,,ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კენჭს იყრის“_კანდიდატები, რომლებიც ,,ოცნებაში“ განიხილება

პოლიტიკა

,,ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კენჭს იყრის“_კანდიდატები, რომლებიც ,,ოცნებაში“ განიხილება

2018 ივლ 23 19:05:43

კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი_,,ქართული ოცნების“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა ,,გურია ნიუსისთვის“ ცნობილია. ამ ეტაპზე, გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და გასაკვირი არ იქნება თუ ახალ სახეებს სამეცნიერო წრეებიდანაც ვიხილავთ.

,,გურია ნიუსის“ ცნობილი ხდება, რომ  მმართველი გუნდი ინტენსიურად  ,,ქართული ოცენება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილზე მსჯელობს.

მმართველი გუნდის წევრები ივანიშვილზე უკეთეს საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯერჯერობით, ვერ ასახელებენ, თუმცა უცნობია, შეძლებენ თუ არა ,,ოცნების“ წევრები ივანიშვილის დაყოლიებას. როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არ არის.

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება, თუმცა დამოუკიდებელ დეპუტატს მმართველი გუნდი რომ პრეზიდენტის პოსტზე მოიაზრებდა,  ,,გურია ნიუსთან“ არა ერთმა დეპუტატმა დაადასტურა.

რაც შეეხება თავად კახა კალაძეს, მას მმართველი გუნდი თბილისის ყველაზე წარმატებულ მერად მოიაზრებს. ,,ქართული ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ის ისეთივე წარმატებული პრეზიდენტი იქნება, როგორიც მერიც არის.

,,ქართული ოცნების“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ მმართველი გუნდის წარმომადგენელს, კარლო კოპალიანს  ესაუბრა.

-ჩვენი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ბოლო უახლესი ისტორიის შემომედი გახლავთ, გამომდინარე აქედან, მივესალმები და უკეთესიც არ შეიძლება ითქვას ბატონი ბიძინა თუ იქნება ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი.

_როგორ ფიქრობთ, თავად ივანიშვილს რამდენად სურს გაპრეზიდენტება?

_ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ უნდა პრეზიდენტობა და არც ზედმეტი სახელმწიფო თანამდებობები. ჩვენ გვახსოვს პრემიერმინისტრი იყო და გადადგა. რომ ნდომოდა არ გადადგებოდა და ვერც ვერავინ გადააყენებდა.

_ბატონო კარლო, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში.დაბრუნება ხომ არ უკავშირდება ოქტომბრის საპრეზდენტო არჩვნებს?

_ძალიან კარგი, რომ დაბრუნდა იმიტომ, რომ საჭირო იყო. ყველა ცალ-ცალკე ექაჩებოდა და ბოლო-ბოლო ბავშვს რომ გაგლეჯენ  აი, ასეთ სიტუაციაში იყო,, ქართული ოცნება“. დაბრუნდა ეს კაცი, შეიძლება, არც ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ მოვიდა იმიტომ, რომ საჭირო გახდა. თუ საჭირო გახდება ქვეყნისათვის, რა თქმა უნდა, ბატონო ბიძინა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდმინარე აუცილებლად იყრის კენჭს. ეს მისი გადასაწყვეტია. მე რამდენადაც ვიცი, მას ნამდვილად არ აინტერესებს სახელმწიფო თანამდებობები.

_ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ,,ქართული ოცნება“ ვის მოიაზრებს ამ თანამდებობაზე ?

_თუ ბიძინა არა, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს კარგად ვიცნობ, დაახლოებით, 12 წელია.  ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება გადასარევი პრეზიდენტი საქართველოსთვის, თუმცა გუნდის გადასაწყვეტია ვის დაასახელებენ. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა გვარებიც გამოჩდნენ, ღირსეულია ადამიანები არ გვაკლია ქართველებს.

_ბატონო კარლო, სხვა ადამიანები გამოჩნდებიან პოლიტიკური თუ სამეცნიერო წრეებიდან? იგივე, კახა კალაძის კანდიდატურას როგორ აფასებთ?

_ნამდვილად არ ვიცი. პირადად ჩემი სუბიექტური აზრია,  რომ ორივე ხელით ვემხრობი და მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს  საქართველოს პრეზიდენტი . თუ  ბიძინა არ იქნება მხარს დავუჭერ სალომეს კანდიდატურასაც . კი, ბატონო, ბიძინაზეც არის საუბარი, სალომეზეც არის საუბარი. ალბათ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სურვილი მაქვს მარგველაშვილს დავასწროთ კანდიდატურის დასახელება, მერე  წყნარად რომ დაეძინოს. კახი კალაძეზე პირველად მესმის, პირველად გავიგე. კახი სულ ახალი არჩეულია, ის ქალაქის მერია, თუმცა მშვენიერი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

 




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...