დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ

29 მაი. 2020, 17:52:16

„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ამისთვის ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“, - ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენს.

დიმიტრი ხუნდაძემ თავის გამოსვლაში ბავშვთა სიღარიბეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ.

„რა თქმა უნდა, პრობლემა არის, მაგრამ როცა საუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ბავშვთა სიღარიბე, მინდა, შეგახსენოთ შეადარეთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდს და მინდა გითხრათ, რომ იმ დროს, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მაშინ ბავშვთა მდგომარეობა იყო უარესი და დღეს ბავშვთა მდგომარეობა არის უკეთესი, რაც მნიშვნელოვანია. ტერმინი - შიმშილობის გამო ბავშვები საქართველოში იღუპებიან - არის ტყუილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არასრულფასოვან კვებაზე - ეს არის რეალობა და არა ის, რომ ქვეყანაში შიმშილობაა, რასაც ყოველდღიურად აგონებთ ტყუილს საზოგადოებას, რომ ისინი დაძაბოთ, ისპეკულიროთ და ამით მიიღოთ პოლიტიკური სარგებელი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ სწორედ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

„პიკური მაჩვენებელი ბავშვთა სიკვდილიანობის 0-დან 5 წლამდე იყო 2009 წელს და დღეს, საბედნიეროდ, ეს არის მნიშვნელოვნად დაკლებული და უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ხშირად ოჯახები უარს ამბობდნენ ბავშვის ყოლაზე იმიტომ, რომ ელემენტარულად არ ჰქონდათ მშობიარობის გადასახდელი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა - შობადობის დაფინანსების პროგრამა, რის შემდეგაც რამდენიმე ასეულმა ათასმა ოჯახმა იყოლია ბავშვი და ამის საფასური გადაიხადა სახელმწიფომ და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 2014 წელს შემოღებული იქნა შობადობის წამახალისებელი პროგრამა - ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა.

„ეს იმ კრიზისულ რეგიონებში და ასეთი შვიდი რეგიონია, სადაც სიკვდილობა ჭარბობს შობადობას და ეს პრობლემა დაწყებულია სწორედ იმ პერიოდში, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში. ასევე, დავიწყეთ ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა - რომელიც პროგრამულად აფინანსებს ორსულებს იმ მედიკამენტებით, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ანუ ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ ჩანასახშივე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამების შემდეგ, ქვეყანაში შემცირდა აბორტების რიცხვი.

„აბორტების რიცხვის პიკური მაჩვენებელი იყო თქვენი ხელისუფლების პერიოდში - 2012 წელს, როცა დაფიქსირდა ქვეყანაში თითქმის ორმოცი ათასი მხოლოდ რეგისტრირებულ აბორტი და სხვათა შორის, ამ პროგრამებით, რაც ჩამოვთვალე, დღეს მნიშვნელოვნად არის აბორტების რიცხვი შემცირებული და ის 2019 წლის მონაცემებით 27 ათასია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შემოიღო მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, სადაც კვების რაციონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და წელიწადში ბავშვებზე სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში, მხოლოდ კვებაზე, დაახლოებით 56 მილიონი იხარჯება.​




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...
  • მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალასაქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი ბატონი გოვენ ჭეიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოება და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილება ავრცელებს. ცნობისთვის, გოვენ ჭეიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. 1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობის ... ...
  • საქართველოდან მონტენეგროში მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე ჩავლენმონტენეგროს მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ჩამსვლელებს დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი ვებგვერდზე აქვეყნებს. განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა სიაში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს არც კორონავირუსზე ტესტის და არც  კარანტინის გავლა მოუწევთ. დანარჩენი ქვეყნებიდან ჩაულებისთვის კი სავალდებულო ... ...
  • უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდაკრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა. ცნობისათვის 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...