დმანისის მერი ,,ქართული ოცნებიდან” გარიცხვის შესახებ - ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მედიით გავიგე

პოლიტიკა

დმანისის მერი ,,ქართული ოცნებიდან” გარიცხვის შესახებ - ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მედიით გავიგე

13 აგვ. 2020, 16:25:06

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს  იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის  რიგებიდან იქნა გარიცხული.

გარიცხვის მიზეზად კი,  პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა დასახელდა, რაც მის მიერ ,,ქართული ოცნების“ კონკურენტი“ კანდიდატების საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში გამოიხატა.

 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული.  გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – ნათქვამია  მედიით გავრცელებულ განცხადებაში, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ დევს, არც ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და არც ფეისბუქ გვერდზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ ქართული ოცნების“ პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გავრცელებულ განცხადებას ვერაფერს დაამატებენ.

,,გურია ნიუსი“, ასევე ესაუბრა დმანისის მერს გიორგი ტატუაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიიდან გარიცხვის შესახებ მედიით გაიგო.

,,ამასთან დაკავშირებით, ჯობია ჰკითხოთ მას ვინც ეგ განცხადება გააკეთა. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის არაფერი უთქვამთ, არ ვიცი რას გულისხმობენ, მე მედიით გავიგე ამის შესახებ“, - განაცხადა ტატუაშვილმა.

როგორც გიორგი ტატუაშვილის ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, ის  მხარს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დმანისში, კახაბერ ოქრიაშვილს უჭერს. დმანისის მერის ფეისბუქ გვერდზე 19 ივნისიდან ოქრიაშვილის არაერთი პოსტი აქვს გაზიარებული.

ცნობისთვის,  კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა – ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა, რამდენიმე დღის წინ  ახალი პოლიტიკური პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შექმნეს.

კითხვაზე _ აპირებს, თუ არა სხვა, რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას_  გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ ჯერ  არაფერი აქვს  გადაწყვეტილი და მედიაში გავრცელებულ განცხადებაზე განმარტებებს ელოდება.

,,ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი და არც ვაპირებ ჯერ რაიმე სახის კომენტარის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ ვინც ეგ განაცხადი გააკეთა, მან უნდა გააკეთოს ყველაფერზე განმარტება. მე არავინ შემხმიანებია, არ ვიცი რატომ გამრიცხეს, თუ განცხადებას აკეთებენ, უნდა გაეკეთებინათ განმარტებაც. ამის შესახებ ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია,  არ დევს.  იქნებ მედიაში, საიდანაც მე  შევიტყვე ოფიციალურად ჩემი პარტიიდან გარიცხვის შესახებ, ვიღაცამ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა. ვფიქრობ, რომ  გავრცელებულ განცხადებაზე განმარტება თვითონ უნდა გააკეთონ და ეს ინფორმაცია უნდა დააზუსტონ“, - განაცხადა დმანისის მერმა.

 




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls