„დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე

gurianews.com

პოლიტიკა

„დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე

2018 სექ 20 16:12:46

„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის. 

„რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სტაფილოსფერი შენობა დაჯარიმდაქალაქის ცენტრში, ახალაშენებულ შენობაში, რომელშიც საფინანსო ორგანიზაცია “კრედო“ შევიდა, დაჯარიმდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის შალვა გაბრიჩიძის ინფორმაციით, დაჯარიმდა მშენებელი. მისივე თქმით, პროექტში იყო სხვადასხვა დარღვევა, რის გამოც 500-ლარიანი ჯარიმა გამოიწერა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  დაწუნებული იქნა შენობის ფერიც, რასაც ქალაქში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. “მარტო ფერზე არ არის საქმე, როგორც გითხარით, პროექტში იყო დარღვევები. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს პირველადი ფერია და გადაიღებება“, _ თქვა შალვა გაბრიჩიძემ. მკითხველებს შევახსენებთ ეს ის ადგილია, სადაც ადრე ბილბორდი იყო ილიას უკვდავი სიტყვებით _ „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა ... ...
  • გააქვს თუ არა მოსახლეობას განვადებით მაღაზიიდან პურისფქვილი, შაქარი და მაკარონი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელშიც ამბობს, რომ მოსახლეობა მაღაზიებში კვების პროდუქტებზეც განვადებას აკეთებს.  “გურიაში ხალხი ისე გაღარიბდა, მაღაზიებიდან პურისფქვილი განვადებით გააქვთ“, _ წერს ქათამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ოზურგეთის ერთ-ერთ მაღაზიაში “გურია ნიუსს“ დაუდასტურეს, რომ კვების სხვადასხვა პროდუქტზე განვადების სისტემა მუშაობს. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია. ვისაც პრობლემა არ აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, მაღაზიებიდან განვადებით გააქვს შაქარი, პურისფქვილი, მაკარონი, ზეთი... პროდუქტი 100 ლარზე მეტი ღირებულების უნდა იყოს, რომ განვადებით გაიტანო. მე, როგორც ვიცი, რვა თვის შემდეგ ხდება გადახდა.  ეს კეთდება იმ მომხარებელზე, ვინც კარგი გადამხედელია. ჩვენს მაღაზიაშიც შეიძლება ამის გაკეთება“. ამავე მაღაზიაში გვეუბნებიან, რომ პროდუქტებზე განვადება 6 წელზე მეტია მოქმედებს. “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “კრედო ბანკის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს ჯაბა გუნთაიშვილს.  როგორც გუნთაიშვილმა გვითხრა, განვადების პროგრამით სარგებლობენ „კრედო ბანკის“ მომხარებლები, თუმცა ასეთი სახის განვადებაზე საპროცენტო განაკვეთი დიდი არ არის. “თითქმის 2 წელია მოქმედებს ეს პროგრამა. ღვინის დაყენების დროს მოგვმართავენ და შაქარი გააქვთ ჩვენი კონტრაქტორი მაღაზიებიდან“, _ გვითხეა ჯაბა გუნთაიშვილმა. ჩვენთვის, ასევე,  ცნობილი გახდა, რომ მაღაზიის მეპატრონეები,  პროდუქტს ერთი თვის ვადით ნისიად გასცემენ, ერთი თვის შემდეგ კი საბაზრო ფასს ემატება პროცენტი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონებმა საუბარი არ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?