ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ვინც ძალას გადაამეტა

პოლიტიკა

ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ვინც ძალას გადაამეტა

2019 ივნ 24 12:13:06

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის _  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, _ ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" ტავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა:

"საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით  სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ  ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას  სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას", _ განაცხადა ივანიშვილმა.

 




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...