ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტი და ქურდის ინსტიტუტი წარსულს 2012 წელს ჩავაბარეთ

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტი და ქურდის ინსტიტუტი წარსულს 2012 წელს ჩავაბარეთ

2 ოქტ. 2018, 22:58:23

ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ახორციელებს ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი.
ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს და ზუსტად ეს იყო ამ განცხადების შინაარსი. გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. 
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება დაადასტურა. მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ბიზნესზე ზეწოლა ყოველდღიური მოვლენა და სისტემური პრობლემა იყო, ხოლო „ქურდის ფუნქცია“ საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას. 
მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ განცხადებას, რომელიც გავაკეთე მაშინ, იმ შეხვედრის შემდეგ. მე შეგახსენებთ, რა ვითარება იყო ადრე და რა ვითარებაა არის დღეს.
ბიზნესზე ზეწოლა იყო ყოველდღიური მოვლენა იქამდე, ვიდრე შეიცვლებოდა
ხელისუფლება 2012 წელს. მე მქონდა ერთხელ საშუალება, ბიზნესმენებთან ერთად ვიჯექი სუფრაზე, აღარ მახსოვს 2010 წელი იყო, დაახლოებით 15 კაცი იჯდა და 15-ივე ბიზნესმენმა მოყვა თავისი ისტორია იმის თაობაზე, თუ როგორ ახორციელებდა მაშინ ზეწოლას ხელისუფლება ბიზნესმენებზე.
საუბარი იყო შანტაჟზე, ფულის გამოძალვაზე, ქონების წართმევაზე, 15-ივე ბიზნესმენს ჰქონდა თავისი ისტორია ამ ზეწოლის და გამოძალვის თაობაზე. მაშინ შემთხვევით მოვხვდი ამ სუფრაზე, მე თვითონ ბიზნესმენი არ ვიყავი, ვმუშაობდი ერთერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგრამ რისი თქმა მინდა, რომ იმდენად სისტემური იყო ეს პრობლემა, ბიზნესის რეკეტის პრობლემა, მაშინ მოხდა, გახსოვთ, ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია.
ანუ, ქურდის ფუნქცია თავის თავზე აიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სახელმწიფომ. ეს იყო საერთო სურათი და ეს იმდენად სისტემური იყო, რომ ყველამ იცოდა ამის შესახებ, სახელებით, გვარებით, ჩემი მეზობელი, მეგობარი და ასე შემდეგ, უამრავი ფაქტი იყო, რაზეც გვქონდა ჩვენ ინფორმაცია სახელებით და გვარებით. ეს იყო ვითარება 2012 წლამდე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მსგავსი არაფერი არ ხდება“. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, რაიმე სისტემური პრობლემა რომ იყოს, „ეს ეცოდინებოდა მთელ საქართველოს“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს მხოლოდ ერთი პრეცენდენტი -ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც, მისივე შეფასებით, საკუთარი, სუბიექტური ინტერესი აქვს.  
„ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ზეწოლაზე, საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ახორციელებს ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი.
ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს და ზუსტად ეს იყო ამ განცხადების შინაარსი. გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს ბიზნესის რეკეტი, ქურდის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, დღეს არის ვითარება რადიკალურად განსხვავებული. უყურეთ, რამდენი ბიზნესმენია საქართველოში - საქართველოში არის უამრავი ბიზნესმენი და აქ რომ იყოს რაიმე პრობლემა სისტემური კუთხით და სისტემურზეც არ არის საუბარი, რაიმე არასწორი სტატისტიკა რომ არსებობდეს, ეს ეცოდინებოდა მთელ საქართველოს. პრეცენდენტები არ არსებობს ამის, გარდა ერთი შემთხვევისა, ეს არის ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც აქვს თავისი ძალიან გამოკვეთილი სუბიექტური ინტერესი, მას აქვს 50 მილიონი დავალიანება ხალხის წინაშე. ეს არის მოსახლეობის ფული“,- განაცხადა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ. 




 ახალი ამბები
  • მცხეთაში ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლამცხეთაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა.  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ... ...
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...