"გუიადო იძულებულები იქნება სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს"

პოლიტიკა

"გუიადო იძულებულები იქნება სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს"

21 მარ. 2019, 18:11:39

ვენესუელა იმ ხუთ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელმაც  რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს  რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში სცნო. აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვენესუელაში განვითარებული მოვლენები.

ვენესუელაში მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა და მადუროს რეჟიმის მზარდმა ავტორიტარიზმა მასობრივი სახალხო პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია მადუროს ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს. მთელი ქვეყნის მაშტაბით  სახალხო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა, რომელსაც რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.   ვენესუელას მოვლენებმა მკაფიო საგარეო განზომილება მას შემდეგ მიიღო, როცა 2019 წლის 23 იანვარს ვენესუელას საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის თავჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რასაც აშშ-ს მხრიდან მისი ლეგიტიმურობის აღიარება მოჰყვა, რის გამოც,  მადუროს მთავრობამ  შეერთებულ  შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-თან ერთად ერთ-ერთმა პირველმა აღიარა დროებით პრეზიდენტად ოპოზიციონერი ლიდერი ხუან გუაიდო,  სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელას ახალ მთავრობასთან  ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება მიღწეული იქნება.

როგორც ცნობილია, ვენესუელას დროებითი ხელისუფლება მზად არის, მისი წინამორბედი ხელმძღვანელის ნიკოლას მადუროს ბრძანება  აფხაზეთის და ე.წ. სამხეთ ოსეთის  დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გააუქმოს, _ამის შესახებ ვენესუელას ეროვნულის ასამბლეის მიერ  ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციებში დანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა გუსტავო ტარემ ,,რუსთავი 2“ _ თან საუბარში განაცხადა.

,,არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა, არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია“,_ განაცხადა ტარემ.

აღსანიშნავია,   ბრაზილიაში საქართველოს ელჩის და ვენესუელას დროებით პრეზიდენტის ხუან გუაიდოს შეხვდრა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. 

ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისათვის. 

გუაიდომ, ასევე აღნიშნა რომ  საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,გლობალ პრესი“  რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

მისი შეფასებით ვენესუელაში ხელისუფლების სრული კოლაფსია, რაც დიდ ცვლილებებს გამოიწვევეს.

ბატიაშვილის განცხადებით, გუიადოს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რომც არ უნდოდეს, იძულებული იქნება  საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მხარდაჭერა გააუქმოს, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ჰუმანიტარული დახმარება, რომ საკუთარი მოსახლეობა გამოკვებოს და გადაარჩინოს.

„ვენესუელა არის მაგალითი, იმისა თუ რა შეილება მოიტანოს რადიკალურად განწყობილი ძალების ხელისუფლებაში ყოფნამ და იმ თავგადასავლებმა,  რაც შეძლება ამ რეჟიმების მართველობას ახლდეს.

ვენესუელა არის ქვეყანა, რომელსაც გამოცხადებული აქვს, რომ აშენებს სოციალიზმს, ამან არცერთ ქვეყანაში არ გაამრთალა. სოციალიზმის იდეის დამცველები ამბობენ, რომ აქ არ გაამართალა, რადგან არასწორად დაიგეგმა ეს მოდელი, მაგრამ სხვაგან გაამართლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ  სოციალიზმი  არსად ამართლებს. მსოფლიოს მე-20, 21-ე საუკუნის ისტორიის მანძლიზე, ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ, რომ არსად არ ამართლებს ეს რადიკალური სოციალიზმი.

მემარცხენეობა სხვა არის და ევროპაში ნაკლებად დარჩა მემეარცხენეობა-მემარჯვენეობა, სადღაც შუაში შეჯერდენ, მაგრამ არის მთელი რიგი ქვეყნებისა, სადაც სამწუხაროდ ამ ექსპერიმენტებს აგრძელებენ და აგრძელებენ საკუთარი ხალხის, საკუთარი ადამიანების, ხშირ შემთხვევაში არამარტო კეთილდღეობის, არამედ სიცოცხლის ფასად, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ვენესუელა, სადაც უკვე ჰუმანიტარული კატასტროფაა.

მოსახლეობას სამედიცინო მომსახურეობის, განათლების და ა.შ. მიღების საშუალება უკვე აღარ აქვთ, ასევე აღარ აქვთ  საკვები.

ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული კრიზისი გრძელდება, ხელისუფლება არ უშვებს უცხოეთიდან დახმარებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანების გადასარჩენად.

ბოლო დღეებში, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, მერამდენე დღეა უკვე, რომ  ვენესუელაში ელექტრო ენერგია არ აქვთ. ელექტრო ენერგიის არ არსებობის გამო, წყალიც აღარ არის, წყალი რომ არ არის ადამიანებმა დაბიძურებული წყლის დალევა დაიწყეს, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის. აქედან გამომდინარე, ვენესუელაში ხელისუფლების კოლაფსი შეიქმნა.

იმედია, რომ ქვეყანა არ მივა სამოქალაქო დაპირისპირების ცხელ ფაზამდე. ისედაც არის დაპირისპირება, არის გამოსვლები, რომლის დარბევა ხდება, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ დიდი მაშტაბის სამოქალაქო დაპირსპირება  არ არის და იმედია ასეთი დაპირისპირების გარეშე შეძლებენ კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, მათშორის არ აპირებს ვადამდელი არჩვენების ჩატარებას, ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორ შეიძლება ეს მოხდეს“.

_ვენესუელის კრიზისში რამდენად დიდია აშშ-ს და რუსეთის გავლენა?

_„რა თქმა უნდა დიდია, ოპოზიციას მხარს უჭერს აშშ, ხოლო ხელისუფლებას რუსეთი. რუსეთი, როგორც წესი ყოველთვის წაგებულ და არაპოპულარულ მხარეს იჭერს.

ცხადია, მადუროს ხელისუფლება, ესეთ ქაოსში ვერ შენარჩუნდება.  ვენესუელაში ცვლილებები იქნება, მაგრამ მთავარია, რამდენად მშვიდობიანი იქნება ეს ცვლილება, რამდენად სისხლით თუ უსისხლოდ შეძლებენ ამის შეცვლას“.

_არის თუ არა შესაძლებელი ვენესუელის კრიზისში აშშ-ის  მხრიდან  სამხედრო ჩარევა ?

_„აშშ-მ გააფრხილა მადურო, იმ შემთხვევაში,  თუ გუაიდოს და მის ოჯახის წევრებს შეექმნება საფრთხე მაშინ შესაძლებელია მოხდეს სამხედრო ჩარევა, რაც არაა გამორიცხული, თუ ოპოზიციონერი ლიდერის გუაიდოს დაკავება მოხდება მადუროს რეჟიმის მხრიდან“.

ვენესუელაში თუ გახორციელდება   ხელისუფლების ცვლილება, ამ შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი, რომ ოფიციალურმა კარაკასმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს?

„თუ  ხელისუფლების სათავეში ყოფნას მართლა მოიპოვებს გუაიდო, რა თქმა უნდა  ვენესუელა უკან წაიღებს ამ აღიარებას.  კონგრესის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ამერიკას არ შეუძლია დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ ჩვენი სეპარატისტული რეჟიმების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას, შესაბამისად ვენესუელას ინტერესში იქნება,  რომც არ უნდოდეს იძულებული იქნება, უკან წაიღოს ეს აღიარება, იმისთვის რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს.  კარაკასისთვის, რათქმაუნდა  ნომერი პირველი პრიორიტეტი საქართველო კი არ არის, არამედ საკუთარი ხალხის გამოკვება და გადარჩენაა.

ეს პრობლემატური საკითხი არამხოლოდ ვენესუელასთან მიმართებაში დგას. არც თუ კარგი სიტუაციაა ნიკარაგუაში, რომელსაც ასევე აქვს აღიარებული  ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, რაც ნათლად ჩანს, რომ ვენესუელას შემდეგ იქნება ნიკარაგუა. ეს კი ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგია.

ნიკარაგუაშიც დიდი მონდომებით ვუგულშემატკივრებთ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას, არა იმიტომ რომ  ძალიან ინტესიური კავშირები გვაქვს ამ ქვეყნებთან, არამედ ჩვენი ეროვნული ინტერესია უმთავრესი. უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, საიდანაც ამოდის ყველა ჩვენი ინტერესი, განსაკუთრებით ამ შორეულ ქვეყნებში, რომელთანაც შეიძლება  ინტესიური ურთიერთობა გვქონდეს, ამიტომ ჩვენს ინტერესში შედის, რომ მსგავსი პროცესები, ასევე ნიკარაგუაში განვითარდეს, რაზეც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა მნიშნება“.

_აღიარების უკან წაღების პროცესში, როგორი იქნება რუსეთის ფაქტორი?

_„რუსეთი უწევს წინააღმდეგობას, თუმცა,  არ აქვს  როგორც ფინანსური, ისე მორალური რესურსი, რომ სიტუაცია შეატრიალოს.

რუსეთს არ შეუძლია მთელი ვენესუელა გამოკვებოს, მას საკუთარი თავი გასჭირვებია. ახლა რუსეთმა ვენესუელა რომ გამოკვებოს და შეინახოს, არცთუ ისე ადვილი იქნება. ვხედავთ, რომ რუსეთი რა ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის, იმის გამო, რომ დაწესებული არის მთელი რიგი შეზღუდვები დასავლეთის მხრიდან, თან აკიდებული აქვს ძალიან ბევრი სიმძიმეები, ვალდებულებები, რომელიც რუსეთს უკან ექაჩება, იგივე ყირიმის რჩენა, იმიტომ რომ იქ არავინ ჩადის და იქ ეკონომიკური სირთულეებია, ამას ასევე დავუმატოთ დომბასში მიმდინარე ომი და იქ მოსახლეობის რჩენა, რაც, მისი ვალდებულებაა. იგივეს აკეთებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, სადაც ბიუჯეტის უმრავლეობას ავსებს, სწორედ რუსეთი. რუსეთის ეს ვალდებულებები თავის ტკივილად არის  ქცეული,  ფაქტიურად ეს წყალში გადაყრილი ფულია.  ამას, ასევე დავამატოთ სირიაში მიმდინარე ომი, რომელიც ასევე დიდი ფული ღირს. აქედან გამომდინარე  რუსეთის რესურსები ვერ წვდება, ასე რომ ვენესუელას ტვირთვის აკიდება აღარ შეუძლია, აქ ჩანს ნამდვილი ძალა  ვინ არის, არა მოხლოდ გნცხადებების დონეზე, არამედ ეკონიმიკური თვალსაზრისითაც.

აშშ-მ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა და მეზობელ ქვეყნებში განათავსა, რომ შეიტანოს ვენესუელაში, ეს კი აჩვენებს, იმას რომ ვის აქვს ეკონიმიური სიძლიერე, რომელიც ძალიან მნშვნელოვანია იქ ადგილობრივი ადამიანისთვის, რომელსაც შია. გუაიდოსთვის   მნიშვნელობა არ აქვს რუსეთი დაეხმარება თუ აშშ, მთავარია მისთვის  ხალხი გამოიკვებოს. ახლა რეალურად ვენესუელაში შიმშილია. ვენესულაში უნდათ თავი გადაირჩინონ და შეერთებული შთატების მხარეს იჭერენ ეს კვანძი კი უახლეს მომავალში, ვფიქრობ, გაიხსნება“.

_ საქართველოს ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს,  როგორ ფიქრობთ საქართველოს  ხელისუფლება  როგორ შეძლებს მოლაპარაკებებს, რომ ვენესუელამ აღიარება უკან წაიღოს, ამისთვის რა უნდა გააკეთოს ქართულმა დიპლომატიამ?

„მართალია პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვწყვეტთ  ხოლმე დიპლომატიურ ურთიერთობას, რომელსაც ცნობილი აქვს ჩვენი რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, თუმცა, ჩვენი ელჩი ბრაზილიაში, რომელიც ვენესუელას მეზობელი ქვეყანაშია შეხვდა გუაიდოს, მათ სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს, ეს აჩვენებს, იმას რომ ორივე მხარე საქართველოც და ვენესუელაც არის მსგავსი დიალოგისთვის მზად  და შესაბამისი პირობების და შესაბამისი სიტუაციის დადგომის შემთხვევაში მოსალოდნელია აღიარების უკან წაღებაც და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც“.




 ახალი ამბები
  • "მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი  და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო. მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც  23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის,  ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და  ბანკების ვალებით  აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული. საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში  სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების  დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!  ანუ,  გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის  11 წელს, რადგან ამ ადამიანებს  ეს პერიოდი არ ეთვლებათ,  როგორც გასამხედროებული სამსახური  20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი,  მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ. ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარიაოზურგეთელი   ქალბატონი, კლარა  თავართქილაძე სულ მალე 80 წლის ხდება, 57 წელი კი მარტო სამედიცინო სფეროში მუშაობის სტაჟი აქვს. ოზურგეთის  სამედიცინო სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო, ქირურგიულ განყოფილებაში,   შემდეგ  კი ბავშვთა ქირურგიული საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში გადაინაცვლა და ასე გალია ,თითქმის , 60 წელი მედდად მუშაობაში. როგორც გვიამბობს, მუშაობდა რესპუბლიკაში ცნობილი  ექიმების გვერდით და არცერთი სიკვდილის ფაქტი    საოპერაციო მაგიდაზე  არ მომხდარა. _ ექვსი და-ძმა ვიყავით. მამა ომში დაიღუპა. ერთმანეთი გაზარდეს ჩემმა და-ძმებმა. მე , როგორც ნაბოლარას, დედაც და და-ძმებიც მანებივრებდნენ. ყველაზე დიდი  გატაცება  ჩემი ბაზიერობა იყო, რასაც  13 წლის ასაკიდან ისეთი ლტოლვით ავეკიდე, რომ დღესაც ჟრუანტელი მივლის. დამჭერ მტაცებელ ფრინველზე ნადირობა, გურიაში,  ნებისმიერ   პოპულარულ სპორტზე მეტი ჟინით გამოირჩეობდა.   ჩვენ უამრავი ახალგაზრდა დავიხსენით   ხეტიალისგან თუ ნარკოტიკისგან,  ბაზიერობის დაინტერესებით, _ გვიამბობს ქალბატონი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს, როგორ გაჰყვა 13 წლის ასაკში ძმებს დამჭერ მტაცებელი ფრინველზე სანადიროდ. .. შემდეგ გახდა მაშინდელი მახარაძის მონადირეთა საზოგადოების სექციის წევრი და როგორც ქალი ბაზიერი,   მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ყურადღების ცენტრში მოექცა. _მე მედდად ვმუშაობდი,   თან ამ უდიდესი საქმის, ბაზიერობის ტრფიალი ვიყავი. როგორც ცნობილია,   ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების   ადათ-წესებთან შესისხლხორცებული იყო ბაზით ნადირობა. თუმცა ქალ ბაზიერს ნაკლებად ნახავდით, _ გვიამბობს კლარა თავართქილაძე და იხსენებს მაკვანეთის ტერიტორიაზე გორმაღალას ფერდობს, სადაც უმეტესად   ხდებოდა მიმინოს  დაჭერა. _ ეეე,  „ნაპერტყულებს“ ვიჭერდით  ჩვენ, ჩოხატაურელებს  და ლანჩხუთელებს რომ გამოექცეოდათ. ისინი აქეთ ნაკლებად გამოუშვებდნენ კარგ მიმინოს და  თუ გამოექცეოდათ, ჩვენც მუდამ იმის ცდაში ვიყავით, როგორმე საუკეთესო მიმინოს დაჭერა მოგვეხერხებინა. მაინც მოხდა ისე, რომ მე მყავდა თეთრზე თეთრი, დედოფალი მიმინო, რითაც 1972 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 100 ქულა მისცეს მსაჯებმა. მიმინოს   დასაჭერად   ძირითადად  ღაჟოს ვიყენებდით. მას ჯერ გალიაში ვათავსებდით,    თვალებზე ტყავს ვაწებებდით, რომ ცაში გაშვების დროს,   მიმინო ვერ დაენახა.  როცა  გორმაღალას სეზონს ვიწყებდით, აგვისტოს ბოლოს, აი, მაშინ, როცა გადაფრენისთვის ემზადებიან    ფრინველები, მონადირეები და მათთან ერთად  მეც ,  დილაადრიან მივდიოდით.   ვამაგრებდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში ღაჟოს   ვათავსებდით.  აი, როცა მიმინო გამოჩნდებოდა და შურდულივით   დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით, მონადირის მარიფათზე  და სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული, რა სწრაფად  დაიჭერდა ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს. შემდეგ , სახლში   წამოყვანილი მიმინოს  მოთვინიერების უმთავრესი პროცედურა  იწყებოდა თვალების ამოკემსვით, _ ამბის  თხრობას ისე განაგრძობს ქალბატონი კლარა, კარგ ორატორს შეშურდება.    ალბათ, ბაზიერთა სკოლა რომ არსებობდეს, უკეთეს ლექტორს  ვერც ინატრებდა კაცი. იხსენებს, რომ პირველივე შემთხვევაზე  დაჭერილი მწყრის ტვინს აჭმევდნენ მიმინოს, რომელიც მას ყველაზე  ძალიან მოსწონს.  ისე კი წელიწადში, რვათვიან მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდებოდა. _ ქალი ბაზიერი, რაც მე ეს საქმე დავიწყე,  სამი წლის შემდეგ  გამოჩნდა ჩოხატაურიდან,   გიული ბერძენიშვილი.      მასთან ერთად,  1970 წელს თბილისში,   „ლოკომიტივის“ სტადიონზე, დამჭერ ფრინველთა  მეორე რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.   აქ   გუნდური შეჯიბრი   იყო. 1971  წელს კი ჩოხატაურში გამართულ  დამჭერ ფრინველთა მესამე რესპუბლიკურ გამოფენაზე პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდურში კი ჩოხატაურელებმა იმარჯვეს. მათ ბადალი ნაკლებად ჰყავთ ამ საქმეში. ძნელია,   გავიხსენო, ყველა გამოფენა თუ შეჯიბრი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე მივიღე  მონაწილეობა და მუდამ მაღალი  შედეგები მქონდა. გორმაღალაზე სიარულს ბოლო ათი წელია, თავი დავანებე, რადგან გულის ოპერაცია გავიკეთე და ახლა უფრო შორიდან ვადევნებ   თვალს ბაზიერთა  საქმიანობას, -სინანულით ამბობს ქალბატონი კლარა და ვერ იხსენებს სიგელების და მედლების რაოდენობას,   რითაც  საუკეთესო ბაზიერობისთვის დააჯილდოეს. თუმცა ის კარგად ახსოვს, რომ ხუთჯერ იყო საქართველოს  დამჭერ   ფრინველთა გამოფენა-შეჯიბრის   ჩემპიონი. კლარა თავართქილაძეს ოჯახი არ შეუქმნია. არც კითხვას გაურბის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უმშვენიერესი გარეგნობის, განათლებული, სპორტსმენი  ქალბატონი  არ დაოჯახდა. _ ბედის საკითხიაო, რომ იტყვიან, არც მთლად მასეა. რატომღაც, იმდენად ბუნების შვილი ვიყავი, იმდენად კაცურ საქმეში გადართული, განსაკუთრებით ბაზიერობის მხრივ, ადვილად ვერც მელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არ ვიცი, რატომ ხდებოდა ასე... თოფს ისე ვისროდი, როგორც კაცი, იარაღთან მეომარი ვიყავი,  თუმცა მგრძნობიარე და  უსათუთესი ჭრილობასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ფრინველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი. აკი, გითხარით, ნახევარ საუკუნეზე მეტი,  ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავეთ და ადამიანის, ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია.  ან ის როგორ შეიძლებოდა, ჭრილობა დაჩირქებოდა ვინმეს? ყველაზე მწარედ და გაუნელებელი   ტკივილით  მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, თუ არ ვცდები, წვერმაღალასთან   მატარებლები შეეჯახნენ ერთმანეთს. სამგზავრო და  საწვავის  გადამზიდი. აი, მაშინ ვნახე საშინელება, ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი, რომლებსაც ვერ ვუშველეთ. დღესაც მტკივა, მიძნელდება იმ საშინელი სურათის გახსენება, _ ტირილს ვერ იკავებს ქალბატონი. კლარა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი იყო საქმე, რომელსაც საავადმყოფოში ემსახურებოდა -  ავადმყოფობას და სიკვდილს იმდენი ადამიანი გადაარჩინეს მან და მისმა კოლეგებმა, მისივე თქმით, სათვალავი არ აქვს.  ხოლო ბაზიერთა გუნდში ყოფნისას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხსნეს უსაქმურად ხეტიალისგან, რასაც, საბოლოოდ, ისინი ციხის კარებთან მიჰყავდა. ქალი მედიკოსი და ქალი ბაზიერი, რომელიც მალე 80 წლის გახდება, სამეზობლოში ახლაც ისე მზადაა  სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე,  საოჯახო თუ საველე აფთიაქით, როგორც ათეული წლების წინ იყო. _ ეს რომ არ გვყავდეს, რა ეშველება ფარნავაზ მეფის ქუჩის სამეზობლოს? ძველებურად მხნე, დაუზარელი,  ენით მოგარჩენს, სხვა რომ არაფერი. შეკრება-საღამოები ხომ მისი მოგონილია. აინტერესებს, რომელ ოჯახში რა უჭირთ, ვინმე ავად ხომ არ არის. 80 წლის ქალბატონს თანაკლასელები, რომლებიც  ცოცხლები არიან,  „სმენაზე ყავს დაყენებული“.   თვე არ გავა, რომ არ შეიკრიბონ ან ერთმანეთს არ შეეხმიანონ. მაგის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 25 წლის ახალგაზრდას გააკვირვებს თავისი ენერგიულობით და შემართებით.  რაღაც მიზიდულობა აქვს. სულ მასთან  მივდივართ.  რომ ვერ ვნახავთ, რაღაც გვაკლია იმ დღეს, - სამეზობლოს სახელით გვესაუბრება პედაგოგი, ნატო ნიკოლაიშვილი. ქალბატონი კლარა კი შენიშვნას აძლევს, რა ამბავია ამდენი ქება, ადამიანი იმიტომ მოდიხარ ქვეყნად, ადამიანი და საქმე გიყვარდეს, საქმეში  კი გული ჩადო და თუ ასე იზამ, სიცოცხლეს და კეთილ საქმეს დასასრული არ  ექნებაო. „გურია ნიუსი“ 80 წლის იუბილეს ულოცავს  კლარა თავართქილაძეს _ მედიკოსს, პირველ ბაზიერ  ქალბატონს და ქვეყნის  ხუთგზის ჩემპიონს ამ საქმეში.  ქალბატონს,  რომელმაც თავისი პროფესიებით,  შეუფასებელი ამაგი  დასდო ადამიანის  განკურნების  და  ახალგაზრდა თაობების  ქუჩის გავლენისგან და დანაშაულში ჩათრევისგან  დახსნის  ... ...
  • რომელ ქალაქებში და რომელი კლასის მოსწავლეები დაბრუნდებიან სკოლებშიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. „ყველგან, სადაც დღეს სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე დაბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ დისტანციური სწავლების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე იქ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება“, - განაცხადა ... ...
  • რა შეზღუდვები წესდება აჭარაშისაკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ხვალიდან აჭარაში შეზღუდვები წესდება. „ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ. ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მისი თქმით, რესტორნები მუშაობის განახლებას დილიდან შეძლებენ, თუმცა საღამოს 10 საათზე ეს ობიექტები დახურული იყოს. მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოქმედების ვადა ეპიდმდგომარეობაზე იქნება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...