იენს სტოლტენბერგი- საქართველოსთან თანამშრომლობა ყველას უფრო დაცულს გვხდის


პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი- საქართველოსთან თანამშრომლობა ყველას უფრო დაცულს გვხდის

1 დეკ. 2020, 11:36:23

საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“,_ ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა,  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ნატო-ს 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა ალანსის პოლიტიკური გაძლიერებაა, რაც პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის განმტკიცებას გულისხმობს.

,,საქართველო ჩვენი ღირებული პარტნიორია და საქართველოსთან თანამშრომლობა ყველას უფრო დაცულს გვხდის. ამიტომ მტკიცედ მჯერა, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანია  არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ალიანსმა გააძლიერა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში.

,,ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოსან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუწევთ.  ჩვენ, ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ეთად უფრო მეტს ვაკეთებთ  საზღვაო სფეროში, მათ შორის, სანაპირო დაცვის სამსახურს ვწვრთნით, ვუზიარებთ ერთამნეთს  საჰაერო სივრცესში გადაადგილების მონაცემებს და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ასევე ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ შავ ზღვაში“, - თქვა   ნატოს გენერალურმა მდივანმა .

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოს ალიანსში წევრობის თარიღთან  დაკავშირებით   სპეკულაცია არ სურს, მაგრამ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია

,,არ დავიწყებ სპეკულაციებს, როდესაც საქმე ნატო-ში გაწევრიანების თარიღს ეხება, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად  საუკეთესო გზად რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხობისადა თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია რჩება. ნატოს მოკავშირეები კი აგრძელებენ  საქართველოს მხარდაჭერა.  ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ ნატო-ს ტრენინგ ცენტრს თბილისთა ახლოს“, -აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ასევე მანდ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვდრა მიმდინარე კვირის ოთხშაბათს გაიმართება.

ცნობისთვის,  დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრა  იწყება, რომელიც 2 დღე გაგრძელდება. კორონავირუსის პანდემიის გამო მინისტრების შეხვდრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ისაუბრებენ.

როგორც ცნობილია,  მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც  ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ისაუბრებენ

აღსანიშანვია, რომ 30 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც უკრაინული მედია წერს, დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, აღნიშნულ გადაწვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.




 ახალი ამბები
  • ”გაგვიფრინდა ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა, გიო აღარ გვყავს!"17  წლის გიორგი ბერიძე, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა, ცოტა ხნის წინ დაიღუპა, _ ამის შესახებ ნფორმაცია სპეციალურად გიორგისვის შექმნილ სოციალურ ჯგუფში გავრცელდა. გიორგის გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ამისთვის კი 140000 დოლარი იყო საჭირო. გიორგის დედას იმავე დიაგნოზით ქალიშვილიც გარდაცვლილი ჰყავს და საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდა გიორგის სიცოცხლის გადარჩენაში. მას მთელი საქართველო ... ...
  • “გელათში, მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია და ხარვეზების იდენტიფიცირება“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ფეისბუქზე წერს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გელათის დროებითი გადახურვის რევიზია. “ყველას გილოცავთ ნათლისღებას!!! ვინაიდან გუშინ უხვი ნალექი მოვიდა გელათში, ადგილზე ვარ გუშინდელიდანვე. ჩემი ზედამხდველობით მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია, ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება. გელათზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, ამავე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია. ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს დროებითი სახურავი ჩამოინგრა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, _ წერს ნიკა ... ...
  • “მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში“თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს: ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს ვებგვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა _ ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ. ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, _ წერია აღნიშნულ ... ...
  • ნათლისღების თოვლი ჩოხატაურშიჩოხატაურში, ამინდის პროგნოზით დღეს, 19 იანვარს ღამით -6 გრადუსი ყინვა იქნება. მომდევნო დღეებშიც ყინვაა მოსალოდნელი, თუმცა, პროგნოზით, -5 გრადუსს არ გადააჭარბებს. დათბობას გურიაში 24 იანვრიდან უნდა ... ...
  • სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს- წერეთელი„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე. წერეთელის თქმით, სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. წერეთელმა აღნიშნა, რომ  ნატოს გენერალური მდივნის მუდმივი განცხადებები ნატოს რეალურ წევრობაზე  კარგია, თუმცა მას თან უნდა ერთვოდეს ქვეყნის შიგნით შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, რაც დაახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან. „ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი მუდმივად აკეთებს განცხადებას საქართველოს იმ რეალურ წევრობაზე, რომელიც აუცილებლად ერთ დღეს უნდა იყოს, ეს არის კარგი. თუმცა, გაცილებით უკეთესია როდესაც ამას მოსდევს კონკრეტული ნაბიჯები ინტეგრაციის და აქ ეს გზავნილი რაც ჩვენ მოვისმინეთ, რათქმაუნდა ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთი ყველაზე უფრო მეტად იბრძვის ამის წინააღმდეგ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. ამრიგად, ეს რუსეთისადმი გზავნილია, თუმცა, იმ ნაწილში, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობას და სწორედ ნატო და საქართველო წყვეტს, წესით, უნდა იყოს თუ არა ალიანსის წევრი ქვეყანა, აქ რათქმაუნდა საქართველოს მიმართულებით არის გზავნილი, იმიტომ, რომ ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, იგივე პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი და სხვა რათქმაუნდა არ აახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან და ნატოს რეალურ წევრობასთან.“ - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....