გახარია ხაზარაძის წერილზე - ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ

პოლიტიკა

გახარია ხაზარაძის წერილზე - ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ

22 აგვ. 2020, 11:50:10

ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურატურის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისთვის ამ სასაცილო ისტორიაში მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, რომ შეესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, რაც შეასრულა.

„"არტარეას" უყურებთ? უყურეთ "არტარეას" და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა "არტარეას". ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო - მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის გამოძიებასთან თანამშრომლობისა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ," - განაცხადა პრემიერმა.




 ახალი ამბები
  • გამყრელიძე - უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებსის რეგულაციები, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ, იმიტომ, რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,  პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება,  შესაბამისი რეგულაციების დაცვით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს. „სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში. ეპიდსიტუაცია გლობალურად დაძაბულია და კიდევ და კიდევ უფრო იძაბება მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში. მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი - 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით.  საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი - აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში - 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში", - განაცხადა ამირან ... ...
  • როგორ გადასცეს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს თანხა (ვიდეო)როგორ გადასცემს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ბანკზე თავდამსხმელს თანხას,_ ამის ამსახველ ვიდეო ჩანაწერს „პრაიმტაიმი“ ... ...
  • "ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას"- შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან განცხადენას ავრცელებს. „ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“,_ აცხადებენ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში ავტოგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები თბილისში დააკავაპოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. როგორც უწყებაში აცხადებენ,  ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...
  • დღეს, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს (R)დღეს, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე ესწრებოდა. მან თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევისთვის, რასაც უწყება, ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში, ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობასა და ღირსეული ოფიცრების აღზრდაში დებს.  მან კურსდამთავრებულებს მიულოცა და სიტყვით მიმართა: „დღეს თქვენ ფიცით შეეკარით ჩვენს სამშობლოს. დღეიდან თქვენ ხართ პასუხისმგებლები ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რომ ღირსეულად ატარებთ არა მარტო მუნდირს, არამედ ქვეყნის მეომრისა და ჯარისკაცის სახელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ორგანიზებით, შემართებით, პროფესიონალიზმით, მოგცათ იმის საშუალება, რომ ისწავლოთ და დაეუფლოთ იმ პროფესიას, რომელსაც ჰქვია ღირსეული ქვეყნის, პირველ რიგში ჯარისკაცი, შემდეგ ოფიცერი და თუ ღმერთმა ინება და შემართება გქონდათ, იყოთ ძლიერი და თავისუფალი საქართველოს ძლიერი ჯარისკაცი. მე მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ყოველი სირთულისა, გადაწყვიტა, აერჩია ცხოვრების არა მსუბუქი, არა იოლი გზა, არამედ ყველაზე ღირსეული სამსახური, რაც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს, ხალხის სამსახურში გამოიხატება. წარმატებით გატაროთ ღმერთმა!  თქვენ ხართ ჩვენი გმირი წინაპრების, ჩვენი გმირი თანამებრძოლების ღირსეული შთამომავლები! ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!" აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის, გენერალ კობა კობალაძის ვაჟი, თენგიზ კობალაძეც არის. მიუხედავად იმისა, რომ მან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, გადაწყვიტა, თავისი ხედვა და პოტენციალი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას მოახმაროს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...