ქვითრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს TBC-ში 4 მლნ ლარი

პოლიტიკა

ქვითრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს TBC-ში 4 მლნ ლარი

2018 ოქტ 1 19:57:03

ქვითრების ასლები, სადაც ასახულია, რომ მოქალაქე ალექსანდრე ხაჩიშვილმა TBC ბანკიდან, ახლად დარეგისტირებულ კომპანია “ოლიმპუსის” ანგარიშიდან, ჯამში, დაახლოებით 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი დოლარში მიიღო ცოტა ხნის წინ "ნეტგაზეთმა” გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, ქვითრები “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა მიაწოდა და ჯერჯერობით დოკუმენტების ავთენტურობა დაუდასტურებელია .

ქვითრების თანახმად, პირველი ტრანზაქცია _ 1მლნ აშშ დოლარი  2016 წლის 21 აპრილის საღამოს 8-ის 22 წუთზეა შესრულებული.

მეორე ტრანზაქცია (781 000 აშშ დოლარი) კი მეორე დღეს, 22 აპრილს 12:25 საათზე.

ანგარიშის მფლობელად ქვითარზე მითითებულია კომპანია “ოლიმპუსი”, რომელიც 2016 წლის 19 აპრილსაა რეგისტრირებული. “ოლიმპუსის” 100%-იანი წილის მესაკუთრედ მითითებულია კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტს ინკ, რომელიც ოფშორულ ზონაში, პანამაშია რეგისტრირებული.

როგორც აღდგომელაშვილი "ნეტგაზეთთან" საუბრისას ამბობს,  TBC ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეცა. აღდგომელაშვილის თანახმად, საქართველოში მოქმედი საბანკო რეგულაციების მიხედვით, “როდესაც კომპანია და მისი ანგარიში იხსნება, ბანკი ანგარიშის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში,უნდა დარწმუნდეს ამ ანგარიშზე მოხვედრილი თანხების წარმომავლობაში, კომპანიის წარმომავლობაში”… მისი თქმით, ინფორმაცია “საბოლოო ბენეფიციარამდე მონიტორინგს ექვემდებარება ბანკის მხრიდან”.

აღდგომელაშვილის თქმით, გადაცდომა ისაა, რომ TBC ბანკს არ ჰქონდა მიღებული დოკუმენტები, საიდანაც უნდა გაეგო, თუ ვინ იდგა “ოლიმპუსის” მფლობელი ოფშორული კომპანიის უკან — ვინ იყო საბოლოო ბენეფიციარი — და ამ დოკუმენტების ქონის გარეშე დაუშვა თანხის გაცემაზე ავტორიზაცია. საჭირო დოკუმენტები, მისი თქმით, ბანკმა მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში მიიღო.

TBC ბანკმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ცრუ ინფორმაცია იწოდა.

თი ბი სი ბანკში კომენტარი  ამჯერად არ გაუკეთებიათ. ნეტგაზეთის კითხვაზე როგორ ახსნიან იმ ფაქტს, რომ 2-3 დღით ადრე დაარსებული კომპანიის კუთვნილი ანგარიშიდან შესაძლებელი გახდა ამ რაოდენობის თანხის გამოტანა, რაც შესაძლოა რეგულაციის დარღვევა იყოს, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ბანკს “გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება” და ინფორმაციას ვერც უარყოფდნენ და ვერც დაადასტურებდნენ.

დღეს ტელეკომპანია რუსთავი2-მა  ფოტომასალა მოიპოვეს, სადაც “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ფილიალში ჩანან ალექსანდრე ხაჩიშვილი და  სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომლებმაც ზაზა ოქუაშვილის მიერ გადარიცხული თანხა ბანკიდან გამოიტანეს.

ოქუაშვილის თქმით,  4 მილიონი ლარი თიბისი ბანკის ანგარიშზე იმ იმედით ჩარიცხა, რომ საბანკო რეგულაციების თანახმად, კომპანიის დირექტორები ამ ოდენობის თანხას ნაღდი ფულის სახით გამოტანას იმავე დღეს ვერ შეძლებდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს და მის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ თახას ითხოვდნენ შეუქმნიდა ილუზიას, რომ ფულს აძლევდა.

ამავე თემაზე: სატელეფონო ამონაწერები, რომლითაც ფარცხალაძის და ლევან ყიფიანის ხშირი კონტაქტი დასტურდება

ხაჩიშვილი: ყიფიანმა მითხრა, არავის არ შეხედო სახეზე, ჩადე ფული მანქანაში და გამობრუნდიო

ბიძინა ივანიშვილი: ოქუაშვილმა გვაჩვენოს ის ჩანაწერები, რომლებზედაც წუხელ საუბრობდა

"შეხვედრა შედგა" _ გახარია ივანიშვილ-ოქუაშვილის შეხვედრაში მონაწილეობას ადასტურებს

კალაძე: "ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს შეეკრა და ფარად ტელეკომპანიას იყენებს"

ოქუაშვილი: "ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი _ სარდაფში ჩააგდეს... კაცი თავის მოკვლას აპირებდა

თიბისი ბანკი ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს: მივმართავთ ყველა სამართლებრივ ზომას

როგორ გააქვთ 4 მილიონი ნაღდი ფული ბანკიდან _ თი ბი სი-ში გადაღებული სკანდალური ფოტო




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...