კახა კალაძე სოციალური პროგრამების დახვეწას და მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შექმნას გეგმავს (R)

პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალური პროგრამების დახვეწას და მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შექმნას გეგმავს (R)

2017 სექ 25 16:18:45

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ მან თბილისის სოციალური პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, კონცეფციის მიხედვით, მომავალი წლების განმავლობაში სოციალური საცხოვრებლების მშენებლობა დაიწყება.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, შემუშავებული სოციალური პოლიტიკა სამ მიზანს ისახავს: სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანდაცვის პროგრამების განვითარება და ინკლუზიური ქალაქი ყველა თაობისთვის.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დაიხვეწება არსებული  22 სოციალური პროგრამა, რომლებიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვის.

„გარდა ამისა, გამგეობის მხრიდან სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უფასო სასადილოების პროგრამის დახვეწას და რაციონის, ასევე, სერვისის გაუმჯობესებას. ამისთვის გამგეობებს მერიიდან გამოეყოფა დაახლოებით 30 მილიონი ლარი“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, სოციალური პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ ყურადღება მიექცევა სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. 

„ამ მიმართულებით ვაპირებთ, ცენტრალურ მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეთა გადამზადებას. ჩვენ მივესალმებით ამ მიმართულებით  განათლების სამინისტროს მუშაობას. მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდეს მერიის, კოლეჯისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას, კახა კალაძემ ყურადღება საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემაზე გაამახვილა.

„ადამიანები, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ, ვერ ახერხებენ ამ ფართების დაკანონებას. დღესაც შიშით ცხოვრობენ, ხვალ ვინმემ არ გამოასახლოს. ჩემი მერობის პირობებში პირველ რიგში დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობდა,  გარკვეული ადამიანები მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო დაწესებულებებში, თუმცა მათი გამიჯვნა მოხდება იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ კონკრეტულ საცხოვრებლებში.

„გამიჯვნა შესაძლებელია.  ეს შეიძლება იყვნენ დევნილები, უსახლკაროები, რომლებიც ძალიან ბევრი წლებია ცხოვრობენ ამ საცხოვრისში და ისინი ვერ ახერხებენ დაკანონებას. შესაბამისად, ჩემი მერობის პირობებში, ამ პრობლემას მოვაგვარებ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები, მაჟორიტარობის კანდიდატები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...