გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს

პოლიტიკა

გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს

2019 ივლ 20 12:08:53

"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი":
_ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით.
დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო.
კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას. 
მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა. 
მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში. 
მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2. 
მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული.
ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ. 
მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი.
ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს. 
მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში. 
რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო. 
რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს გვარამია.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...