ხელისუფლებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული ნება, რომ გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა

პოლიტიკა

ხელისუფლებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული ნება, რომ გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა

2018 მარ 20 13:33:49

„დეცენტრალიზაცია არის ის მიმართულება, რომელიც არის აუცილებლად გასატარებელი ჩვენი ქვეყნის მიერ. დეცენტრალიზაცია არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის, არამედ არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა გავატაროთ რეფორმები ამ მიმართულებით,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში - მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციას ესაჭიროება, პოლიტიკური ნება და ხელისუფლების ყველა შტოს აქვს ამ მიმართულებით, მასშტაბური და კომპლექსური რეფორმის განხორციელების მყარად ჩამოყალიბებული ნება.

ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ამ სფეროში და მე მოხარული ვარ, რომ დღეს პოლიტიკური ნება არსებობს და ამ მიმართულებით არის ერთიანი ხელისუფლების ყველა შესაბამისი განშტოება, როგორც პარლამენტი, ასევე საქართველოს მთავრობა. არსებობს ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ნება იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და საქართველოში განხორციელდეს, შესაბამისად, დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონული განვითრებისა და თვითმმართველობის სფერო მისთვის პრიორიტეტულია. მან ამ მიმართულებით გაეროს განვითარების პროგრამასთან დაკავშირებული საკუთარი საქმიანი გამოცდილება გაიხსენა და თვითმმართველობების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი წვლილი აღნიშნა.

„ჩვენთვის არის, ნამდვილად, პრიორიტეტული ეს სფერო. პრიორიტეტულია როგორც დეცენტრალიზაცია, ასევე, რეგიონული განვითარება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებით არის ნამდვილად ფასდაუდებელი ჩვენი უცხოელი პარტნიორების წვლილი. ჩემთვის ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც მაკავშირებს გაეროს განვითარების პროგრამასთან. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ფაზის პირველი მენეჯერი, ამ პროექტის პირველი მენეჯერი გახლდით სწორედ მე და მანამდე, მთლიანობაში, დაახლოებით რვა წელი მაქვს გატარებული გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად და ჩვენ ერთდა ვმუშაობდით დეცენტრალიზაციის თემაზე, ასევე რეგიონულ განვითარებაზე და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი გაეროს განვითარების პროგრამას იმაში, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი დღეს საქართველოში როგორც რეგიონული განვითარების, ასევე დეცენტრალიზაციის. ჩემთვის, ნამდვილად, განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს თემა“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან კომპლექსური სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც დეცენტარალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

„ბუნებრივია, მხოლოდ პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი ამისათვის. პოლიტიკურ ნებასთან ერთად არის საჭირო სწორი ხედვის არსებობა და სწორი ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი სტრატეგიის საფუძველზე. არის აუცილებელი კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება, რომლის საფუძველზეც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ასევე, რეგიონული განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის მეორე ფაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაკავშირებული იქნება სწორედ შესაბამისი, სწორი ხედვის ჩამოყალიბებასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების როგორც უფლებამოსილებები, ასევე მათი ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსები. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა, როგორიცაა ადამიანური რესურსებისა და რეგიონული განვითარება.

„რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს, სწორედ, ადგილობრივ დონეზე, ადამიანური რესურსების განვითარება და თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარება. ცალკე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარება, რასაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. შემუშავდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, რეგიონული განვითარების სტრატეგიები და საჭიროა მუშაობის გაგრძელება იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს რეგიონული განვითარების მდგრადი სისტემა, ამის გარეშე რთული იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია, ზოგადად, სწორ და მყარ რეგიონულ განვითარებასთან. სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებასთან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში აქტიურადაა ჩართული, მათ შორის საერთაშOრისო პარტნიორებს, რომელთა წვლილიც რეფორმირების პროცესში არის ფასდაუდებელი.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ სუბიექტის როლი ამ პროცესში, რომელიც არის ჩართული დეცენტრალიზაციაში, რეგიონულ განვითარებაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელსაც შეაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შესაბამისი რეფორმების გატარებაში. ასევე, მე მინდა, ხაზი გავუსვა საპარლამენტო კომიტეტის როლს ამ პროცესში. ბატონი ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით კომიტეტი იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებასთან და ასევე, რეგიონულ განვითარებასთან. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც წლებია, ათ წელიწადზე მეტია უკვე მუშაობს ძალიან აქტიურად საქართველოში დეცენტრალიზაციაზე, რეგიონულ განვითარებაზე და მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებს, მეგობრებს, რომელთა წვლილი ამ პროცესში არის ფასდაუდებელი. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, და მინდა ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი, მეორე ფაზა იქნება აუცილებლად ძალიან წარმატებული,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ახალი ინიციატივის პრიორიტეტებზე ისაუბრა. "ახალი ინიციატივა მხარს უჭერს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკური ხედვის განვითარებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. „იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობების განვითარებაში, პროექტის მეორე ფაზის დაწყება კი გულისხმობს პროექტის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას და შემდგომი, უფრო მასშტაბური სამუშაოების საჭიროებას. ახალი ინიციატივა დაეხმარება საქართველოს განახორციელოს ადგილობრივი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ამბიციური გეგმა,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა დეცენტრალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის და ამ მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულებისთვის. „ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ იმ სერიოზული ვალდებულებებისთვის, რომელიც თქვენ საკუთარ თავზე აიღეთ დეცენტრალიზაციის მიმართულებით. დღეს ჩვენ ვიწყებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დაეხმარება ამბიციური ხედვა დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართულებით გახდეს რეალობა იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ წინ მდგრადი რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმართულებით, რაც გახლავთ უფრო დიდი დახმარების პროგრამის ნაწილი, რომელიც 2012 წელს დაიწყო“,-განაცხადა ნილს სკოტმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს გერჰარდ შაუმბერგერმა, სამხრეთ კავკასიაში ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა და ოლივიერ ბურკიმ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა. მათ ისაუბრეს ავსტრიისა და შვეციის გამოცდილებაზე რეგიონული და ადგილობრივი განვითრების სფეროში და ამ წარმატებული პრაქტიკის საქართველოში გამოყენების პერსპექტივებზე.

„ჩვენ, ავსტრიული მხარე სიამოვნებით შევუერთდით ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების პროექტის მეორე ფაზას. პირველ ფაზა წარმატებული აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ მთავარობის ხედვა გავიზიარეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს ყოველივე საკმაოდ კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ უფრო წარმატებულად ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე“,-აღნიშნა გერჰარდ შაუმბერგერმა.

„შვეიცარია გახლავთ ბრწყინვალე მაგალითი ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლების და მოხარულები ვართ გაგიზიაროთ აღნიშნული გამოცდილება, როგორც ჩვენი წვლილი იმაში, რომ საქართველომ საკუთარი დეცენტრალიზაციის პროცესი წარმართოს,“-განაცხადა ოლივიე ბურკიმ.

პრეზენტაცია პროექტის პირველი ფაზის მიღწევებსა და შედეგებზე და პროექტის მეორე ფაზის დაგეგმილ აქტივობებზე გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, ნათია ნაცვლიშვილმა წარმოადგინა.

კონფერენციის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ქართულმა კვლევითი ორგანიზაციის „ეისითის“ მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევის შედეგები შედარებულია 2023 და 2015 წლებში ჩატარებულ ანალოგიური კვლევის მიგნებებთან და წარმოდგენილია რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა პროექტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია– საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას შორის.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ორგანიზებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით გაიმართა. ახალი ინიციატივის წარდგენას საქართველოს პარლამენტის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები ესწრებოდნენ.




 ახალი ამბები
  • „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში გურიაში ოთხი სკოლა ჩაერთვებაკორონავირუსის პრევენციის მიზნით,  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს. საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან. ამ ეტაპზე “ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ოთხი სკოლია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგვზიანის და ჩიბათის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზოტის საჯარო სკოლა. ასევე ცნობილი ხდება “ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტების ვინაობა, ესენია: ხათუნა რუსიეშვილი და ლუკა მეგრელიშვილი.  მოხალისეებად კი მარიამ ბოლქვაძე და  მაია კაკაბაძე ... ...
  • მდინარაძე: სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ეტაპობრივად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით  გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ სამშობლოში უკვე 5000-ზე მეტი ემიგრანტი ჩამოიყვანა. „ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები.  ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება  ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით,  სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა  ჩამოიყვანოს და  მოხდეს მათი დაბინავება საკარანტინო ... ...
  • სად არის შესაძლებელი ქართული წარმოების პირბადის შეძენაუწყებათშორისმა საბჭომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარებულ სხდომაზე განიხილა ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ იფი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება.  ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში ... ...
  • 76 საწარმოდან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ  დღევანდელ სხდომა  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ. ... ...
  • დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქეგრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...