ის, რაც ამდენ ხანს დამალული იყო _ ქათამაძე „მეოცნებეებთან“ თანაგუნდელმა მიიყვანა

პოლიტიკა

ის, რაც ამდენ ხანს დამალული იყო _ ქათამაძე „მეოცნებეებთან“ თანაგუნდელმა მიიყვანა

2018 ივნ 18 12:50:41

ოზურგეთის საკრებულოს იმ ოთხაში, სადაც ბესო ქათამაძე "ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს, როგორც გავარკვიეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შაკა თავდიშვილიც იმყოფებოდა.

ამ დრომდე თავდიშვილი უარყოფდა, თუმცა, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ფაქტის დადასტურება მას შემდეგ მოუწია, რაც ვუთხარით, რომ ამის მტკიცებულება გვოქონდა.

თავდიშვილმა გვითხრა, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებდა და აღნიშნა, რომ ჩვენება პოლიციას უკვე მისცა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას თავდიშვილი ინციდენტის შესახებ სხვადასხვანაირად ჰყვება,

ჯერ გვითხრა, რომ ქათამაძეს თავად დაურეკა და ოთახში მისვლა სთხოვა, მერე თქვა,  რომ „ოცნების“ წევრებს ბესოსთვის დანარეკი უკვე ჰქონდათ.

ინტერვიუში, რომელიც „გურია ნიუსის“ ფეიბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა,  თავდიშვილს ქათამაძეც მიეხმარა, სადაც თქვა, რომ განმარტებებს მოგვაინებით გააკეთებს, თუმცა, განმარტებები არ გაკეთდა.

ამ დრომდე ვერ ხერხდება იმის გარკვევა, რატომ მალავს თავდიშვილი ოთახში ყოფნის ფაქტს და რატომ არ პასუხობს კითხვაზე _ კონკრეტულად ვინ სცემა ბესო ქათამაძე?

ამ კითხვაზე პასუხი არც ნაციონალური მოძრაობის ლიდრებს აქვს.

უფრო მეტიც, დავით კირკიტაძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ თავდიშვილის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. არადა, შაკა თავდიშვილი 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის გამგებლობის კანდიდატიც კი იყო.

უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი შეკითხვების შემდეგ ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია თავდიშვილმა დატოვა.

ასევე, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვები _  სწორედ ამ ფაქტს ხომ არ გულისხმობდა "ქართული ოცნება" როცა განაცახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პროვოკაცია არ ყოფილა, თუმცა თავდიშვილის დუმილი და იმ ფაქტის დამალვის მცდელობა, რომ ოთახში თავადიშვილიც იყო, კითხვებს აჩენს.

ასევე, კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც დღეს "ოცნებას" წარმოადგენენ და რომლემაც ბესო ქათამაძე სცემეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფელბაში ყოფნის დროს მაღალ თანამდებეობზე მუშაობდნენ.

დავით კრიკიტაძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლების მინუსია და, სამწუხაროდ, მათ ხელისუფლებაშიც იყვნენ უპასუხისმგებლო და დამნაშავე ადამიანები და სწორედ ამიტომ აგო პასუხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“.




 ახალი ამბები
  • "ნაციონალები ადამიანის ტრაგედიაზეც ქულების დაწერას ცდილობენ" _ ქათამაძის პოსტს მოყოლილი გამოხმაურებებიდღეს, ოზურგეთში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი უნდა გამართულიყო, მაგრამ ის თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორგანიზატორებისა და მონაწილეების გადაწყვეტილებით გადაიდო და ამის შესახებ საჯარო განცხადებაც გაკეთდა.  თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბესო ქათამაძემ ფეისბუქის აუდიტორიას განსხვავებული ვერსია შესთავაზა: "ოზურგეთში, მოღალატე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი კორდინატორების ვერ მიყვანის გამო გადაიდო" _ დაწერა ქათამაძემ და პოსტს სიცილის აღმნიშვნელი "სმაილიკები" დაურთო. ამ თემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "გურია ნიუსის" საჯარო კითხვას, რატომ გამოიყენა ადამიანური ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის ქათამაძემ ასე უპასუხა: "ვიზიარებ და ვწუხვარ ამ დიდი ტარაგედიის გამო რაც თბილისში დატრიალდა. 1 საათის წინ სმს-ებით იხვეწებიდნენ გამოდით კონცერტზეო, სოფლიდან ხალხი არ მოყვებოდათ. კარგად", _ დაწერა ქათამაძემ და დამატებითი შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია. ფეისბუქის მომხარებლებს არც ეს კომენტარი დაუტოვებიათ შეფასების გარეშე: Maia Kutubidze: ეს სიცილის სმაილიკები რა უბედურებაა....რა დაგემართათ ხალხო.... Lela Ebralidze: სიტყვა მოღალატეც ამაზრზენია. თავად რომ არაფერი ეშველებათ, ერთია, უფრო დიდი ხიფათია, სტიგმებით გაავსეს მოზარდების ცნობიერება. სოფიო ჩხაიძე: ფუ რა საზიზღარი სექტაა ეგენი. არაფერი წმინდა რომ აღარ შერჩათ... Xatuna Surguladze: Beso Qatamadze და ამის წერას რაც პასუხში დაწერე, რომ გაჩუმდე და არაფერი აფრქვიო არა? Irakli Dolidze: კომენტარებში საჯარო ზეიმი აქვთ!!! ადამიანს ადამიანობა როცა არაა აქვს ის ქვეყნის მომავალზე ვერ იფიქრებს!!! Lika Kupradze: სირცხვილია ასეთი განცხადება... მარაზმი. ბესო ქათამაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მარი ჩხიკვიშვილიც: "ეს ჯამბაზი, ბესო ქათამაძე ადამიანების ტრაგედიაზეც რომ ქულების დაწერას ცდილობს… იტყუება, როგორც ჩვევია. ოზურგეთი სამძიმარს გამოხატავს ახალგაზრდა დედის და მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების გამო. ჩვენ სანთლები ავანთეთ,” _  წერს მარი ჩხიკვიშვილი ფეისბუქის გვერდზე. ქათამაძის განცხადება სოციალურ ქსელში შეაფასა პარტია "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ: "ეს არაკაცი!! კაცი როდის იყო, მაგრამ კარგია, რომ თავისით გამოტყდა!! ნაგავი ხარ შენ ვერასდროს ვერაფრად ვეღარ ივარგებ!!", _ მიმართავს ჭანუყვაძე ... ...
  • „ვაშაძე ქვეყანას არ გამოადგება, ზურაბიშვილი კი პრობლემებს წარმოშობს“ _ ლადო პაპავაქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა._ ბატონო ლადო, მმართველმა პარტიამ „ძალა ერთობაშიას“ სპარეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელ დაპირიპირებსა და სამოქალაქო ომზე ახლა უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი. მართველ პარტიაში ასეთი აზრი არავის მოსვლია მაშინ, როცა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტის პოზიციისთვის დათმობის საკითხსაც განიხილავდა. ახლა რამ შეაშინა „ქართული ოცნება? _ არასდროს დამიმალავს ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. არ მჯერა, რომ ამ პარტიას ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ პერსონალურად აღიარა, რომ მისთვის საამაყოა საბჭოთა კავშირის დიპლომატად ყოფნა. არის რაღაც, რითად არ უნდა ამაყობდე. კაცი, რომელიც საბჭოთა კავშირის დიპლომატობით ამაყობს, ქვეყანას ვერ გამოადგება. რატომ ეშინია „ქართულ ოცენებას“ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების?! მმართველ პარტიას კი არ ეშინია, ამომრჩევლის შეშინება უნდათ. არანაირი საფრთხე არ არის მოსალოდნელი, თუმცა, შესაძლოა, მცირედი ექსესები მოხდეს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და აღნიშნულს ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდის საშუალება არ მისცეს. უმრავლესობის წევრების მხრიდან სამოქალაქო ომზე საუბარი მიანიშნებს, რომ მმართველ პარტიაში ძალიან ბევრი ადამიანი შემთხვევით არის მოხვედრილი, რომლებსაც პოლიტიკის საერთოდ არაფერი გაეგებათ. _ არსებობს მოსაზრება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით, ამომრჩეველთა როლის დაკნინება გამოიწვია, ანუ ხალხს სასურველი კანიდატის არჩევის საშუალება არ დაუტოვა. მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რა საფრთხის წინაშე დადგება ქართული საზოგადოება? _ ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება ძალიან ბევრ პრობლემას წარმოშობს. მას მეტყველების უნარი აქვს გაუმართავი, სიტყვათა მარაგი არ ყოფნის და ხშირად ისეთ რაღაცებს იძახის, რაც მისთვის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატისთვის წამგებიანია. აღარ ვამბობ, რომ ხანდახან უწმაწური სიტყვები წამოსცდება ხოლმე. ამომრჩევლის მიმართ მისი დამოკიდებულება ქედმაღლურია. ჯერ პრეზიდენტი არ გამხდარა და იძახის თქვენზე მაღლა უნდა ვიდგეო. ვხედავთ, საარჩევნო კამპანია როგორ წარიმართა, ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის სურათიც გამოჩნდა უკვე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონ სალომეს რეიტინგი არ გაჩნია. დღეს ჩვენ არ გვაქვს ისეთი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმას არ ვაძლევთ იმას, ვინც პრეზიდენტად მეტად არ გვინდა. ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ზურაბიშვილი თუ ვაშაზე, ქვეყნის ორ ნაწილად გახლეჩა გარდაუვალია, რადგან არც ერთ მათგანს ქვეყნის გაერთიანების უნარი არ გააჩნია. _ თქვენი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ გარეშე, მცირედი რეიტინგიც არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს როგორ განსაზღვრავდით? _ ბიძინა ივანიშვილს აქვს თუ არა რეიტინგი, გამოჩნდება საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში, რაც ერთგვარი ტესტი იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის. _ როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის მიერ პირველ ტურში მიღებული შედეგები არ არის საკმარისი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის განსასაზღვრად? _ არა, რადგან საპრეზიდენო არჩევნების მეორე ტურში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი სახე საპირწონედ დადო. სწორედ მეორე ტურში გამოჩნდება ბიძინა ივანისვილის რეიტინგი, რაც იმაზე უფრო საინტრესესოა, თუ ვინ იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. „ქართული ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნების წაგება ნიშნავს იმას, რომ მას ამომრჩეველთან სერიოზული პრობლემები აქვს. ვთვლი, რომ ვაშაძესთან შედარებით, გარკვეული უპირატესობით მაინც სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხს მწარედ ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წელიწადი. _მმართველი პარტია საზოგადოების გულის მოსაგებად, გარკვეულ პოლიტიკურ კომპრომისებზე წავიდა, მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეს ბრალის წარუდგინა და პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი გაიწვია. არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე, მაგრამ მთავარი _ რისი გაკეთება მოახერხა „ქართულმა ოცნებამ? _ დავიწყოთ იქედან, რომ პარლამენტიდან მარიხუანას შესახებ კანონპროექტი გაიტანეს, თუმცა მაქვს განცდა, რომ პარლამენტში კანონპროექტი, შესაძლოა, კვლავ შემოაბრუნონ. არჩევნების მეორე ტურამდე, სხვა დიდი არაფერი გაუკეთებიათ. არაპოპულარული პირები რატომ არ ჩამოაცილა საარჩევნო შტაბს?! რატომ არ ჩამოაცილეს საარჩვენო შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლიც საზოგადოებაში სიმპათიით ვერ სარგებლობს?!ხომ შეიძლებოდა საარჩევნო შტაბში გამოჩენილიყვნენ ახალი საახები და ძირეულად შეცვლილიყვნენ პარტიის სახეები?! _ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დასახმარებლად ძველ გვარდიას მოუხმო. ივანიშვილის მხრიდან არალოგიკური ხომ არ არის ძველი გვარდიის შემოერთებაზე საუბარი, მაშინ, როცა “ოცნების“ ლიდერი საზოგადოებას პარტიის ახალი სახეებით დაკომპლექტებას დაჰპირდა? _ესეც გაუგგებარია. ისევ და ისევ, აქცენტი გაკეთებულია ახალგაზრდების მოყვანაზე. ახალგაზრდების მოყვანა ძალიან კარგია, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ საბავშვო ბაღით ქვეყანა არ იმართება. ამ საბავშვო ბაღს საფუძველი ჩაუყარა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ. შემდეგ სააკაშვილმა გაზარდა და ახლა ივანიშვილი კვლავ საბავშვო ბაღის ზრდას გვპირდება. ჩვენ გვჭირდება ისეთი ხალხი, რომელსაც პოლიტიკური მმართველობის გამოცდილება სუფთა ხელებით აქვთ. რომლებმაც იციან ქვეყანა როგორ უნდა იმართებოდეს. მმართვის სათავეში არ უნდა იყვნენ ბიზნესმენები, მათი საქმე არ არის ქვეყნის მართვა. დღეს ხელისუფლებაში არაპროფესიონალი კადრები არიან. ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ. იმ პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ, სამოქალქო ომი და დაპირისპირება დაიწყებაო, რა უნდა პარლამენტში?! „ქართულ ოცნებას“ აქვს მმართველობის პრიმიტიული სტილი, რომელიც მენეჯერულ მიდგომას ეფუძნება. ქვეყნის მართვა არ არის მენეჯერების საქმე. მენეჯერის საქმე არის ბიზნესი. ქვეყანას უნდა მართავდნენ გამოცდილი და კვალიფიციური ქვეყნის მმართველები. _ ცესკომ არჩევნების თარიღად 28 ნოემბერი განსაზღვრა. მანამდე კი საარჩევნო თარიღის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ მიაწოდა, რითაც იმთავითვე ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობა. როგორ ფიქრობთ, რატომ აწყობს ხელისუფლებას ამ რიცხვში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა? _ლოგიკურია, როცა არჩევნების დღე დასვენების დღეებში ინიშნება, თუმცა საქართველოში სამუშაო დღეებში არჩევნების დანიშვნის პრაქტიკა არსებობს. 28 ნოემბერს არჩევნებში მონაწილეობა გაურთულდებათ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რადგან მათთვის გადაადგილება და საარჩევნო უბანამდე მისვლა რთული იქნება. ალბათობა იმისა, რომ სამუშაო დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სამსახურის თანამშრომლები მიიყვანოს საარჩევნო უბნებზე, მაღალია. შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყანების კუთხით უკეთესიც იყო მმართველი პარტიისთვის არჩევნების ამ რიცხვში ... ...
  • სამუშაო და არასამუშაო დღეების საარჩევნო სტატისტიკა: ორშაბათი, ოთხშაბათი...ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, საპრეზიდენტო არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა კრიტიკის ობიექტი გახდა. გთავაზობთ სტატისტიკას, თუ რომელი არჩევნები რომელ დღეს გაიმართა საქართველოში: 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 ოქტომბერს, ოთხშაბათს დანიშნა; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები - 21 მაისს, ოთხშაბათს; 2008 წლის შუალედური საპარლამენტო არჩევნები _ 3 ნოემბერს, ორშაბათს; 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები _ 5 იანვარს, შაბათს; 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის _ 30 მაისს, კვირას; 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები _ 1 ოქტომბერს, ორშაბათს. რაც შეეხება “ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველია, რომელიც სამუშაო დღეს დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდება. კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება. 28 ნოემბერი ოთხშაბათია, ის უქმე დღედ გამოცხადდება. მეორე ტურის დღის განსაზღვრისას კანონი რამე რეგულაციას არ ითვალისწინებს და კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება ... ...
  • "რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან!" _ გაძვირდება თუ არა მგზავრობაცოტა ხნის წინ, "გურია ნიუსი" ოზურგეთის ზოგიერთ სოფელში მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის ზრდის შესახებ წერდა, ფასების ზრდას კი საწვავის გაძვირებას უკავშირებდნენ. უკმაყოფილებას განსაკუთრებით მშვიდობაური-ასკანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გამოთქვამენ. მათი თქმით, მგზავრები ხშირად დადგენილი ტარიფითაც ვერ ახერხებენ გადახდას. "თუ ღირს 1 ლარი და 20 თეთრი, მგზავრები ხშირად მხოლოდ ლარს იხდიან, მაგრამ რა ვქნათ? გვესმის მათიც, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია", _ ამბობენ მძღოლები. ოზურგეთის ავტოსადგურში, სადაც ავტობუსების და მიკროავტობუსების სიჭარბე უფრო მეტად ჩანს, ვიდრე მგზავრების, ასკანის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, მგზავრობის ფასის გაზრდაზე საუბარი შეჩერდა: _ ორშაბათიდან ველოდით ფასის მომატებას. ასე გვითხრეს, ლარნახევრის ნაცვლად, ორი ლარი იქნებაო. შემდეგ "გურია ნიუსში" მგზავრობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა და ჯერჯერობით, ისევ ძველი ფასით ვმგზავრობთ. როგორც ჩანს, ცოტა ხნით შეჩერდნენ. მძღოლებს კი არ ვამტყუნებთ _ საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ ჩვენც რა ვქნათ, ხალხში ფული არ არის. ასკანიდან ჩამოსვლასა და უკან დაბრუნებაში თუ ოთხ ლარს გადავიხდით, მაგ თანხით სამი კილო შაქარს ვიყიდით. აღარ წამოვალთ, დავაბარებთ ვიღაცას და იქნება, აბა, რა ვქნათ? _ გვეუბნებიან ასკანელები. როგორც მძღოლები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრების უმეტესობა საფასურის გადახდას ვერ შეძლებს: _ მგზავრობის ფასი მოვუმატო? ვინც მომატებას აპირებს, არ ვიცი, რის იმედი აქვს? რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან და მომატებულს საერთოდ ვინ გადამიხდის? ნახეთ, რამდენი ადამიანი ზის ვაკიჯვრის ავტობუსში, _ გვითხრა სოფელ ვაკიჯვრის რეისის ავტობუსის მძღოლმა მირიან ვანიძემ. "მგზავრობის ფასი მოვუმატო?" _ კითხულობს მირიან ვანიძე სოფელ ბახვის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ერთი ლარი და ოცდაათი თეთრია. ამ მარშრუტით მგზავრობენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლებიც და ფასის მატება ამ ორი სოფლის მიმართულებითაც იგეგმება. თუმცა, როგორც ოზურგეთის სს "ტრანსსერვისის" დირექტორი, შალვა ორაგველიძე ამბობს, მართალია, ბახვის მიმართულებით ასეთი ტარიფია, მაგრამ, ხალხი მაინც ერთ ლარს იხდის, მძღოლები კი ფასის მომატებას ლარნახევრამდე ითხოვენ. _ დროებით შეჩერებულია ეს პროცესი. ყველა ყოყმანობს ფასის გაზრდაზე, იმიტომ, რომ გასაჭირია. თუმცა, მძღოლები მეტს ვეღარ გაუძლებენ. განსაკუთრებით, ზოგიერთი მიმართულებით. ჩემთან ოფიციალურად გუშინ შემოიტანეს განცხადება. კიდევ ვიმსჯელებთ. ხალხსაც ძალიან უჭირს, მაგრამ მძღოლებსაც უჭირთ. ხალხის ნაწილი არ არიან თვითონ? ვის უნდა ან ვის მოსწონს ეს მატება, მაგრამ დარჩა სხვა გზა? საწვავის ფასი ძალიან გაიზარდა, თვითონ მძღოლებიც ნერვიულობენ, მაგრამ უკან დასახევი გზა არ აქვთ, _ გვითხრა ორაგველიძემ. _ ბატონო შალვა, მგზავრობის ფასის მომატებიდან გარკვეული დროის შემდეგ რომ საწვავის ფასმა დაიკლოს, მგზავრობის ღირებულებაც დაიკლებს? _ რა თქმა უნდა, დაიკლებს. _ ასე იყო ადრეც, მაგრამ, როცა საწვავის ფასი დაიწია, მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა, მაგალითად, ჭანიეთი-ქაქუთის მიმართულებით... _ მე არ ვიცი, როდინდელ ამბავს მეუბნებით. ეტყობა, ეს საკმაოდ ადრე იყო. მაგალითად, ორი წლის წინ, როცა საწვავის ფასმა დაიკლო, მგზავრობის საფასურიც შეამცირეს მძღოლებმა. კითხვაზე, რომელი რიცხვიდან მოიმატებს მგზავრობის ფასი, ორაგველიძე კონკრეტულად ვერ გვპასუხობს: _ განცხადება კი შემოიტანეს, მაგრამ უცებ არ გადაწყდება ეს საკითხი _ უნდა შევჯერდეთ. სს "ტრანსსერვისი" მხოლოდ ავტოსადგურის მფლობელია და მძღოლებს, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ ტრანსპორტი, მათ ემსახურება. ამიტომ, ვალდებული ვართ, ანგარიში გავუწიოთ. მაქსიმუმ, ერთ კვირაში ყველაფერი გვეცოდინება, _ გვითხრა მან. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ამ მიმართულებით ჯერ ფასის მომატებაზე არ ... ...
  • ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ "საღმრთოელი" განდეგილი ქალის ისტორიადღეს გიამბობთ რუსული საბჭოთა ოკუპაციის პერიოდისთვის ერთ ჩვეულებრივ ამბავს, ერთ ჩვეულებრივ ქალზე, რომელსაც სამი შვილი მიატოვებინეს, დააპატიმრეს,  ხუთი წლის შემდეგ კი ტომსკში 10 წლით გადაასახლეს. მას დანაშაული არ ჩაუდენია, არც პოლიტიკაში ყოფილა ჩართული - ის, უბრალოდ, საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასასურველი პირის... და იყო! მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილი მაშო გოჯასპირის  ასული გობრონიძე, 1891 წელს ოზურგეთში, სოფელ ხვარბეთში დაიბადა, შემდეგ კი ქვემო ნატანების ერთ-ერთ უბანში _ დონაურში, გერმანე ჩხატარაშვილს გაჰყვა ცოლად. საშუალო შეძლების გლეხის ოჯახის დიასახლისმა წერა-კითხვა არ იცოდა და არც ერთი პარტიის წევრი არ იყო. მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილის ნაკვალევის მოძებნაში, მერიის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ციური ბაბილოძე დაგვეხმარა, რომელიც თვლის, რომ წარსულის დავიწყება სამომავლო შეცდომების დაშვების საფუძველია. სწორედ ქალბატონი ციურის დახმარებით შევხვდით მაშო ჩხატარაშვილის ვაჟის _ იაგორის შთამომავლებს და ძმისშვილს, არაჩვეულებრივ ქალბატონს, ლეო გობრონიძეს, რომელსაც ასაკის მიუხედავად, შესანიშნავი მეხსიერება აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმიდან (#37147) ირკვევა, რომ მაშო და მისი ოჯახი, საბჭოთა სპეცსამსახურების თვალთახედვის არეალში უმცროსი ძმის _ მაქსიმე გობრონიძის გამო მოხვდნენ, რომელიც მენშევიკური პარტიის წევრი და წინააღმდეგობის არალეგალური დაჯგუფების წევრი იყო. მაშოს დედას _ მართა გობრონიძეს  ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდა. ბოლშევიკები, პოლიტიკურ ოპონენტზე _ მაქსიმე გობრონიძეზე, რომელიც მანამდე მეწისქვილე, მშრომელი და საზრიანი გლეხი იყო, ნადირობდნენ; ოჯახზე ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ოთხმოც წელს გადაშორებული დედა _ მართა გობრონიძე, რომელიც შვილის გადარჩენას ყვირილით ცდილობდა, ჩეკისტებმა მოკლეს, სახლი გადაწვეს და დაანგრიეს... მაშინ, მაქსიმე გადარჩა და შურიც იძია. _ მაშინ, 10-12 წლის ვიყავი და მახსოვს, როგორ შემოარტყეს სახლს ალყა, ისმოდა სროლა, კივილი და ხმაური; უფროსებმა ბავშვი აკვნით ბუხარში გადამალეს, რომ ტყვიებისგან დაეცვათ... მოზრდილები ეზოდან ვუყურებდით შეიარაღებულ ადამიანებს... ცოტა ხანში ბიძაჩემმა - მაქსიმელამ ჩამოგვირბინა... კარგად მახსოვს, როგორ დაგვიქნია ხელი. მერე ამბობდნენ, რომ დედის მკვლელს სახლში მიაკითხა, გამოვიდესო _ გასძახა და ის კაციც გამოვიდა _ კარგად იცოდა, რაც ელოდა და რაღას იზამდა... _ იხსენებს ლეო გობრონიძე. ლეო გობრონიძე-ჩხატარაშვილი როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1932 წელს, ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, 41 წლის მაშო ჩხატარაშვილი, რომელიც მამით ობოლ სამ შვილს ზრდიდა, დააპატიმრეს და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს; მას ბრალად, როგორც საქმეშია მოხსენიებული, პოლიტბანდიტის ანუ ძმის შეფარება წარუდგინეს. მოწმე ამტკიცებდა, რომ, მაშო თავის ძმასთან ერთად, არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრი იყო და ფსევდონიმით _ "სონია" საქმიანობდა. როგორც მოგვიანებით თავად ყვებოდა, ექვსივე თვე სამარტოო კარცერში, უმძიმეს პირობებში გაატარა. გობრონიძეების ოჯახის დევნა პოლიტიკური შეხედულებების გამო, კვლავ გრძელდებოდა. ლეო გობრონიძე იხსენებს, რომ 1932 წელს დააპატიმრეს მისი ძმა _ დიმიტრი გობრონიძე. მამა  _ სილევანი ემიჯნებოდა ძმის შეხედულებებს, შვილებს უმაღლესი განათლება მისცა და კარიერული წინსვლისთვის კომუნისტურ პარტიაში შესვლასაც ურჩევდა, გერმანული ფილოსოფიის სპეციალისტი, დიმიტრი, მამას არ ეთანხმებოდა. _ წიგნი არ დარჩა რომ არ წამეკითხოს და ვერაფრით დავეთანხმები ბოლშევიკურ თეორიებს, ადრე თუ გვიან, ამგვარი წყობილება აუცილებლად დაინგრევაო  _ ეუბნებოდა მამაჩემს დიმიტრი; აკი, დაინგრა კიდეც! _ იხსენებს ქალბატონი ლეო. სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც თვით ივანე ჯავახიშვილი ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდა, დააპატიმრეს, იდეები დაუწუნეს და ისიც გაიხსენეს, რომ "პოლიტბანდიტი" ბიძა ჰყავდა! მეტეხის ციხიდან, სამუშაოდ ალაზანზე გაყვანილი პატიმარი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. შსს არქივში, ჯერჯერობით, დიმიტრის საქმეს ვერ მივაკვლიეთ. ასევე უკვალოდ განადგურდა მისი უნიკალური ნაშრომები და ბიბლიოთეკა: _ ნაშრომები, უზარმაზარი ბიბლიოთეკა სახლში ჩამოვიტანეთ, მაგრამ ერთ დღეს რაიკომის პირველმა პირებმა სოფელში ჩამოვლისას, ბიბლიოთეკა საშიშროებად ჩათვალეს და გაიცა ბრძანება, დაეწვათ წიგნები... მახსოვს, როგორ იწვოდა გერმანული, სხვა უცხოენოვანი იშვიათი გამოცემები... ჩემი ძმის კვალი წაიშალა, _ ცრემლით იხსენებს თითქმის საუკუნეს მიტანებული ქალბატონი. შიშით დაზაფრულ ადამიანებს, კარგად ესმოდათ, თუ რა საფრთხეს უქმნიდათ სოციალურად მავნე ელემენტად გამოცხადებული ბიძის, ძმის, მამის, დედის თუ დის სიყვარული და ადამიანური თანადგომა. საქმეში მრავლადაა მასალები, თუ როგორ ისტუმრებდნენ უარით ახლო ნათესავები ღამის გასათევად მისულ "პოლიტბანდიტს". ოფიციალურ დოკუმენტებში, მაქსიმელა გობრონიძის ლიკვიდაცია 1938 წელს მოხდა, თუმცა, ოჯახში შემონახული ლეგენდის მიხედვით, მაშო ჩხატარაშვილის ხელმეორედ - 1937 წელს დაპატიმრება სწორედ მაქსიმე გობრონიძის ლიკვიდაციას უკავშირდება: _ მამაჩემს, რომელსაც რვა შვილი ჰყავდა, ძმა შეპირდა, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა... დანარჩენი დედმამიშვილიც ხომ ჰყავდა, მაგრამ ისინი არ დაუჭერიათ.... როგორც ჩანს, მაშო ყველაზე ძლიერი და უშიშარი პიროვნება იყო...  მახსოვს ამბობდნენ, როცა მაქსიმე ღალატით მოკლეს, მიცვალებულს ესროლეს, მერე ოზურგეთში, მილიციის შენობის წინ დააგდეს, რომ სამაგალითოდ ენახათ სხვებს, მხოლოდ მაშომ გაბედა მისვლა და ძმის ცხედრის მოთხოვნა, _ ამბობს ლეო გობრონიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით კი, მაქსიმე გობრონიძის ლიკვიდაციამდე ერთი წლით ადრე, მისი და _ მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილი, 1937 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს სსრ შინსახკომის მახარაძის რაიგანყოფილებამ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17-57-17 მუხლის ბრალდებით, ისევ დააპატიმრა. საქმის მასალებში არსებულ განაჩენში ვკითხულობთ: "ბრალი ედება პოლიტბანდიტებთან _ ლომთათიძესთან და გობრონიძესთან კავშირში, მათთან სისტემატურ შეხვედრებში, მათ შეფარებასა და სურსათით მომარაგებაში.  ასევე, ბრალდებულია მასზედ, რომ არის ბანდიტ მაქსიმ გობრონიძის და". საქმის მასალებიდან, ასევე, მოწმეთა ჩვენებებიდან კარგად ჩანს, რომ ბრალდების მხარეს ხელმოსაჭიდი ფაქტები არ აქვს; მაშო ცდილობს წარმოაჩინოს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა ძმასთან, რომელმაც ოჯახს ამდენი უბედურება შეამთხვია, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მაშო ჩხატარაშვილი მაინც დაისაჯა მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმე გობრონიძის და იყო...  საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 1937 წლის 14 ოქტომბრის დადგენილებით, მაშო ჩხატარაშვილს 10 წლით შრომა-გასწორების ბანაკში გაგზავნა მიესაჯა, ხოლო მისი განცხადება საქმის ხელახლა გამოძიების შესახებ, რეაგირების გარეშე დარჩა. საქმეს, განსამტკიცებლად, კოლმეურნეობიდან წარდგენილი ცნობაც დაურთეს, რომ მაშო გობრონიძეს წლის განმავლობაში, არც ერთი შრომადღე არ ჰქონდა გამომუშავებული! 46 წლის, სამი შვილის გამზრდელი ქვრივი, შრომით გამოსწორებისთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შინსახკომის "ტომსინლაგში", რომელიც სპეცდასახლება გახლდათ ტომსკის ოლქში, გადაასახლეს. როგორც მაშოს რძალი _ ლეილა გორგილაძე და შვილთაშვილები - მაია და გია ჩხატარაშვილები მაშოს მონათხრობიდან იხსენებენ, ძლიერი და შრომისმოყვარე ქალი, ვერ გატეხა გადასახლებამ და პირიქით, ცდილობდა დახმარებოდა სხვებს სიცოცხლის შენრჩუნებაში; მაგალითად, ბაბო დადიანს, რომელსაც გადასახლებაში შეხვდა. ლეილა გორგილაძე, მაია და გია ჩხატარაშვილები გია ჩხატარაშვილი ბებიას მონაყოლს იხსენებს, თუ როგორ შეხვდა მაშო ციმბირში თანასოფლელს, სასულიერო პირს გერასიმე ნაკაიძეს: _ ბებია იხსენებდა, რომ ახალგაზრდობაში, გერასიმე ნაკაიძეს, სანამ სასულიერო პირი გახდებოდა, მაღალი, ტანადი, ცისფერთვალება მაშოსთვის  სერენადა მიუძღვნია... მრავალი წლის შემდეგ, ციმბირის გულაგში, მაშოსთვის უთქვამთ, რომ ბანაკში მისი თანამემამულე ისე სცემეს, რომ უკანასკნელ წუთებს ითვლიდა... მაშო ჩხატარაშვილმა, ახალგაზრდობის, ბედნიერი წუთების გასახსენებლად და მოწამეობრივი სიკვდილის შესამსუბუქებლად, სწორედ ის სიმღერა უმღერა მომაკვდავ თანასოფლელს... სოფელ საღმრთოს ეკლესიის მღვდლის გერასიმე ნაკაიძის "დანაშაული" კი ის იყო, რომ დააარსა სოფლის ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელსაც საკუთარი სახლი დაუთმო. კომუნისტებმა 1923 წელს ეკლესია სახალხო სახლად გადააკეთეს, ეკლესიის სასაფლაო გადახნეს და ზედ ფეხბურთის სტადიონი გამართეს. გერასიმე ნაკაიძე აჭარაში მასწავლებლად წავიდა, თუმცა იქაც მიწვდნენ, დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1939 წელს, გადასახლებულთა ბანაკში, მოძღვარი ცემით მოკლეს... მაშო ჩხატარაშვილმა ათწლიანი ჯოჯოხეთი გამოიარა და საქართველოში ჩამოაღწია. _ 27 წლის შვილი, იაგორი, სამამულო ომში დაღუპული დახვდა;  მეზობლად, სოფელ შრომაში გათხოვილ ქალიშვილს _ ვასასი ღლონტს, ვისთანაც დაბინავდა, სულ მალე 17 წლის გოგონა ტრაგიკულად დაეღუპა. მაშომ ჩათვალა, რომ უიღბლობა მისი ბედისწერა იყო და გადაწყვეტილება მიიღო: ვაჟისა და ქალიშვილის ოჯახებს შორის, "საღმრთოს" უღრან ტყეში, სადაც აყრა-გადასახლებამდე მისი ოჯახი ცხოვრობდა, ქოხი საკუთარი ხელით ააშენა და იქ სრულიად მარტო დასახლდა! მიუხედავად იმისა, რომ თხოვნას და ყურადღებას არ ვაკლებდით, ღრმა სიბერემდე, მარტო ცხოვრობდა, ასეულობით ფრთა ფრინველს ზრდიდა, ყანას თესავდა, ათეულობით პირუტყვს უვლიდა და ცდილობდა, იქეთ დახმარებოდა შვილიშვილებს, გაჭირვებულ თანასოფლელებს,  _ ამბობს ლეილა გორგილაძე. შვილთაშვილები იხსენებენ, როგორი გონებაგამჭრიახი, გაუტეხელი, მძიმე ცხოვრების მიუხედავად, იუმორით სავსე ქალი იყო მაშო ჩხატარაშვილი. 87 წლამდე იცოცხლა და ბოლომდე შეინარჩუნა გონება, ღირსება და შურისძიებას დამსმენების მიმართ, რომელთა ვინაობაც კარგად იცოდა, არ აჰყოლია. ახლა სოფლის სასაფლაოზე, ერთად განისვენებენ მაშო ჩხატარაშვილი, მის მსგავსად რეპრესირებული ადამიანები, მის საქმეში მონაწილე პირები, მოწმეები, ვინაც გაუძლო ან ვერ გაუძლო მძიმე საბჭოურ სადამსჯელო წნეხს. ეს საქმე იმის მაგალითია, თუ რა შიში, დევნა და არაადამიანური  განსაცდელი გამოიარა საზოგადოებამ _ ყველამ, დამსმენმა, მდევარმაც და მსხვერპლმაც, რუსული საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. ამგვარი მაგალითები კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არ დაგვავიწყდეს, რადგან ისტორიას არ უყვარს მეხსიერების დაკარგვა _ ფრთხილად, წინ საშიში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...

დედამიწის დემოგრაფიული მდგომარეობა 2100 წლისათვის

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე 2100...

არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე

თითოეულ ადამიანს აწუხებს შემდეგი კითხვა:...

”პროფესიული გადაწვა”

ტერმინი ”პროფესიული გადაწვა” თავდაპირველად გამოიყენებოდა...

კავშირი ადამიანის ხასიათსა და ხელწერას შორის

ადამიანის ხელწერა ისეთივე უნიკალურია, როგორც...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?