"დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)

პოლიტიკა

"დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)

2018 ივლ 17 19:34:18

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს.

ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა:

"ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _  განაცხადა ალავიძემ.

ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა.

ნოდარ ჯავახიშვილი კი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია:

_ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _  საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა.

_ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა?

_ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში.

_ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა?

_ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით.

_ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ?

_ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი  შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ.

_ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე?

_ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი.

_ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს... ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ?

_ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა "გურია ნიუსის" ზარებს არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...