გიორგი გახარია: მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ ჩვენი პარტნიორობა დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ ჩვენი პარტნიორობა დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება

23 ოქტ. 2019, 11:54:23

საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიის ზიარ და საერთო ფასეულობებს", - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში".




 ახალი ამბები
  • EMC გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამოადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამო, რომელსაც მათ შორის სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტის ჯეიჰუნ მუჰამედალისა და ოპერატორის ლაშა გურეშიძის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. დაზარალებული პირების განმარტებით, ამ პროცესში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. „სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ამ რეგიონში. მათ შორის, სოფელ ნახიდურში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სადაც რამდენიმე დღის წინ მუქარის ფაქტი ჟურნალისტ ჯეიჰუნ მაჰამედალის მიმართაც დაფიქსირდა. დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მითუფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ. EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზიანებულ ჟურნალისტებს. ჩვენი ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დაესწრება“,_ ნათქვამია ... ...
  • ოზურგეთში დისტანციური სწავლება 11 ოქტომბრამდე გაგრძელდებაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (42 საჯარო და 2 კერძო სკოლა) 2020 წლის 28 სექტემბრიდან 2020 წლის 11ოქტომბრის ჩათვლით სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით განხორციელდება. იმედი მაქვს, ჩვენთან არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს შესაძლებლობას და სწავლას საკლასო ოთახებში 12 ოქტომბერს განვაახლებთ! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს! “ - წერს ფეისბუქზე ლელა ... ...
  • წულუკიანი: ციხეში, პატიმრის და თანამშრომლის უფლებები, ისეა დაცული, როგორც არასდროს (R)ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. „დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც არის დაცული და პატივცემული. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველ პერიოდში სწორედ ციხეში სუსტი თანამშრომელი იყო ჩვენი გამოწვევა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. თანამშრომელი დღეს ციხეში აღარ არის სუსტი და დაუცველი. ღიად ვიტყვი, მას აღარ ენატრება წარსული, მას ძალიან მოსწონს აწმყო და ელის კიდევ უფრო კარგ მომავალს, რომელიც, სხვათა შორის, 1-ელ ნოემბერს დადგება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა მისი თქმით, სუსტი თანამშრომელი ციხეში ნიშნავს პატიმრის უფლებების ნაკლები ხარისხით დაცვას და სწორედ ამის გამოსწორება იყო ბოლო დროის მიზანი და პრიორიტეტი. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღეს გლდანის ციხე არის სამაგალითო დაწესებულება ყველა სხვა დაწესებულებასთან ერთად და მიმართა პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათზე უსაფუძვლო დარტყმებია მოსალოდნელი. „ძვირფასო პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებო, ელოდეთ წინასაარჩევნო კამპანიისას უსაფუძვლო დარტყმებს, ელოდეთ კრიტიკას, რადგან მავანი ფიქრობს, რომ რასაც თავად აკეთებდა, იმის სხვისთვის დაბრალებით მოიგებს პატიმრების გულს და დაბრუნდება ხელისუფლებაში. საქართველოს პატიმრებმა, ვადიანებმა და უვადოებმა, ყველამ კარგად იცის, რომ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ეს გუნდი - ქართული ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური. მადლობა თქვენ, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ბატონ გენდირექტორს, ჩემს მოადგილეებს და ყველას შრომისა და მოთმინებისთვის.“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ... ...
  • ასპირინის ათტაბლეტიანი ფირფიტა ერთ ლარად: „ამის ფასიც კორონამ გაზარდა?“ ოზურგეთში , ძირითადად კი სხვადასხვა წვრილმანის ჯიხურებსა და დახლებთან, ასპირინის ათტაბლეტიან ფორფიტას,  ერთ ლარად ყიდიან. გამყიდველები  ასევე  თეთრი ფერის „ლისტებს“ მოარბენინებენ და  ამბობენ, რომ ცოტა იაფად, სამი ფირფიტა 2 ლარად, მხოლოდ ასეთი იყიდება _წითელწარწერიანი ერთი ლარია და თეთრიც არ დააკლდება! _ ამბობენ ისინი. რაც შეეხება სოციუმს _  ქუჩაში, მაღაზიებში, სოფლის ავტობუსებსა და ზოგადად, ნებისმიერ კერძო საუბარში, ამბობენ, რომ „კორონავირუსის   კვლავ მოძალების შემდეგ,  ხალხში ხმა გავრცელდა, რომ ეს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკია. _ამიტომ დაიტაცეს. ასე იყო გაზაფხულზეც, _  თავიდან რომ გავრცელდა ეს ვირუსი.   ჯერ პირბადეებზე იყო წეწვა-გლეჯა, მერე ნიორზე - ერთი კილოგრამის ფასი 22 ლარზე რომ აიყვანეს. რა ვიცით, ხალხი ხშირად „ხამობს“ - გვეუბნებიან ოზურგეთის ქუჩებში მოსიარულე ადამიანები. ნაწილი მომხმარებლებისა ამტკიცებს, რომ შემოდგომაა და  ქალბატონები, როგორც წესი,  საზამთროდ  შესანახ კერძებში ურევენ და ამიტომ არის ნაკლებობა.  აფთიაქებში კი ასპირინი საერთოდ არ არის. „არ შემოდის, არ ვიცით, რატომ“ _ მოკლე პასუხი   აქვს ყველა ... ...
  • სუხიშვილებიდან დირიჟორობამდე _ ჩოხატაურელი ჩოხოსანი გოგონას არჩევანიანი დოლიძემ, რომელიც პატარა ასაკიდან ოცნებობდა, ჩოხატაურის საამაყო შვილი და მოცეკვავე გამხდარიყო, არჩევანი შეიცვალა და სუხიშვილებიდან დირიჟორობის გზას დაადგა. ჩვენ ვესაუბრეთ ანის და გთავაზობთ გზას, რომელიც გოგონამ სუხიშვილებიდან დირიჟორობამდე გაიარა._ ანი, რა ასაკიდან დაიწყე ცეკვის შესწავლა და გარდა ცეკვისა, რით იყავი კიდევ ბავშვობაში დაკავებული?_ 4 წლის ასაკში სუხიშვილების სტუდიაში ჩავირიცხე (ელო წერეთლის) ჯგუფში, 18-წლამდე ვიცეკვე და საოცრად საინტერესო ოჯახურ გარემოში ვიყავი. 9 წლის ასაკში, ხალხური სიმღერის შესრულებისას ბატონ გურამ შენგელიას მოწონება დავიმსახურე (ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრი, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის პატრიარქის ნათლულთა გუნდის ჩამოყალიბებაში) და პარალელურად, დავიწყე ხალხური სიმღერების შესწავლა.ბატონი გურამის გვერდით დიდ დროს ვატარებდი და დღემდე, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, მაინც ვცდილობ, ხშირად ვიყო მასთან. როგორც საკუთარი შვილიშვილი, ისე ვყავარ. ამაყი ვარ, რომ თუკი სადმე ღონისძიება იმართებოდა, სადაც ბატონი გურამი და ჩოხოსნები იყვნენ, მეც აუცილებლად მათ გვერდით ვიყავი. სწორედ მაშინ მოვხვდი წიგნში,,ცოტნეიდელი’’ (ტომი IX, ნაწილი II, გვერდი 387-388). 12 წლისამ პატრიარქთან შევასრულე სიმღერა, სადაც ასევე წარდგენილი იყო ანსამბლი ,,საგალობელი’’ (8-9 წლის ასაკში ჩემი ძმა ბექაც ამ ანსამბლის წევრი იყო და მე, პატარა, დედის კალთაში ვიჯექი და იქიდან ვღიღინებდი). _ ვისი დამსახურებაა, რომ სიმღერისადმი სიყვარული ასე გაგიღრმავდა და გაგიძნელდა თუ არა არჩევანის გაკეთება სიმღერასა და ცეკვას შორის?_ ანსამბლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია მიქაბერიძემ (ანსამბლ ,,მართვეს’’ ერთადერთი სოლისტი და ამჟამად, ასევე, ,,პატრიარქის ნათლულთა’’ გუნდის ხელმძღვანელი და თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) ხელი მომკიდა და თქვა _ ,,ეს ჩემი გოგოა’’ და დღემდე მის გვერდით ვარ. სწორედ საქმისადმი მისმა ასეთმა სიყვარულმა გამიღრმავა სიმღერის სიყვარული. პროფესიის არჩევის დრო როცა დადგა, ცეკვა იმდენად მიყვარს დღემდე და სიმღერაც, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. _ ალბათ, მშობლები ღელავდნენ მისაღები გადაწყვეტილების გამო..._ დედა სულ ნერვიულობდა, რადგან პედაგოგები _ მუსიკისაც და ცეკვისაც თავიანთ სფეროში მხედავდნენ მომავალში. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მივიდა მუსიკამდე _ გადავწყვიტე თეატრალურში ჩამებარებინა. _ დასახულ მიზნამდე მისვლა ძნელი იყო?_ მიზანთან მისვლამდე ბევრი ვიშრომე, მაგრამ მიზანს მივაღწიე, 2019 წელს გავხდი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი (ქართული-ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი-ლოტბარი), სადაც შემდგომში დაფინანსებაც მოვიპოვე. _ რამე თუ გინანია?_ ნიჭიერთა ათწლედში ვისწავლე 4 წელი და ვნანობ, რომ არ დავამთავრე. თუმცა, სუხიშვილების გამო ვეღარ ვასწრებდი სიარულს და მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ.მაქვს უამრავი სიგელი, დიპლომი ცეკვის და მუსიკის სფეროში. _ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?_ მინდა ძლიერი და მყარი ვიყო ჩემს პროფესიაში, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. ბევრი შრომა არის ამისათვის საჭირო. თუმცა, ვფიქრობ, არასდროს არ უნდა დანებდე, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდები საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. ბედნიერი ვარ, რომ მყავს თავისი საქმის პროფესიონალი ლექტორები. ისეთები, როგორების არიან: ქალბატონი მაია მიქაბერიძე, ნინო სიხარულიძე, ბატონი დათო ცინცაძე, თორნიკე მანწკავა და სხვები... და რა თქმა უნდა ოჯახი, რომლის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა.ჩემი ოჯახის ყველა წევრი მღერის: დედა, მამა, ძმა. ჩემი საყვარელი გურული ბებო, რომელიც ახლა 80 წლისაა. მისი გამორჩეული ხმის ტემბრი დღემდე მხიბლავს. დღეს ანი დოლიძე იუბილარია _ მას 20 წელი შეუსრულდა.ჩვენი ახალგაზრდული გაზეთი ულოცავს ანის დაბადების დღეს და წარმატებულ, ბედნიერ მომავალს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls