ირაკლი კუჭავა გასულ და მომავალ ოთხ წელიწადზე _ "პრიორიტეტების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია" (R)

პოლიტიკა

ირაკლი კუჭავა გასულ და მომავალ ოთხ წელიწადზე _ "პრიორიტეტების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია" (R)

2017 ოქტ 10 15:42:08

ინფრასტუქტურა, ეკონომიკურ-სოციალური პროგრამები, ტურიზმი, სპორტი, კულტურა _ ოთხი წელია, ეს მიმართულებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია.

უფრო კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა და რა პროექტებია დაგეგმილი მომავალი 4 წლის განმავლობაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა საუბრობს.

_ ბატონო ირაკლი, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა რეგიონში?

_ პრიორიტეტებს ორი მიმართულებით ვგეგმავთ: რაც შეიძლება, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირება, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტი ფინანსურად არათვითკმარი მუნიციპალიტეტია. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვფიქრობ, აღნიშნულ კონტექსტში გარკვეული წარმატებები გაგვაჩნია. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიტან: დაბა ჩოხატაურს, თითქმის 20 წლის განმავლობაში, არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი. უკვე მეორე წელია, წყალმომარაგების პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია და 1100 აბონენტს უწყვეტი წყალმომარაგება აქვს;

მხოლოდ ორი მთავარი ქუჩა იყო მოასფალტებული, დღეისთვის ასფალტი დაგებულია 16 ქუჩაზე და სანიაღვრე არხებიც მოწყობილია. წელს კიდევ სამ ქუჩაზე დავაგებთ ასფალტისა და ბეტონის საფარს და დაბაში ქუჩების მოწესრიგებას, პრაქტიკულად, დავასრულებთ.

არა ერთ სოფელში დაიგო ბეტონის ასასვლელები (ჭაჭიეთის მიმართულებით, მეწიეთში, ზომლეთში, ამაღლებაში, ქვაბღაში, ზოტში, ახალშენში);

ახალი ხიდები აშენდა სოფელ ხიდისთავსა და სოფელ თავპანტაში;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათობით სასოფლო გზასა და ხიდს;

5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა; 7 ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. წელს ვგეგმავთ ორი ახალი საბავშვო ბაღის აშენებას და ერთის რეაბილიტაციას.

სოფელ ხიდისთავში, იუსტიციის სამინისტროს დახმარებითა და ჩვენი თანადაფინანსებით, საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ასევე, დასრულდა საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ კოხნარში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები ყველა იმ პროდუქტს მიიღებენ, რომლებსაც იუსტიციის სახლები სთავაზობენ.

_ თქვენს სოფლებს თუ შეეხო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ?

_ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღნიშნული კანონის გავრცელების არეალში პირველივე ეტაპზე ორი სოფელი შევიდა _ ზოტი და ჩხაკაურა. ცოტა ხნის წინ, წინ მთის ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაღალმთიანი სოფლის სტატუსის კიდევ ერთი სოფლისთვის _ ქვაბღისთვის, მინიჭების თაობაზე. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის წევრებს: თემურ ჭკუასელს, ნინო წილოსანს, გურიის აწ უკვე ყოფილ გუბერნატორ გია სალუქვაძეს და სოფელ ქვაბღის მცხოვრებლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იღვწოდნენ იმ არგუმენტების და შესაბამისი პარამეტრების დასადგენად, რომლებიც აუცილებელი იყო აღნიშნული სტატუსის მისანიჭებლად.

_ სოფლის მეურნეობის რომელი დარგებია განვითარებული ჩოხატაურში?

_ ჩოხატაური აგრარული მუნიციპალიტეტია, შესაბამისად, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია. ათწლეულების წინ ამ დარგის ეფექტურობას გადამამუშავებელი მრეწველობის არსებობა განაპირობებდა. ამ სეგმენტის მოშლის შემდეგ სოფლის მეურნეობა ნაკლებ რენტაბელურ დარგად იქცა, თუმცა, ჩვენს მუნიციპალიტეტში გახორციელებული რამდენიმე პროექტი ძალიან დამაიმედებელია. ვგულისხმობ "კახური ტრადიციული მეღვინეობის _ აგროჩოხატაურის" გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას, რომელიც უკვე მეორე წელია, 20-ზე მეტი დასახელების პროდუქციას უშვებს არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, საექსპორტოდაც (აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთში).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანია "წყალი მარგებლის" მიერ 40 მილიონი ევროს ინვესტირების შედეგად სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი ახალი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ ტრადიციულ წყალ "ნაბეღლავს" და მტკნარ წყალ "ბახმაროს" ჩამოასხამს, ასევე, დაიწყო ხილის გადამუშავების შედეგად სხვადასხვა სახის წვენების გამოშვება. ეს ფაქტი განსაკუთრებით გვახარებს, რადგან კომპანია "წყალი მარგებელი" ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია.

ამის გარდა, ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლის მთავარ წყაროდ თხილის კულტურა რჩება. გასულ წლებში მავნებელმა აზიურმა ფაროსანამ მოსავალი მკვეთრად შეამცირა. წელს საქართველოს მთავრობისა და დონორების დახმარებით აღნიშნული მავნებლებისგან მცენარეების დაცვის მიზნით უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიებები ხორციელდება _ 5 ჰექტრამდე პლანტაციების მფლობელებს უსასყიდლოდ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, შხამქიმიკატებით უმუშავდებათ ფართობები. ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიება შედეგს მოგვცემს და ჩვენი მოსახლეობის ფინანსური შემოსავლები არ მოიკლებს.

_ სოციალურ პროგრამებს რა ადგილი უჭირავს ადგილობრივ ბიუჯეტში?

_ სოციალურ პროგრამებში მუნიციპალიტეტი ხარჯავს 500 000 ლარს. აღნიშნული სახსრები მოხმარდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსებას, რომელთა შორისაა: ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (თანხა 87 500 ლარი); მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების ყოველთვიური დახმარება _ თანხა 28 000; ახალშობილთა ოჯახების (ერთჯერადი) დახმარება _ თანხა 20 000; 18 წლამდე ასაკის შშმ პირების ოჯახების ყოველთვიური დახმარება (კომუნალური გადასახადი) _ თანხა 23 700;  18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება _ თანხა 2 400; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და მარჩენალდაკარგული პირების დახმარება (ერთჯერადი) _ თანხა 5 500; სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხა 277 700 ლარი); 18 წელს ზევით ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-დან 200 000–ის ფარგლებში მერყეობს, სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯი _ თანხა 71 500 ლარი; ონკოდაავადებულთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების შეძენისა და ოპერაციის შემდგომი გამოკვლევის ხარჯი _ თანხა 35 000 ლარი; თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს, ყოველთვიური დახმარებისა და მგზავრობის ხარჯი _ თანხა 18 500 ლარი; გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) და ეპილეფსიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის პირთა დახმარება, ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა დახმარება _ თანხა 18 000 ლარი; 18 წელს ზევით ასაკის შშმ პირების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შესაძენი ხარჯი _ თანხა 12 000 ლარი; "C'' ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსება _ თანხა 10 000; ა(ა)იპ განათლების ცენტრის (6-დან 18-წლამდე ასაკის შშმ პირთა დღის ცენტრი, კომუნალური ხარჯი) თანადაფინანსება _ თანხა 13 000 ლარი; 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირების დახმარება _ თანხა 12 000 ლარი.

სხვა კატეგორიების მიხედვით (თანხა 134 800 ლარი) მათ შორის:  მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება _ თანხა 105 000 ლარი; დევნილთა დახმარება _ თანხა 11 000 ლარი; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება _ თანხა 16 800 ლარი.

_ ბატონო ირაკლი, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით რა ღონისძიებები ხორციელდება?

_ მოგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გახორციელდა შემდეგი ღონისძიებები ტურიზმის მიმართულებით:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ _ "ტურიზმი და რეალობა" განახორციელეს პროექტი _ "ჩოხატაურის რაიონის ტურისტული კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა’’, რომლის მიზანი გახლდათ ადგილზე პოტენციური ტურისტული რესურსის აღწერა, ახალი და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შექმნა და პოპულარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის იმ სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების დასაქმება და ჩართვა ტურისტულ ბიზნესში, რომლებსაც არასაკმარისი კონკურენტუნარიანობა გააჩნდათ შრომის ბაზარზე.

პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რაიონის სოციალურ-ეკონომიკური პირობები. პროექტის დაფინანსება შეადგენდა 10 000 ლარს, მის გასახორციელებლად კი გამგეობამ, თანადაფინანსების სახით, გამოყო 4 000 (ოთხი ათასი ლარი) ლარი. პროექტი პირველ ეტაპზე იმ საინტერესო აქტივობებს მოიცავდა, რომლითაც შესაძლებელი გახდა 62 სოფლის ტურისტული რესურსის საყოველთაო აღწერა, მოკვლეული მასალის დამუშავება, მონაცემთა ბაზის შექმნა, ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენა და ტურისტული სააგენტოებისთვის შეთავაზება. განვითარდა ტურიზმის სხვადასხვა სახეობა, ხელი შეეწყო ტრადიციული ნაწარმისა და სუვენირების წარმოება-გასაღებას, გადამზადდნენ ინგლისურენოვანი გიდები, მოეწყო გამოფენები, დაიგეგმა შემეცნებით-გასართობი ტურები (ბაზიერობის ტური _ 23 ნოემბერი და შემეცნებითი ტური _ 19 აგვისტოს ფერისცვალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე). პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი, მომზადდა ფოტო და ვიდეო ინფორმაცია, დაიბეჭდა ფლაერები, გზამკვლევი, ბროშურები და გამოიცა ორენოვანი (ინგლისურ-ქართული) წიგნი, სახელწოდებით "ჩოხატაურის ტურისტული პოტენციალი". ხსენებულმა პროექტმა თავისი პრაქტიკულობით მიიღო შემდეგი ნომინაციები და საერთაშორისო აღიარება: ნომინაცია _ საუკეთესო მარკეტინგული დესტინაცია (ობიექტები); ნომინაცია - ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის;  კონფერენცია ათენში, "ბიზნესი და ეკონომიკა, კულტურული ტურიზმი ციფრულ სამყაროში" ჟურნალში 2014 წელს გამოქვეყნებული სტატია: "ჩოხატაურის ტურისტული პოტენციალი" ატვირთულია ვებგვერდზე; Travel in Georgia–ს ვებგვერდზე ატვირთულია ტურები სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით (ბახმარო, ნაბეღლავი, ზოტი-სანისლია); კულტურული მემკვიდრეობის ტური; სამუზეუმო ტური.

ვისაც სურვილი აქვს პროექტისთვის მოპოვებული მასალებისა და დეტალური ფოტო და ვიდეო ინფორმაციის ნახვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნაობების შესახებ შესაძლებელია საიტებზე: Chokhatauri.ge; Tourizmreality.ge; Travelgis.ge; Travel in Georgia.ge; ტურისტული სააგენტო "Saba"; ჟურნალი სახელწოდებით _ Digital Era, რომელიც გამოდის ათენში.

ასევე, დაწყებულია ევროკავშირის 3-წლიანი საგრანტო პროექტის გახორციელება _ "მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის", რომელიც მიზნად ისახავს გურიის რეგიონების, კერძოდ, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ქალაქ ოზურგეთის მერიის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას.

პროექტის გახორციელების პირველი ფაზა მოიცავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ღირშესანიშნაობების აღწერას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და GPRS კოორდინატის აღებას, შემდგომ განთავსებას მობილურ აპლიკაციაში. მეორე ფაზა მოიცავს მიკროგრანტების თემას, რაც გულისხმობს შერჩეულ სოფლებში და დაინტერესებულ პირებთან საჭიროებების კვლევას და გრანტების გაცემას. ამავე პროექტის ფარგლებში 23 ივლის მოეწყო" გურიის ტურიზმის ფესტივალი" ოთხივე მუნიციპალიტეტში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მოლაშქრეთა კლუბი "ნაბიჯი", რომლისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან შეძენილ იქნა მოლაშქრეთა აღჭურვილობის სრული პაკეტი 6 ადამიანზე (კლუბის წევრები იკვლევენ ველური, ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მარშრუტებს). მომავალში იგეგმება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნა.

რაც შეეხება ვიზიტორთა ზრდის პროცენტს, იგი ასე გამოიყურება: 2015 წლის მონაცემით, ბახმაროს სტუმრობდა 12 000 ვიზიტორი, ხოლო 2016 წელს _ 18 000, 2017 წელს შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. ვიზიტორთა ძირითად ნაკადს ველოდებით როგორც ზაფხულის სეზონზე, ასევე ზამთრის სეზონზეც. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონაცემით, დაფიქსირებულია საექსკურსიო დამთვალიერებელი _ 910 ვიზიტორი, ხოლო ინდივიდუალური დამთვალიერებლის რაოდენობა შეადგენს 1296 ვიზიტორს, ექსკურსიების რიცხვი _ 62-ს; ნოდარ დუმბაძის სახელობის მუზეუმის ვიზიტორთა საერთო რაოდენობაა 4 600 ვიზიტორი; მოსე გოგიბერიძის სახელობის სახლ-მუზეუმის ვიზიტორთა საერთო რაოდენობა _ 150 ვიზიტორი; ნიკო მარის სახელობის სახლ-მუზეუმის ვიზიტორთა რაოდენობა _ 250 ვიზიტორი. მხოლოდ მუზეუმების ვიზიტორთა საერთო რაოდენობა დღეის მდგომარეობით შეადგენს 7268 ვიზიტორს.

 _ ბატონ ირაკლი, მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა მუნიციპალიტეტის კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით თქვენი კომენტარის გაკეთება.

 _ მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი კულტურულ-სპორტული ღონისძიება გაიმართა, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ფაქტი, რომ დაბის ცენტრში ახალი ხელოვნების სასახლის აშენებამ დამატებითი იმპულსი შემოიტანა. დღეს ჩოხატაურს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასახლე გააჩნია, რომელსაც უკვე სტუმრობდა არა ერთი შემოქმედებითი კოლექტივი და ცნობილი მომღერალი.

ასევე, მინდა გამოვყო მუნიციპალური ფეხბურთის კლუბ "ბახმაროს" წარმატება _ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი გუნდი საუკეთესოა გურიაში. ჩოხატაურს ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, უნიკალური, ოთხსტანდარტულმოედნიანი სპორტული არენა გააჩნია, რომელიც მოწესრიგების შემდეგ, სპორტული ტურიზმის კერად შეიძლება იქცეს, რაც დამატებით შემოსავლებს მოუტანს მუნიციპალიტეტს. ეს რამდენიმემილიონიანი პროექტია, რომლის გახორციელება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...