,,ხელისუფლებასთან ახლოს მყოფმა ხარბმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხონ“_ გიორხელიძე


პოლიტიკა

,,ხელისუფლებასთან ახლოს მყოფმა ხარბმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხონ“_ გიორხელიძე

18 სექ. 2018, 13:20:23

მარიხუანის ექსპორტის შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპორექტის საფრთხეებზე ,,გურია ნიუსი“ ეკონომისტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

_ ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში მარიხუანის ექსპორტი ქვეყნას მილიარდი ლარის სარგებელს მოუტანს. როგორ აფასებთ კანონპროექტს, რომლის განხილვა პარლამენტმა  საერო და სასულიერო პირების მწვავე კრიტიკის გამო დროებით შეაჩერა?

_ ფინანსთა  მინისტრის ეს განცხადება არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. კაცმა არ იცის, რას ლაპარაკობს. სახელმწიფო ბორდელები გახსნან და თვითონ დაიწყონ მარიხუანით და სხვა ნარკოტიკებით ვაჭრობა. უაზრო ნათქვამია და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისგან, მითუმეტეს არჩევნების წინ, ასეთი გაუაზრებელი და მავნებლური წინადადება არ უნდა წამოსულიყო.

კანონპროექტი ხელისუფლების შიგნით  სპეციალურად არის გაკეთებული ან ეს არის ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი ადამიანების სიხარბე, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სრულიად ამაზრზენი წინადადება გაახმაურონ.

_ ბატონო დემურ, გუშინ საპატრიარქომ პირდაპირ განაცხადა, რომ კანონპროექტი კონკრეტული პირების ინტერესის გათვალისწინებით შეიქმნა და რომ აღნიშნულს ქართული ეკონომიკის განვითარებასთან არავითარი კავშირი აქვს. თქვენ რა გიჩენთ ეჭვის საფუძველს, რატომ ფიქრობთ,  რომ  აღნიშნული კანონპროექტი კონკრეტული პირებისთვის ფინანსური სარგებლის მიღებას ემსახურება?

_ ამ წინადადების გახმაურებას ვიღაც რიგითი მოქალაქე ხელისუფლებიდან ვერ გაბედავდა და პარლამენტიც ასე მორჩილად არ დაიწყებდა ამ საკითხის განხილვას. მთავარია, რომ თავისი სიხარბის გამო, ვიღაც ძალიან მაღალ დონეზე არის დაინტერესებული ამ სისულელის გახმაურების, რომელიც, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აშკარად ცუდად მოუბრუნდება.

რადგან კანონპროექტამდე მივიდა საქმე და მითუმეტეს, შს სამინისტროა ინიციატორი ამ კანონპროექტის, გასაგებია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ კანონპროექტის ინიცირება არანაირ თამაშის წესში არ ჯდება.

_ შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით,  სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ სამინისტრო კანაფის წარმოების ეფექტური კონტროლის გახორციელებას შეძლებს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლის გამოსწორება მომავალში რთული იქნება?

_ ვფიქრობ, ვერ აცნობიერებს და სიხარბე სძალავს. 21-ე საუკუნეში ერის განვითარება ინოვაციურ ეკონომიკაზე, ადამიანის განათლებაზე და მეცნიერებაზეა დამოკიდებული. ყველაზე დიდი სიმდიდრეა ადამიანი, რომელიც ქვეყნისთვის წარმატების მომტანია,

ამ დროს მარიხუანასა და კიდევ რაღაც საზიზღრობებზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, უბრალოდ, თავის ადგილზე არ დგას. ხელისუფლების უმაღლეს  პირებს არ გააჩნიათ საღი აზრი, რომ მიხვდნენ, ეკონომიკის გასაზრდელად რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. პროფესიული თვალსაზრისით ნარკოტიკებითა და  პროსტიტუციით ბიუჯეტის შევსება არის უვიცობა, პოლიტიკური თვალსაზრისით კი სრული უპასუხისმგებლობა, ფეხებზე რომ გკიდია ქვეყანა და მისი მომავალი.

_ მთავრობის თქმით, მარიხუანის ექსპორტის შესახებ კანონპროექტის ინიცირება ეკონომიკის გაზრდას ემსახურება...

_ რა დონის სისულელეა, როგორი უვიცი უნდა იყო, რომ თქვა, მარიხუანა გაზრდის ეკონომიკასო. ხელისუფლებაში ისიც კი არ იციან ეკონომიკას რა ფაქტორები ზრდის. ეკონომიკას ზრდის ინოვაციები, განათლებული, პროფესიული და ღრმად მოტივირებული ადამიანი და არა მარიხუანა.

არც თანამედროვე ეკონომიკის ზრდის თეორიებში აქვთ წარმოდგენა? ქართველი ხალხია უპასუხისმგებლო, როცა მაღალჩინოსნებისგან ასეთ რამეს ისმენს  და აღშფოთებას არ გამოხატავს, ქუჩაში არ გამოდის და არ ამბობს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს დასასრულია. ამ ქვეყანამ ყველაფერი გამოიარა, გაჭირვება და ლხინი, არაფერი აკლდა. ახლა შანსია, რომ ფეხზე დადგეს და ისევ უკან მიათრევენ, უფსკრულში გადაჩეხვა უნდათ.

_ ბატონო დემურ, სამედიცინო წარმოების მიზნით, მარიხუანის კულტივაცია ლეგალურია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საბერძნეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ეკონომიკის გასაზრდელად სხვა რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს?

_ საქართველოს აქვს ძალიან კარგი რესურსი და პირველ რიგში, მისი რესურსი არის განათლებული ადამიანი. ხელისუფლება მარიხუანის ექსპორტზე არ უნდა საუბრობდეს. სირცხვილია და რატომ არის სირცხვილი იცით? არსებობს მსოფლიოში რამდენიმე ათეული ძალიან განვითარებული ქვეყანა, ცნობილია რამ განავითარა მათი ეკონომიკა. საქართველოში ხომ ამის ცოდნას  პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა სჭირდება. როცა ლაპარაკობ მარიხუანის ექსპორტზე, ნიშნავს იმას, რომ ხარ დიდი უპასუხისმგებლო და ქვეყნის ეკონომიკა,   მაპატიეთ და, ფეხებზე გკიდიათ.




 ახალი ამბები
  • სოფელ ნატანებში 60 წლის მამაკაცის მკვლელს ეძებენოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღეს, დღის მეორე ნახევარში 60 წლის მამაკაცი მოკლეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნატანებში ამირან ბაქანიძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს: “ვიცი მხოლოდ, რომ ეს მამაკაცი იყო ჩამოსული ძმასთან. ასევე, მეზობლებმა მითხრეს, რომ მას ახლდა შვილი. მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ“, _ გვითხრა ამირან ბაქანიძემ. მოკლულ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ყელის არეში ... ...
  • მოკლულ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ყელის არეში აქვსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობასთან დაკვაშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს. როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, 60 წლის მამაკაცი თავის ძმასთან იმყოფებოდა სტუმრად. სწორედ იქ მოხდა მკვლელობა. ამ წუთებში სოფელ ნატანებში მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს ... ...
  • მკვლელობა სოფელ ნატანებშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღზრულია სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. “გურია ნიუსი“ არკვევს ... ...
  • მოვიგეთ ომის საქმე, ამით, ვფიქრობ, ომი მოვიგეთ, თან რუსეთს მოვუგეთ ომი! _ მუხაშავრიასამართლებრივი, ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებული საშუალებით მოვუგეთ. მინდა პირველ რიგში მივულოცო ჩემს კლიენტებს, ომის მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო სოფლებში ცხოვრობს გმირულად და არ კარგავს იმედს, _ ამის შესახებ უფლებადამცველი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი ლია მუხაშავრია განაცხადა. მე თავს ვიხრი ომის გმირების წინაშე, იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც დღესაც არ ტოვებს სასაზღვრო სოფლებს და გმირულად აგრძელებს იქ ცხოვრებას თავის შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახთან ერთად. მწამს, ჩვენ რუსებს არა მარტო აგვისტოს ომს მოვუგებთ, მოვუგებთ ყველა ბრძოლას და ომს მომავალშიც, ოღონდ არა იარაღით, არამედ ჭკუით, სამართლით და ჰუმანური, ცივილიზებული მეთოდებით. ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავთ! მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ ... ...
  • რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:  2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა. ასობით ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ომის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისადა სროლების შედეგად. ასევე ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება. ათასობით მოქალაქის ქონება გაიძარცვა და განადგურდა, შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა საკუთრებაზე. ამასთან, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები.  წარდგენილ საჩივარში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებს და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ.  საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა, კერძოდ, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, ხოლო სახელმწიფომ სრული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა.  ევროპული სასამართლოს ძირითადი არგუმენტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე  2008 წლის 12 აგვისტოდან, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (ოკუპაციის ფაზა)მომხდარ მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა - სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ე.წ. „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსული სამხედრო ძალების ოფიციალურ გაყვანამდე. ამ პერიოდის შემდეგ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიების ხელისუფლების დაქვემდებარება რუსეთზე,მიუთითებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა ევროპული კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ  - სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები, მათი სერიოზულობის გათვალისწინებით,კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და აღნიშნული პირები ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების დარღვევა.  სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამოქალაქო ტყვეები დაკავებულ იქნენ უკანონოდ და მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა - სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც იყო ასაკოვანი და მათი ერთი მესამედი იყო ქალი, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს და ჰყავდათ პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში. სასამართლოს განმარტებით, მართალია, რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა სამოქალაქო პირების დაკავებაში ცხადად არ დასტურდებოდა, თუმცა, ამ პირთა დაკავება შეერაცხება რუსეთის ფედერაციას იმის საფუძველზე, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზეც და მათ არ მიიღეს სათანადო ზომები არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის არგუმენტი, რომ სამოქალაქო პირთა დატყვევება ხორციელდებოდა მათივე უსაფრთხოების მიზნით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებისთვის არ ხდებოდა დაკავების მიზეზების განმარტება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა და წამების აკრძალვის და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა სამოქალაქო პირების ნაწილში. 2008 წლის 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ წამებას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა - ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უტოლდებოდა წამებას და აღნიშნული დარღვევები ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მონაწილეობა არ იკვეთებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ტყვეები მოქცეულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, რუსეთს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებაზე და ამასთან, მათ არ მიიღეს შესაბამისი ზომები არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად.  შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა წამების აკრძალვის დარღვევა სამხედრო ტყვეებთან მიმართებით.  რუსეთმა მოქალაქეების მიმართ მიმოსვლის თავისუფლების უფლება დაარღვია - სასამართლოს განმარტებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა ეთნიკურ ქართველებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრებოდა ვალდებულება მოსახლეობისთვის მათ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგოდ.  კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის მიერ - სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, სასამართლოს არ წარუდგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის საბრძოლო ანგარიშები, რის გამოც მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება - საქმის გარემოებათა დასადგენად უზრუნველეყო სასამართლო ყველა აუცილებელი საშუალებით.  ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა სიცოცხლის უფლების ჭრილში - სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთს ჰქონდა ვალდებულება, გამოეძიებინა, არა მარტო, ის მოვლენები, რომლებიც განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, არამედ, ასევე, ის მოვლენები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ არ ჩაატარა ეფექტიანი და ადექვატური გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.  საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარ მოვლენებზე (2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე) რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდა იურისდიქცია ევროპული კონვენციის 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე - სასამართლოს განმარტებით, შეიარაღებული დაპირისპირება და საბრძოლო მოქმედებები მხარეთა სამხედრო ძალებს შორის, რომელთა მიზანს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა, მიმდინარეობდა ქაოსის ფარგლებში, რაც იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლის არარსებობას ნიშნავდა და ასევე გამორიცხავდა სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილებას და კონტროლს ინდივიდებზე. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.  განათლების უფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობა - სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები განათლების უფლების დარღვევის დადგენისთვის. სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ცალკე ემსჯელა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე. სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი (კონვენციის 41-ე მუხლი) - ევროპულმა სასამართლომაღნიშნული საკითხის განხილვა ერთი წლის ვადით გადადო და ამ ვადაში მხარეებს - საქართველოსა დარუსეთს კომპენსაციის ირგვლივ მორიგების საშუალება მისცა. საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე იცავს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებების დარღვევას შეეხება. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა სასამართლოს მიერ უახლოეს პერიოდში დაიწყება.  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....