"ივანიშვილი სააკაშვილის მიერ ჩადენილ ბოროტობებსაც აფინანსებდა, ამიტომ ლებედის დაფინანსება არ არის გასაკვირი“

პოლიტიკა

"ივანიშვილი სააკაშვილის მიერ ჩადენილ ბოროტობებსაც აფინანსებდა, ამიტომ ლებედის დაფინანსება არ არის გასაკვირი“

2019 აპრ 9 17:40:05

„ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილსაც აფინანსებდა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩადენილ ბოროტობებსა და მავნებლობებს, ამიტომ მის მიერ ალექსანდრე ლებედის დაფინანსება არ არის გასაკვირი. ივანიშვილის მხრიდან რუსი გენერლის დაფინანსება, ბუნებრივია, არასწორი იყო, რაზეც პარტიის ლიდერი ღიად უნდა საუბრობდეს, რადგან ეს მის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ.

ლადო პაპავა „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიის ლიდერმა თავი უხერხულ მდგომარებაში ჩაიდგო. 

_ ბატონო ლადო, „ქართული ოცნების“ ლიდერის ღია წერილს, რომელშიც 1989 წლის 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზეც არის საუბარი, ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა _ ისინი აცხადებენ, რომ ივანიშილს საზოგადოებისა და ქვეყნის ტრაგიკული ისტორიის შესახებ საუბარი მაშინ ახსენდება, როცა არჩევნებია. თავად  როგორ ახსნით პარტიის ლიდერის გაატიურებას?

_ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილის ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას, დღეს 9 აპრილთან და სხვა ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქრება ნამდვილად ევალება. რაც შეეხება არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას, ეს ყველა პარტიისთვის არის დამახასიათებელი. ივანიშვილის ღია წერილში პრობლემა ის არის, რომ პარტიის ლიდერი ტექსტში ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს აფიქსირებს. მაგალითად, ამბობს ძველ დროში არ უნდა დავბრუნდეთო, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას თუ გულისხმობს, საკუთარ სიტყვებთან მოდის წინააღმდეგობაში. თუ აღნიშნული პარტია მავნებლურია, რასაც ვეთანხმები, რატომ  შეინარჩუნა„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად?! რატომ ჰყავს აღნიშნული პარტიის ყოფილი წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში, მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში?! რატომ შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სახელგატეხილი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში?!  ამ კითხვებზე პასუხები გვჭირდება, სხვა შემთხვევაში, ივანიშვილი თვითონ აგდებს საკუთარ თავს უხერხულ მდგომარეობაში.

_ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში საზოგადოებას გაერთიანებისკენაც მოუწოდა, ციტირება: “ეშმაკი ყოფს და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება“. იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან რა წელზე მუდმივად აპელირებს, აღნიშნული მოწოდება რამენად კანონზომიერად მიგაჩნიათ?

_ ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ცხრა წელი არასდროს დავივიწყოთ, როგორც მსოფლიომ არასდროს არ უნდა დაივიწყოს ფაშისტების თუ ბოლშევიკების დანაშაულებრივი მმართველობა, მაგრამ ივანიშვილის ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს.  „ნიურნბერგის პროცესი“ თუნდაც მხოლოდ პოლიტიკური დაგმობის დონეზე საქართველოში არასდროს შემდგარა. „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს და სასამართლოში ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ჰყავს. აქვე უნდა აღვნიშნო, საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტურის წინ ყველას გვახსოვს ბატონი ბიძინას დაპირება, მან მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შეცვლიდა. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება გამოსწორების ნაცვლად, კიდევ უფრო გააუარესა, რაც სასამართლო სისტემის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებშიც კარგად გამოიკვეთა. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაბის“ წარმომადგენლობა გააძლიერა და სასამართლო სისტემაში, პრაქტიკულად, ოდიოზურ მოსამართლეთა ნაწილი უვადოდ განამწესა, რაც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის კრიზისის მახასიათებელია.

_ ბიძინა ივანიშვილი 2005 წელს რუსული გამოცმისთვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ გენერალ ალექსნდრე ლებედის, რომელიც  გენერალ იგორ ოდიონოვთან  ერთად 1989 წელის 9 აპრილის  დარბევის მთავარი ორგანიზატორი იყო, აფინანსებდა. აღნიშნული ფაქტი ჩირქს არ სცხებს პარტიის ლიდერის, როგორც საქართველოს გულშემატკივრის პოზიციას? და ასევე,  9 აპილთან დაკავშირბით კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ივანიშვილის სულისკვეთებას?

_ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილსაც აფინანსებდა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩადენილ ბოროტობებსა და მავნებლობებს, ამიტომ მის მიერ ალექსანდრე ლებედის 1996 წლის რუსეთის პრეზიდენტად წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება არ მიკვირს. ის, რომ ბატონმა ბიძინამ ეს ფაქტი 2005 წელს გაასაჯაროვა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მან თავისი საქციელის უარყოფითად შეფასება ვერ მოახერხა. ივანიშვილის მხრიდან რუსი გენერლის დაფინანსება, ბუნებრივია, არასწორი იყო, რაზეც პარტიის ლიდერი ღიად უნდა საუბრობდეს, რადგან ეს მის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ  1996 წელს ბიძინა ივანიშვილი რუსულ პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული და 9 აპრილის მოვლენებთან ალექსანდრე ლებედის კავშირი, შესაძლოა, არ იცოდა, რაც მხოლოდ ვარაუდია.

_ პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მიმართ პატივისცემასა და მადლიერების გრძნობას გამოხატავს, თუმცა წარსულში პირველი პრეზიდენტის მიმართ  ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმპათიას არ ადასტურებს. საუბარია, ჟურნ „ივერიას“ 1992 წელის ნომერში სალომე ზურაბიშილის მიერ გამოქვეყნბულ სტატიის შესახებ, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დიქტატორს უწოდებს და დასძენს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლბის დამხობა კანონირი იყო. როგორ ფირობთ, ზურაბიშვილმა პირველი პრეზიდენტის მიმართ პოზიცია შეიცვალა თუ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე?

_ ქალბატონ სალომეს, რომლის მოსაზრებები გაუგებარია, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება ხშირად სჩვევია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს _ კაცი მთავრობაში და ქალბატონი პრეზიდენტის რანგში. საგარეო საკითხების გარდა, ქალბატონი სალომეს აქტიურობა სხვა სფეროებში, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ის, რაც ზვიად გამსახურდიას დროს მოხდა, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებული დაპირისპირება პროვოცირებული იყო მოსკოვის მიერ. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამაც არა ერთი შეცდომა დაუშვა, რამაც საზოგადოებაში კომფრონტაცია გამოიწვია. ეს არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე თემები. ზვიად გამსახურდიაც არ იყო დაზღვეული შეცდომებისგან, მაგრამ მის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის სახელთან არის დაკავშირებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, რაც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ქალბატონ სალომეს, რომელიც დღეს საქართველოში ცხოვრობს და პრეზიდენტიც კი არის, ბოლომდე კარგად არ ესმის თანამედრიოვე საქართველოს პრობლემები და რა გასაკვირია, რომ 1992 წელს საზღვარგარეთიდან დანახული საქართველო მისთვის მთლად გასაგები არ ყოფილიყო...




 ახალი ამბები
  • მიშა ფეიქრიშვილი პარლამენტის პიარს უხელმძღვანელებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელით ამცნო: "1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია. მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის", _ დაწერა ფეიქრიშვილმა და აღნიშნა, რომ მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ლედი ოქროპირიძე შეცვლის. ფეიქრიშვილი, ბევრი უწყების პრესსამსახურისგან განსხვავებით, მედიასთან განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა და მასთან დაკავშირების პრობლემა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, არავის ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მისი მუშაობის დროს გაიგო საზოგადოებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რთული და საინტერესო მუშაობის შესახებ.  ამ ყველაფრის შესაბამისად, ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ სად წავიდა იგი _ მედიის განსაკუთრებული ინტერესის დაკმაყოფილებას "გურია ნიუსი" შეეცადა და დადასტურებულად გაარკვია, რომ მიშა ფეიქრიშვილი მომავალი კვირიდან პარლამენტის პიარს ჩაიბარებს. უფრო კონკრეულად კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდება ... ...
  • ლევან სურგულაძე: "ეს შეხვედრები ადამიანებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება"ლევან სურგულაძე: ,,ვფიქრობ ასეთი მუდმივი კომუნიკაციით და ორმხრივი ინფორმაციის გაცვლით შევძლებთ ეტაპობრივად დავხვეწოთ სისტემა იმგვარად, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსარგებლეების საჭიროებებს. ეს შეხვედრები დაეხმარება ადამიანებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში“. შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია EY-ს ორგანიზებით გაიმართა და მას ორმოცამდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრაზე ლევან სურგულაძემ აუდიტორიას მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არსებული სტატისტიკა გააცნო. რეფორმის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში დაგროვებით საპენსიო სქემაში 49 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, 760 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 170 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 700 000 ლარს აღემატება. შეხვედრის შემდეგ კომენტარი EY-ის იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პარტნიორმა გიორგი სვანაძემ გააკეთა: "შეხვედრის ორგანიზების მიზანი იყო ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის მიგვეცა საშუალება უშუალოდ სამუშაო რეჟიმში დაესვათ კითხვები, რომლებიც ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დაუგროვდათ და ძალიან კარგია, რომ საპენსიო სააგენტო ასეთ ღია ფორმატში თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ფაქტობრივად ეს კომუნიკაცია იქნება გზამკვლევი შეხვედრაზე დამსწრე კომპანიებისთვის, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შევიდეს მათ ყოველდღიურ ... ...
  • თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართასოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა.  დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. „თბილისი  მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმებისა ხელშეწყობა წარმოადგენდა.   დასაქმების ფორუმზე,  შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, სასტუმრო „შერატონი“, „ჰოთ თრეველი“,  „ვენდისი“ აჭარა ჯგუფი, ემ გრუპი და სხვა.   სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები  არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა  მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო  პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას. ... ...
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა (R)19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახით გამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი, წესი და სხვ. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაში გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილის მიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარე სამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვა სასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმა ცხოვრებას. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით, საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება. "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენ ეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებით დაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება",- განაცხადა გიორგი პატარიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ. ... ...
  • შსს-მ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...