ხვნა-თესვის თემა და მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოში

პოლიტიკა

ხვნა-თესვის თემა და მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოში

29 მაი. 2020, 15:35:51

გასული წლის  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით წარსდგა ადგილობრივ საკანომდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი.


მერის მოხსენებით, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული შემოსულობების გეგმამ 19267410 ლარი შეადგინა. ფაქტიური საკასო შემოსავალი მიღებულია 19563323 ლარი, გეგმა შესრულებულია 101,5%-ით, მათ შორის შემოსავლების (კაპიტალურის ჩათვლით) სახით მობილიზებულია 10448904 ლარი, რაც გეგმის 105,8%-ს შეადგენს და პირველად მუნიციპალიტეტის ფუნქციონირების პერიოდისათვის გადააჭარბა 10 მილიონიან ზღვარს.

მერმა თავის გამოსვლაში ყურადღება 2019 შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტიქიის შედეგად გახორციელებულ სამუშაოებსა და სხვა ღონისძიებებზეც გაამახვილა.

„საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ბიუჯეტი დადებითად შესრულდა. მინუსები, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, 2018 წელთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“, _ დასძინა მოხსენების დასასრულს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, რის შემდეგაც ოპოზიციის მხრიდა გაჟღერებულ შენიშვნებსა და კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.

პირველმა საკუთარი შენიშვნა მერის მოხსენების შემდეგ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ამირან გიგინეიშვილმა დააფიქსირა: „კანონით არის გაწერილია, რომ აღმასრულებელი ორგანო საკრებულოში გაწეული სამუშაოს ანგარიშით უნდა წარსდგეს. თუმცა, რაც მოვისმინეთ, ეს არის მხოლოდ თანხების ხარჯვის ანგარიში, საიდანაც მე ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როგორ შესრულდა ის სამუშაოები, რაზეც ეს თანხები დაიხარჯა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ასკურავას თქმით კი, მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, პროცედურების შესაბამისად, თან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნაც უნდა ხლებოდა.

„მე ვერც ვნახე და ვერც მოვისმინე ამ კომისიის დასკვნა ბიუჯეტის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარე უნდა გამოდიოდეს და შეფასებას უნდა აკეთებდეს, ეს მისი ვალდებულებაა, პროცედურულად გაწერილი. ეტყობა ან იზარმაცეთ ან, უბრალოდ, არ დაგაინტერესათ. ეს რაც წარმოადგინეთ, რბილად რომ ვთქვა, ციფრებით ჟონგლიორობაა“, _ აღნიშნა კახა ასკურავამ, რომლის პასუხადაც მერმა განმარტა, რომ ბიუჯეტი სწორედაც რომ ციფრებია.

ასკურავა გამოსვლისას ტრაქტორების თემასაც შეეხო: „ კოლეგებს მინდა ვკითხო, მათ სოფლებში ხვნა-თესვის პროცესი როგორ მიმდინარეობს?! იცით, რა ხდება სოფლებში?!  თქვე ოჯახაშენებულებო, ამდენი ფული დაგიხარჯავთ და ტრაქტორები მოგეკითხათ მაინც. სოფლებში რეალურად ტრაქტორი არაა. ქვიანში, მაგალითად, ერთ კაცს ჰყავს და დასდევს მთელი სოფელი. ჩვენ არც ნატოში შესვლას გვეკითხება ვინმე და არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელის მოწერას, ჩვენი საქმე გლეხის პატრონობაა, როცა ხვნა-თესვის სეზონი მოდის, უნდა მოვიკითხოთ, რა ხდება ტრაქტორების ამბავზე“.

ოპოზიციონერი დეპუტატის ვრცელი მოხსენებისა და დღის წესრიგიდან გადახვევის შემდეგ მერმა პასუხის გაცემა კითხვის დასმით დაიწყო-„რას მთავაზობთ,  ტრაქტორები შევიძინოთ?! მუნიციპალიტეტები ვერ იქნებიან ისე ძლიერები, რომ ეს შეძლონ. ნამდვილად  არის ხვნა-თესვასთან დაკავშირებით  პრობლემები, მაგრამ  ვცილობთ დახმარება გავწიოთ რაც შეგვიძლია, ფაქტია, რომ ძალიან კარგი სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს. მუნიციპალიტეტი ტექნიკის უზრუნველყოფას ვერ გააკეთებს  რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, მაშინ დავბრუნდეთ კომუნისტურ წყობაში და გავაკეთოთ მასე.“

მოკლედ, ხვნა-თესვის საკითხის წამოჭრამ საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია სარიშვილსა და ასკურავას შორის, რაშიც მმართველი გუნდის დეპუტატი სპარტაკ კვაჭაძეც ჩაერთო, რაც, საბოლოოდ, დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„თქვენ დაანგრიეთ აგი რაიონი და რაის გამკეთებლები ხართ. შენ ვერასდროს ვერ შემოხვალ ჩემთან პოლემიკაში“, _ ცხარობდა მმართველი გუნდის წევრი.

დეპუტატებს შორის მომხდარი რამდენიმე წუთიანი სიტყვიერი  დაპირისპირების აღმოფხვრის შემდეგ სხდომამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...
  • რას ეძებდნენ, გაუგებარია- ანა დოლიძის დედის ბინა გაქურდესიუსტიციის საბჭოს ყოფილიწევრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მოძრაობაც დააფუძნა, ანა დოლიძე, დედის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „დედაჩემის ბინა გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია”,_ წერს დოლიძე სოციალურ ... ...
  • იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი დააკავესპოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...