,,გთავაზობთ კოდურ სიტყვას, თუ არ მიპასუხებთ ესე იგი მეთანხმებით“_ ბოკერია გახარიას

gurianews.com

პოლიტიკა

,,გთავაზობთ კოდურ სიტყვას, თუ არ მიპასუხებთ ესე იგი მეთანხმებით“_ ბოკერია გახარიას

2018 მაი 18 17:54:38

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს კითხვით მიმართა, თუ რატომ იზრდება კრიმინალი საქართველოში. ამასთან, ბოკერიამ  გიორგი გახარიას კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პასუხიც შეახსენა და განაცხადა, რომ  ივანიშვილის განცხადება სხვა არაფერი იყო, თუ არა პოლიტიკური თავგასულობა და  უპასუხისმგებლობლობა საკითხისადმი.

,,დიდი ხანია საზოგადოებამ იცოდა, რომ კრიმინალი მძიმედ იზრდება, განსაკუთრებით მძიმე და ძალადობრივი დანაშაული. თქვენი კოლეგები, როგორც აქამდე ითქვა, ამას ბრმად უარყოფდნენ  და  მედიას, ოპონენტებს აბრალებენ. რიცებს ყრის დარბაზებში  ოპოზიციაო, გახსო, ალბათ, ეს ეგზოტიკური განცხადება. მთავარი იდეოლოგიური განცხდება გააკეთა თქვენმა ლიდერმა,  კერპმა თუ ბელადმა, ბატონმა ივანიშვილმა თავის დროზე, როცა ჰკითხეს უკვე დაწყებულ და კრიმინალის შესაძლო ზრდაზე  მან ეპოქალური სიტყვები უთხრა საზოგადოებას, რომ გაგებით უნდა მოეკიდოს საზოგადოება ამას. მე ახლა არ გეკითხებით, ძველ შავბნელ დროს რომ გაიზარდა კრიმინალი, თქვენ დროს. რა ტენდენციაც არის ახლა, იმაზე გეკითხებით. მინდა გკითხოთ: თუ თქვენ იზიარებთ ბატონი ივანიშვილის ეპოქალურ მიდგომას, მაშინ შეგვიძლია, ამ თემაზე დისკუსია არ გავაგძელოთ, მაგრამ თუ მეთანხმებით, რომ ეს არის პოლიტიკური თავგასულობა, უპასუხისმგბლობა ან სისულელე, გთავაზობთ კოდურ სიტყვას, თუ არ მიპასუხებთ ამ კითხვაზე, ესე იგი, მეთანხმებით“, _ მიმართა ბოკერიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას.


ნახვა: 242


 ახალი ამბები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესს და გამოვხატავთ  შეშფოთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პირებს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, ისინი თავიანთი მოქმედებებით უნდა იყვნენ სამაგალითო და მისაბაძი საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის. „ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს ბრალი აქვს წაყენებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობის გამო. ეს ფაქტი არამხოლოდ ცალკეულ დეპუტატს ან დეპუტატებს უტეხს სახელს, არამედ ზიანს აყენებს მთლიანად საკრებულოს რეპუტაციას. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, იქნება ეფექტიანი და მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიიღოს ქმედითი ზომები მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, რათა საკრებულოს წევრები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ არა პირად ანგარიშსწორებებში, არამედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარეობაში“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს  აწერენ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისი; ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი); მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; ფენიქსი 2009; ქალები რეგიონის განვითარებისთვის.  ... ...
  • პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა გამოუცხადასაქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა. 99 მომხრე და 6 წინააღმდეგი, დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა. მამაუკა ბახტაძის მთავრობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:პრემიერმინისტრი - მამუკა ბახტაძეეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილითავდაცვის მინისტრი - ლევან იზორიაშინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძეოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკოსახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებებს კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებდნენ. რიგგარეშე სესია დღეს მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რის შემდეგაც პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში ... ...
  • მოშიმშილე "ნაციონალებს" ვიდეოკამერები დაუმონტაჟესოზურგეთის საკრებულოს მისაღებში ვიდეოკამარები ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს. როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი მოშიმშილე დეპუტატები არიან: _ გვითხრეს, რომ კამერები ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დააყენეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით მჟვანაძემ. შეგახსენებთ, რომ დეპუტატები ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობენ. დღეს მათ ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარიაც ... ...
  • ოზურგეთელ მოშიმშილე "ნაციონალებს" ფოთელი კოლეგა შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატებს დავით მჟავანაძეს და ბესო ქათამაძეს ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარია შეურთდა. ცხვიტარია იზიარებს მჟავანაძის და ქათამაძის მოთხოვნას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომლებმაც ბესო ქათამაძის ცემაში მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ მჟავანაძე და ქათამაძე მეასამე დღეა შიმშილობენ. მათთან ერთად საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძეც შიმშილობდა, თუმცა, ის შეუძლოდ გახდა და როგორც მჟავანაძემ გვითხრა, მოგვიანებით ... ...
  • გაიმართება თუ არა რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს ჯერჯერობით, უცნობია გაიმართება თუ არა 21 ივნისს რიგგარეშე სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ ამის შესახებ კომენტარი “გურია ნიუსთან“ საკრებულოს თამჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გააკეთა. “18 ივნისს შემოვიდა წერილი საკრებულოში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვამზადებთ პასუხს და  კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეცნობება ფრაქცია “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს“, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, საკრებულო გუბერნიასთან გადის კონსულტაციებს, თუ რა პასუხი უნდა გაგვცეს საკრებულომ ჩატარდება თუ არა ხვალ რიგგარეშე სხდომა. “ეს ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის ... ...

არქივი

ზაფრანი

ლურჯი ადამიანი

კალიფორნიელი პოლ კარასონი გალურჯდა მას...

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...