჩვენმა ოპონენტებმა ეს გინდ დაიჯერონ და გინდ _ არა.    აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.  ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის ... ...
  • კრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალაკრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, გარდაიცვალა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“, _ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "კინო ახლა იწყება, ყველანი გავერთობით" _ კახი კალაძე"ყველანი გავერთობით, ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.   „მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება. პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ ყველა მოვახერხებთ საარჩევნოს სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხმება,“ - განაცხადა ... ...
  • კოვიდსიტუაცია საქართველოში _ გამოკანმრთელებულები და ინფიცირების ახალი შემთხვევებისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2955 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?