„ხალხი შეკვეთას მისცემს პოლიტიკურ ჯგუფებს და ’’ოცნებას“ პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ“ _ ახვლედიანი

პოლიტიკა

„ხალხი შეკვეთას მისცემს პოლიტიკურ ჯგუფებს და ’’ოცნებას“ პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ“ _ ახვლედიანი

2019 აპრ 16 15:55:28

 „დარწმუნებული ვარ,  ხალხი შეკვეთას მისცემს პოლიტიკურ ჯგუფებს და „ოცნებას“ პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ. უნდა მოხერხდეს არა მხოლოდ  „ოცნების“ მოძალადე ხელისუფლების ჩამოშორება, არამედ უზრუნველყოფა და გარანტია იმისა, რომ ამგვარი  ანომალიური  მმართველობა ხელისუფლების სათავეში აღარასოდეს მოვიდეს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგიის დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა.

მისივე შეფასებით, „საზოგადოების ნაწილს გასული საპრეზიდენტო  არჩევნების დროს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შენარჩუნება შეიძლებოდა, ახლა  ხალხმა დაინახა  თუ რამდენად საშიშია ქვეყნის სათავეში ამ ხელისუფლების დატოვება“.

_ ბატონო არმაზ, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საზოგადოებას  ქვეყანაში არსებული  სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო, მიიჩნევს, რომ ხალხს ისე არ უჭირს, როგორც მათ ჰგონიათ.  როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს რატომ სურს ქვეყანაში არსებული რთული ვითარება საზოგადოების ფანტაზიის წარმოსახვის ნაწილად წარმოაჩინოს?

_ ბიძინა ივანიშვილის აღნიშნული შეფასება არა უბრალოდ აცდენილია რეალობას, არამედ იმ უმძიმეს მდგომარეობაზე მიუთითებს, რომელშიც პარტიის ხელმძღვანელი და მისი პოლიტიკური ჯგუფი იმყოფება. ივანიშვილი არაადეკვატური და  ქვეყნისთვის  სახიფათო ადამიანია. პარტიის ხელმძღვანელის აღნიშნული შეფასებების არაადეკვატურობიდანაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ საშველი აღარ არსებობს. საზოგადოების ნაწილს გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შენარჩუნება შეიძლებოდა, ახლა კი, დარწმუნებული ვარ, რომ ხალხმა  საბოლოოდ დაინახა თუ რამდენად  საშიშია  ქვეყნის სათავეში ამ ხელისუფლების დატოვება.

_ პარლამენტი “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროეტს, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცედურებს ითვალისწნებს, მეორე მოსმენით  ისე განიხილავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება. ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია კანონპრტში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს და  სასამართლო სისტემაში არებულ კლანს ძალაუფლბას საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო გაუმყარებს?

_ “ქართული ოცნება“ სასამართლოსთან მიმართებით  წინა ხელისუფლების ყველაზე მავნე ტრადიციას განაგრძობს. მართალია, დღეს „ქართულმა ოცნებამ“  მართლმსაჯულების სისტემაზე ისეთი წნეხის დამყარება ვერ შეძლო, რაც  სააკაშვილის დროს იყო, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულებაზე სრული კონტროლის დამყარების სურვილი არ გააჩნია.  „ოცნება“ სასამართლო ხელისუფლებას არ დათმობს. ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ერთადერთია, საზოგადოებამ ხელისუფლებას  არჩევნებზე უარი უნდა უთხრას. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნას, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მისი რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. „ქართულ ოცნებას“, ე.წ. რეფორმირების პროცესში  ამ ორგანიზაციების ჩართულობა იმიტომ სჭირდება, რომ თვალში ნაცარი შეგვაყაროს. ამ ფარსს წერტილი მაშინ დაესმება, როცა „არას“ ვეტყვით სასამართლოზე მოძალადე ხელისუფლებას. უკვე მერამდენე წელია ხელისუფლებას  მართლმსაჯულების  რეალური დამოუკიდებლობისკენ  ნაბიჯი არ გადაუდგამს _ „ოცნება“ კარგად ხვდება, რომ  იქ, სადაც სამართლის უზენაესობაა, მისი ადგილი აღარ დარჩება.

_ “ოცნების“ მმართველობის პირობებში  მივიღეთ ვითარება, როცა მმართველმა პარტიამ წინა ხელისუფლების მანკიერი საქმეების შემსრულებელი მოსამართლეები  ლიდერებად გადააქცია. ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან იკვეთება იმ ღირებულებებიდან გადახვევა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა. თქვენი მოსაზრებით, 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ მარცხის ფორმულა სხვა შეუსრულებელ დაპირებებთან ერთად, შესაძლოა, სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერებაც გახადეს?

_ მმართველ ძალას დამონებული სასამართლო სწორედ იმიტომ სჭირდება, რომ მმართველობა გაიხანგრძლივოს, ეს არის აქსიომა. ძალადობას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს არ შევეგუეთ, რომლის რეჟიმის ფიასკოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სასამართლო ხელისუფლების სრულად ხელში ჩაგდება იყო. ასეთივე ბოლო უჩანს „ოცნების“ მმართველობასაც. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდება და მმართველი პარტია საზოგადოებას არ მიიყვანს იმ კრიტიკულ ზღვართან, სადაც შეიძლება სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

_ პოლიტიკურ კონიუქტურაში, ჯერჯერობით, არ ჩანს, ე.წ. მესამე ძალა, რომლიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.  ამ ფონზე, თავად ვინ ესახება მმართველი პარტიის დამარცხების მთვარ გარანტად?

_ ერთადერთი ძალა, რომელიც  ე.წ. მმართველ პარტიას _ კორუმპირებულს, მოძალადეს, არადემოკრატიულსა და ანტიქართულს კონკურენციას გაუწევს, ეს არის ერთად შეკრული, ქართული იდეითა და დემოკრატიის იდეით გაერთიანებული, ქართველი ხალხი. დარწმუნებული ვარ, ხალხი შეკვეთას მიცემს პოლიტიკურ ჯგუფებს და „ოცნებას“ პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ. ყველა, თუნდაც მცირე პოლიტიკური პარტია და  საზოგადოებრივი ჯგუფი, რომლისთვისაც მთავარია სახელმწიფოს წარმატებული მომავალი, ხალხის კეთილდღეობა და დემოკრატია, უნდა გაერთიანდეს. უნდა მოხერხდეს არა მხოლოდ  „ოცნების“ მოძალადე ხელისუფლების ჩამოშორება, არამედ უზრუნველყოფა და გარანტია იმისა, რომ ამგვარი ანომალიური მმართველობა ხელისუფლებაში აღარასოდეს დაბრუნდეს.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...