გიორგი გახარია: საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან

23 ოქტ. 2019, 11:26:14

საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ინვესტიციების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში 8 მილიარდ დოლარს გასცდა.

დღეს, საქართველო გარე სამყაროს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, გადასახადების მცირე რაოდენობასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ჩვენს საგადასახადო სისტემაში ნულოვანი განაკვეთით იბეგრება რეინვესტირებული მოგება. არ არსებობს აქტივების ფასის ნაზარდზე კაპიტალის გადასახადი და არც კაპიტალის რეპატრიაცია იზღუდება.

აი ეს ინიციატივა გარდაქმნიდა ჩვენს ქვეყანას ღია საბაზრო ეკონომიკის წყობად და სავაჭრო პოლიტიკად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გარდა, საქართვლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს თურქეთთან, დსთ-სთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან:

„პრეფერენციების საერთო სისტემა გაგვაჩნია აშშ, კანადასა და იაპონიასთან. ასევე, მოლაპარაკებებს ვიწყებთ ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, ხოლო ისრაელთან თითქმის დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე.

ამ შეთანხმებების არსებული ქსელი საქართველოში მოქმედ სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებს საშუალებას აძლევს გავიდნენ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ძლიერი სავაჭრო ქსელის გარდა, საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებაში, რათა დაკავშირებადობის ხარისხი გაძლიერდეს.

„მიზნად გვაქვს დასახული საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად. ამასთანავე, საქართველოს წინსვლა დადებითად წარმოჩინდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და შეფასებაში.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით.

Heritage Foundation-ის თანახმად, 180 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით.

Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 41-ე ადგილი უკავია და მას რეგიონის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან.

სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები აისახება ბოლო წლების გაუმჯობესებულ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში.

იმედი მაქვს ყოველივე ეს გვეხმარება საქართველოს ეკონომიკური ხედვა და საინვესტიციო მიმზიდველობა ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი აბრეშუმის გზის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება საქართველოს ჩათვლით მისი ყველა მონაწილე ქვეყნისთვის.

ოდითგანვე აბრეშუმის გზაზე შემდგარი მოგზაურები საქართველოში შემოდიოდნენ და ახალ სამყაროს აღმოაჩენდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიონი და ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




 ახალი ამბები
  • ასპირინის ათტაბლეტიანი ფირფიტა ერთ ლარად: „ამის ფასიც კორონამ გაზარდაო“ ოზურგეთში , ძირითადად კი სხვადასხვა წვრილმანის ჯიხურებსა და დახლებთან, ასპირინის ათტაბლეტიან ფორფიტას,  ერთ ლარად ყიდიან. გამყიდველები  ასევე  თეთრი ფერის „ლისტებს“ მოარბენინებენ და  ამბობენ, რომ ცოტა იაფად, სამი ფირფიტა 2 ლარად, მხოლოდ ასეთი იყიდება _წითელწარწერიანი ერთი ლარია და თეთრიც არ დააკლდება! _ ამბობენ ისინი. რაც შეეხება სოციუმს _  ქუჩაში, მაღაზიებში, სოფლის ავტობუსებსა და ზოგადად, ნებისმიერ კერძო საუბარში, ამბობენ, რომ „კორონავირუსის   კვლავ მოძალების შემდეგ,  ხალხში ხმა გავრცელდა, რომ ეს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკია. _ამიტომ დაიტაცეს. ასე იყო გაზაფხულზეც, _  თავიდან რომ გავრცელდა ეს ვირუსი.   ჯერ პირბადეებზე იყო წეწვა-გლეჯა, მერე ნიორზე - ერთი კილოგრამის ფასი 22 ლარზე რომ აიყვანეს. რა ვიცით, ხალხი ხშირად „ხამობს“ - გვეუბნებიან ოზურგეთის ქუჩებში მოსიარულე ადამიანები. ნაწილი მომხმარებლებისა ამტკიცებს, რომ შემოდგომაა და  ქალბატონები, როგორც წესი,  საზამთროდ  შესანახ კერძებში ურევენ და ამიტომ არის ნაკლებობა.  აფთიაქებში კი ასპირინი საერთოდ არ არის. „არ შემოდის, არ ვიცით, რატომ“ _ მოკლე პასუხი   აქვს ყველა ... ...
  • სუხიშვილებიდან დირიჟორობამდე _ ჩოხატაურელი ჩოხოსანი გოგონას არჩევანიანი დოლიძემ, რომელიც პატარა ასაკიდან ოცნებობდა, ჩოხატაურის საამაყო შვილი და მოცეკვავე გამხდარიყო, არჩევანი შეიცვალა და სუხიშვილებიდან დირიჟორობის გზას დაადგა. ჩვენ ვესაუბრეთ ანის და გთავაზობთ გზას, რომელიც გოგონამ სუხიშვილებიდან დირიჟორობამდე გაიარა._ ანი, რა ასაკიდან დაიწყე ცეკვის შესწავლა და გარდა ცეკვისა, რით იყავი კიდევ ბავშვობაში დაკავებული?_ 4 წლის ასაკში სუხიშვილების სტუდიაში ჩავირიცხე (ელო წერეთლის) ჯგუფში, 18-წლამდე ვიცეკვე და საოცრად საინტერესო ოჯახურ გარემოში ვიყავი. 9 წლის ასაკში, ხალხური სიმღერის შესრულებისას ბატონ გურამ შენგელიას მოწონება დავიმსახურე (ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრი, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის პატრიარქის ნათლულთა გუნდის ჩამოყალიბებაში) და პარალელურად, დავიწყე ხალხური სიმღერების შესწავლა.ბატონი გურამის გვერდით დიდ დროს ვატარებდი და დღემდე, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, მაინც ვცდილობ, ხშირად ვიყო მასთან. როგორც საკუთარი შვილიშვილი, ისე ვყავარ. ამაყი ვარ, რომ თუკი სადმე ღონისძიება იმართებოდა, სადაც ბატონი გურამი და ჩოხოსნები იყვნენ, მეც აუცილებლად მათ გვერდით ვიყავი. სწორედ მაშინ მოვხვდი წიგნში,,ცოტნეიდელი’’ (ტომი IX, ნაწილი II, გვერდი 387-388). 12 წლისამ პატრიარქთან შევასრულე სიმღერა, სადაც ასევე წარდგენილი იყო ანსამბლი ,,საგალობელი’’ (8-9 წლის ასაკში ჩემი ძმა ბექაც ამ ანსამბლის წევრი იყო და მე, პატარა, დედის კალთაში ვიჯექი და იქიდან ვღიღინებდი). _ ვისი დამსახურებაა, რომ სიმღერისადმი სიყვარული ასე გაგიღრმავდა და გაგიძნელდა თუ არა არჩევანის გაკეთება სიმღერასა და ცეკვას შორის?_ ანსამბლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია მიქაბერიძემ (ანსამბლ ,,მართვეს’’ ერთადერთი სოლისტი და ამჟამად, ასევე, ,,პატრიარქის ნათლულთა’’ გუნდის ხელმძღვანელი და თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) ხელი მომკიდა და თქვა _ ,,ეს ჩემი გოგოა’’ და დღემდე მის გვერდით ვარ. სწორედ საქმისადმი მისმა ასეთმა სიყვარულმა გამიღრმავა სიმღერის სიყვარული. პროფესიის არჩევის დრო როცა დადგა, ცეკვა იმდენად მიყვარს დღემდე და სიმღერაც, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. _ ალბათ, მშობლები ღელავდნენ მისაღები გადაწყვეტილების გამო..._ დედა სულ ნერვიულობდა, რადგან პედაგოგები _ მუსიკისაც და ცეკვისაც თავიანთ სფეროში მხედავდნენ მომავალში. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მივიდა მუსიკამდე _ გადავწყვიტე თეატრალურში ჩამებარებინა. _ დასახულ მიზნამდე მისვლა ძნელი იყო?_ მიზანთან მისვლამდე ბევრი ვიშრომე, მაგრამ მიზანს მივაღწიე, 2019 წელს გავხდი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი (ქართული-ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი-ლოტბარი), სადაც შემდგომში დაფინანსებაც მოვიპოვე. _ რამე თუ გინანია?_ ნიჭიერთა ათწლედში ვისწავლე 4 წელი და ვნანობ, რომ არ დავამთავრე. თუმცა, სუხიშვილების გამო ვეღარ ვასწრებდი სიარულს და მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ.მაქვს უამრავი სიგელი, დიპლომი ცეკვის და მუსიკის სფეროში. _ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?_ მინდა ძლიერი და მყარი ვიყო ჩემს პროფესიაში, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. ბევრი შრომა არის ამისათვის საჭირო. თუმცა, ვფიქრობ, არასდროს არ უნდა დანებდე, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდები საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. ბედნიერი ვარ, რომ მყავს თავისი საქმის პროფესიონალი ლექტორები. ისეთები, როგორების არიან: ქალბატონი მაია მიქაბერიძე, ნინო სიხარულიძე, ბატონი დათო ცინცაძე, თორნიკე მანწკავა და სხვები... და რა თქმა უნდა ოჯახი, რომლის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა.ჩემი ოჯახის ყველა წევრი მღერის: დედა, მამა, ძმა. ჩემი საყვარელი გურული ბებო, რომელიც ახლა 80 წლისაა. მისი გამორჩეული ხმის ტემბრი დღემდე მხიბლავს. დღეს ანი დოლიძე იუბილარია _ მას 20 წელი შეუსრულდა.ჩვენი ახალგაზრდული გაზეთი ულოცავს ანის დაბადების დღეს და წარმატებულ, ბედნიერ მომავალს ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალადობა არ წყდება- მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების" შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.  ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) ,  რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების" წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და  დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს,  მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს  ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“,_ განაცხადა ... ...
  • სოფლის ცენტრში, ტუალეტში ბამბუკია ამოსული : „გაკეთებული საქმეების „მშვენება“ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყალსადენის მშენებლობაა, რომლის  პროექტირებაც  უკვე  დაწყებულია. აქაურები ითხოვენ  სოფლის ყველა უბანში გზის გაკეთებას, რომლის მოასფალტება შეუძლებელია თუ ჯერ წყლის გაყვანა არ მოხდა. „გურია ნიუსი“ სოფელს ეწვია. ჩვენ  გავეცანით  აქაურთა პრობლემებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბევრი საქმე  გაკეთდა, განსაკუთრებით  კი  დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს შორის, მდინარე  მაღელაზე  ხიდის  აგებისთვის,  გამოთქვამენ კმაყოფილება, სომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  აიგო.  მათივე თქმით, ძველი დროიდან მოყოლებული, ერთ დიდი პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის ცენტრში, საბავშვო  ბაღის შენობის  მიმდებარედ, სადაც ასევე სამედიცინო უბანია განთავსებული,   ტერიტორიის მოზრდილი ფართობია, რომლის უკანა კუთხე ეკალ-ბარდითაა დაფარული.  ხოლო იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში , ბამბუკის ხეებია ამოსული.   ბარდები და  და ჭინჭარია ასევე  ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ. ჩვენს კითხვაზე, თუ   რატომ არის  აქ ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ,  დასუფთავების დღის მოწყობა,  ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ   სოფელში გაკეტებული ბევრი კარგი სქმის „მშვენება“, ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული  ადგილი. _მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, - გვითხრეს მათ.   ჩვენის მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერ-სახეზე, დასუფთავებასა და მოვლაზე,  ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს , დეპუტატს  თუ აქვე , სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს, ერთნაირად  უნდა შესტკიოდეთ   გული და საკუთარი ინიციატივით უნდა აწყობდნენ „დასუფთავების დღეებს“. _აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით _ გვითხრა მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგოუაძემ. დვაბზუს მცხოვრებთაგან, დღეისთვის სამ მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი (ისინი ქობულეთის ფაბრიკის, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები არიან)  და ყველა გადაყვანილია ბათუმში. „გურია  ნიუსი“ ვრცლად,  დვაბზუში  არსებული პრობლემების თუ   გაკეთებული საქმეების ირგვლივ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • 2 დაღუპული და 2 დაშავებული_ ავარია ავტობანზეავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ორი მამაკაცი ემსხვერპლა,  ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls