ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

პოლიტიკა

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

22 იან. 2020, 16:12:53

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სიტყვის გამოსვლის შემდგომ,  ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნების ხელისუფლება გააკრიტიკეს.

,,გურია ნიუსი“ გთავაზობთ ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომელიც ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისას გაკეთდა.

ევროპარლამენტარ მარკ გალერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემოსაღებას და დელეგაციის წევრებს მოუწოდა გულახდილად აღიარონ, რომ ბიძინა ივანიშვილი კულისებს მიღმა აწყობდა მისი  ჩავარდნის სცენარს.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონექართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილია, რამდენიმე წევრმაქართლი ოცნებადატოვა. გულახდილად თქვით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს“, - განაცხადა გალერიმ.

მარია გრიგოროვას თქმით, ჩორჩანაში მიმდინარეობს ბორდერიზაცია. იქ კი არ უშვებენ ჟურნალსტებს და აქტივისტებს და დაინტერესდა, თუ რატომ ხდება ესე, რადგან ხელისუფლებამ არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია თავის მოქალაქეებს უნდა მიაწოდოს

მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ახსენა ჩორჩანაში არსებული ვითარება; ასევე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მინდა ორი კითხვა დავსვა, რომელიც ამას უკავშირდება. ჩორჩანაში სრულიად ახალი სიტუაციაა, მიმდინარეობს ხეების მონიშვნა, კვლავ მიმდინარეობს ბორდერიზაციაც, სრულიად განსხვავებული მასშტაბებით, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, იქ არ უშვებენ ჟურნალისტებს და აქტივისტებს და ჩემი კითხვა იქნება - რატომ ? რადგან მივიჩნევ, რომ ხელისუფლებამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს თავის მოქალაქეებს თუ რა ხდება“,- განაცხადა მარია გრიგოროვამ.

ევროპარლამენტარმა ასევე განაცხადა, როდესაც ხელისუფლება საუბრობს ,,საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან, როგორც არასდროს“, ფიქრობენ თუ არა იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრები ამას თუ ეთანხმებიან.

იმედი მაქვს, რომ ჩემს კითხვასა და მოსაზრებას ობიექტურად შეაფასებთ იმიტომ, რომ იქ ვიყავი და ვესაუბრე პროსახელისუფლებო, არასამთავრობო მხარეს და პროტესტის მონაწილეებსაც პირადად და მე არ მაქვს ინფორმაცია მათ მიერ პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით. პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინოთბილისის კედლით“, თუმცა ეს მხოლოდ შენიშვნაა. მინდა გკითხოთ: როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან როგორც არასდროს, ფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრები გეთანხმებიან ამაში ?“- განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია გრიგოროვამ.

ის ასევე დაინტერესდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხით, უფრო კონკრეტულად კი იმით, თუ ვინ გადაიხადა ჯარიმა ექიმის გათავისუფლებისთვის, ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა თუ კონკრეტულმა ინდივიდმა.

ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის  თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები დაპირდნენ, რომ დიალოგს შედეგი ექნებოდა და საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა და ქართულ დელეგაციას მიმართა, რომ   გადაეცათ მისი  სურვილი პარტიის ლიდერებისთვის , რადგან ის  კვლავ ელოდებიან, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე  არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება.

ბევრი შეხვედრა მქონდა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, მმართველ პარტიასთან, პარტიის ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით. ასე რომ, მინდა, გთხოვოთ, რომ თქვენი პარტიების ლიდერებს ჩემგან ერთი ძალიან მარტივი გზავნილი გადასცეთ. ისინი დამპირდნენ, რომ დიალოგს შედეგი ექნებოდა და საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა. ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი - მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება. დაბოლოს, შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“ - აღნიშნა კუბილიუსმა.

რასა იუნკიავიჩენსმა კი მწუხარებას გამოხატა, იმის გამო რომ მართველი პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ ცუდი ოპოზიციის შესახებ, რადგან ეს არ არის დემოკრატიის წესები, მან ასევე აღნიშნა, რომ  ეს წელი საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის ტესტი.

ეს წელი საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის ტესტი. ჩვენ ყურადღებით გაკვირდებით. თქვენ გყავთ ბევრი ევროპელი მეგობარი ევროპარლამენტში, არა ერთი, ან მეორე პოლიტიკური პარტიის მეგობრები არამედ საქართველოს მეგობრები. ჩვენი შეშფოთება კვლავ ეხება ჩააბარებს, თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. ვწუხვარ, რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის იყო ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ. ეს არ არის დემოკრატიის წესები. როცა, ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიაზე, მოწინააღმდეგეებზე, ეს თქვენ, საქართველოს არ დაგეხმარებათ ახალი მეგობრები იპოვოთ ევროპარლამენტში. ვერ დაარწმუნებთ მეტ ხალხს, რომ მხარი დაგიჭირონ“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ანა ფოტიგას განცხადებით კი კარგი იქნებოდა ევროპარლამენტს ცოდნოდა საქართველოში პატიმრების და დაკავებების საერთო რიცხვი საპროტესტო აქციების შემდგომ, მისი აზრით საქართველოს  რაც უფრო მეტი პატიმარი ეყოლება, რუსეთს მით უფრო მტკიცეს გახდის.

ვფიქრობ, რომ ქართველი საზოგადოება საკმაოდ ფხიზლადაა და კარგად ესმის სიტუაცია. ასე რომ, მოსკოვის იდეოლოგიის მიმდევრებს საშუალება მიეცათ, საქართველოს პარლამენტში ესაუბრათ, რამაც გამოიწვია დიდი პროტესტი და რისხვა. ამას გარდა, ვფიქრობ, რაც უფრო მეტი პატიმარი იქნება, რუსეთი მით უფრო მტკიცე გახდება, ამიტომ მინდა მოვისმინო, როგორია სიტუაციის დეესკალაციის თქვენი სცენარი. სხვათა შორის, კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა პატიმრების და დაკავებების საერთო რიცხვი ყველა ამ საპროტესტო აქციის შემდეგ“, - აღნიშნა ფოტიგამ.

ცნობისთვის, ბრიუსელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილი 20 იანვარს  ეწვივნენ. ისინი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მუშაობაში ღებულობენ მონაწილეობას.

დელეგაციის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

 




 ახალი ამბები
  • საბაჟო საზღვარზე თურქეთის მოქალაქე დააკავესსაქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რა დროსაც მოხდა მისი მხილება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 299 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო  საბაჟო ღირებულება  35 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ... ...
  • "წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? ლანჩხუთში სოფელ  ჩიბათში ბოლო პერიოდში გაკეთებული სანიაღვრე არხების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მომხმარებელი მარიამ კოიძე ავრცელებს. "აქ წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? "- კითხვას სვამს ის. როგორც მისი კომენტარიდან  ირკვევა აღნიშნული სანიაღვრეები ე.წ. რკინიგზის უბანში გაკეთდა და მოსახლეობაც უკმაყოფილოა განხორციელებული სამუშაოებით. "უკმაყოფილო ვართ, მე და ჩემ მხარეს მცხოვრები ყველა მეზობელი. ასევე უკანა მხარეს მცხოვრებნიც. იმიტომ, რომ სანიაღვრეები გააკეთეს არა იმ მხარეს, სადაც დახრა იყო, არამედ საპირისპირო მხარეს, სადაც მიწა მაღალია. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ღელე ადიდდება, ჩემ ეზოში შემოვა და წაიღებს ყველაფერს. ასევე წაიღებს ჩემს უკან მცხოვრები ადამიანების ეზოებს, რომელსაც სანიაღვრე არხები არ გაუკეთეს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა)" - წერს მარიამი. ... ...
  • აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 32 870 მლნ ლარით გაიზარდაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რომელიც,  წინა თვესთან შედარებით 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის სტატისკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში კომერციული  ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 32,843 მლნ ლარი შეადგინა. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,858 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, წინა თვეში კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურეობებიდან 30,976 მლნ ლარის შემოსავლი მიიღეს. ასევე ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში სულ ბანკების შემოსავლები  399,955 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 330,845 ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა კი, 293,344 მლნ ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ."კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...