გიორგი სიორიძე: "დებატებში ვიწვევ ვასილ ჩიგოგიძესა და მანუჩარ კვირკველიას!"

პოლიტიკა

გიორგი სიორიძე: "დებატებში ვიწვევ ვასილ ჩიგოგიძესა და მანუჩარ კვირკველიას!"

20 ოქტ. 2020, 08:55:40

წინასაარჩევნო დაძაბულობა გურიაშიც პიკს აღწევს. წინა ორი არჩევნებისგან განსხვავებული რეალობა ის არის, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა მამუკა ხაზარაძის "ლელო საქართველოსთვის", რომელსაც მესამე პოლიტიკურ ცენტრობაზე აქვს პრეტენზია.

"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე რეგიონში არსებული წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

გიორგი სიორიძის განცხადებით, ერთი შეხედვით, გურიაში ამ მხრივ სიმშვიდეა, რამდენადაც ხელჩართული ბრძოლები და ქვების სროლა არ ყოფილა:

"იმედი მაქვს, გურიის ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის, ახლაც მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას გამოიჩენს და ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის იაფფასიან პროვოკაციას არ აჰყვება.

ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს სიმშვიდე მოჩვენებითია და ცხადია, არ ნიშნავს, რომ პროცესები კარგად მიდის. "ოცნება", კანონის იგნორირებით, ბოლომდე იყენებს სახელისუფლებო რესურსს. ამას ემატება დაშინება, შეშინება და შანტაჟი თუნდაც იგივე საარჩევნო შეხვედრებზე დასწრების აკრძალვით და სოცდახმარებების მოხსნა-დანიშვნის მანიპულირებით და სხვა", _ აღნიშნა სიორიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობა გულგატეხილი და იმედგაცრუებულია "ოცნების" 8-წლიანი არაადეკვატური  მმართველობით:

"ბუნებრივია, ბრძენ ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის, არც გურიაში, არც 9-წლიანი უმძიმესი სახელისუფლებო წარსულის მქონე "ნაციონალების" ხელახლა აღზევება სურს. ამდენად, ელექტორატისთვის  სავსებით მისაღებია ახალი ძალა _ "ლელო საქართველოსთვის", თავისი ახალი თაობის სუფთა წარსულის პოლიტიკოსებით და საქართველოს აღორძინების კონკრეტული გეგმით, რომელსაც საქართველოს "მარშალის გეგმა" დავარქვით.

მე გურიაში ყოველდღიურად ვხვდები უამრავ ადამიანს და ვაცნობ ჩვენს ხედვებს. ისინი გულწრფელად გვიცხადებენ მხარდაჭერას. გაყინული, განვითარებაშეჩერებული ვითარების შეცვლის და ცვლილებების დაწყების სურვილი იგრძნობა ყველა ნაბიჯზე", _ განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გიორგი სიორიძე პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ "ოცნების" და "ნაციონალების" ფაქტობრივად შეთანხმებული პოლიტიკის შედეგად ისინი არ იღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში და ამით ხელს უწყობენ იმას, რომ მოსახლეობას მოუხდეს არაინფორმირებული არჩევნის გაკეთება:

"პოლიტიკური კულტურისა და ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ ვის ირჩევს და რა პროგრამას, რა ხედვას აძლევს ხმას. ამ საშუალებას "ოცნება" და "ნაციონალები" მას, უბრალოდ, უსპობენ.

მე კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ "ოცნების" კანდიდატს ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეს და "ნაციონალების" კანდიდატს სპორტსმენ მანუჩარ კვირკველიას, გაბედონ და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში და ჩემთან და სხვა კანდიდატებთან ერთად ისაუბრონ, თუ როგორ ხედავენ საქართველოს ეკონომიკის მომავალს, როგორ გადაჭრიან სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარების ამოცანას, რა კუთხით წარმართავენ ჯანდაცვის სფეროს რეფორმას, რა გზებით მოახდენენ სოციალური ვითარების სასიკეთო ტრანსფორმირებას, რას ფიქრობენ განათლების სისტემაზე, პენსიონერთა და ვეტერანთა ხელშეწყობის რა სამართლიან მექანიზმებს ხედავენ, რეგიონში ახალგაზრდობის დასარჩენად რა პროექტებზე ფიქრობენ, დევნილებისა და ეკომიგრანტების პრობლემების შესამსუბუქებლად რა აქვთ გუნებაში და გონებაში, ძალოვანი უწყებების და სასამართლოს რეფორმირების რა ხედვები აქვთ, რას ფიქრობენ გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკაზე და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რა ხედვები გააჩნიათ და ასე შემდეგ.

მე მხოლოდ გამიხარდება, თუ ვასილ ჩიგოგიძე და მანუჩარ კვირკველია, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შემოსვლით პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი წარმდგენი პოლიტიკური ძალების წარსულის შედეგებზე, საჯაროდ და დებატების ფორმატში წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს, თუ რას იზამენ ისინი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში. ეს იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება და კიდევ იმის გამოხატულება, რომ ისინი ამომრჩეველს და მის უფლებას, იყოს ინფორმირებული, პატივს სცემენ.

თუ არ შედგა სრულფასოვანი დებატები წამყვან პოლიტიკურ ძალებსა და მათ წარმომადგენლებს შორის, ნებისმიერი საუბარი კეთილმყოფელი  წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე ზრუნავს,  თვალში ნაცრის შეყრა იქნება", _ აღნიშნა გიორგი სიორიძემ წინასაარჩევნო ვითარების შეფასებისას.

(R)




 ახალი ამბები
  • ქარელში ორი ახალგაზრდა,სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალაქარელში ორი ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას “თრიალეთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ . მომხდარის სხვა დეტალები ... ...
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...